„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/77 |
|
2022 წლის 22 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 26/02/2018 040030000.22.024.016534) დამტკიცებულ სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანი სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება: ვ.ა) გამარჯვებული საპროექტო წინადადების ღირებულების არაუმეტეს 90%-ის ოდენობით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს – თანადაფინანსების გრანტი სტარტაპებისთვის; ვ.ბ) გამარჯვებული საპროექტო წინადადების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს არანაკლებ 250 000 ლარს და არაუმეტეს 750 000 ლარს – ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი.“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) „თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო რომელიც ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე და აერთიანებს:“; დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) გრანტის მიმღების თანამონაწილეობა – ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამონაწილეობა არანაკლებ საპროექტო წინადადების ღირებულების 10%-ის ოდენობით პროგრამაში - თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, ხოლო არანაკლებ 50%-ის ოდენობით პროგრამაში - ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო გრანტს/დაფინანსებას;“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები „გამარჯვებული პროექტების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.“. 4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს დამტკიცებას.“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მოთხოვნები საპროექტო წინადადების მიმართ კონკურსში დაიშვება მხოლოდ ისეთი საპროექტო წინადადება, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ის სფეროები, რომელთა დაფინანსებაც დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსებით. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის.“. 6. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან საგრანტო ხელშეკრულება არ დაიდება. სააგენტო არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებისას პროექტის ბიუჯეტში გრანტის სახსრებიდან დაუშვას ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|