,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№9
2020 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140020000.22.026.016442) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:
ა
)
პირველი
პუნქტის
,,გ
“
ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით
:
,,გ) სარდლობის შტაბი:
გ.ა) ავიაციის საინჟინრო სამსახური;
გ.ბ) საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახური;
გ.გ) G-1-ის სამსახური;
გ.დ) G-2-ის სამსახური;
გ.ე) G-3-ის სამსახური;
გ.ვ) G-4-ის სამსახური;
გ.ზ) G-5-ის სამსახური;
გ.თ) G-6-ის სამსახური;
გ.ი) G-7-ის სამსახური;”;
ბ
)
მე
-2
პუნქტის
,,გ
“
ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით
:
,,გ) სარდლობის შტაბი – ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციას და კონტროლს:
გ.ა) ავიაციის საინჟინრო სამსახური – უზრუნველყოფს საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის კონტროლს, შერეული საავიაციო ესკადრილიის საინჟინრო-ტექნიკური სამსახურების საქმიანობის კონტროლს, ახორციელებს სახელმწიფო ავიაციის საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების ზედამხედველობას;
გ.ბ) საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახური – უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების საბრძოლო ტექნიკის მორიგეობის მონიტორინგს და მათი მომსახურების ზედამხედველობას;
გ.გ) G-1-ის სამსახური – უზრუნველყოფს სარდლობის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების დაგეგმვას და აღრიცხვას, მათი შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
გ.დ) G-2-ის სამსახური – უზრუნველყოფს სარდლობას სადაზვერვო ინფორმაციით, ახორციელებს დაზვერვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;
გ.ე) G-3-ის სამსახური – მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს ოპერაციების დაგეგმვას, სარდლობის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას, საავიაციო უსაფრთხოებისა და სტანდარტიზაციის ზედამხედველობას;
გ.ვ) G-4-ის სამსახური – ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და მონიტორინგს;
გ.ზ) G-5-ის სამსახური – ახორციელებს
სარდლობაში შემავალი გვარეობების მიხედვით, საჭირო გრძელვადიანი შესაძლებლობების დადგენა/განსაზღვრას, ძალთა დაგეგმვას და გრძელვადიანი განვითარების გეგმებისა და კონცეფციების შემუშავებას, შესყიდვების გეგმების განსაზღვრის მხარდაჭერას, სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას, გვარეობების კონცეპტუალური განვითარების კოორდინირებას და ნატოსთან ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განხორციელების მხარდაჭერას, ასევე საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს;
გ.თ) G-6-ის სამსახური – ახორციელებს კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს
, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებასა და უზრუნველყოფას;
გ.ი) G-7-ის სამსახური – ახორციელებს სარდლობაში შემავალი გვარეობების მიხედვით, სამხედრო განათლების და საბრძოლო მომზადების დაგეგმვას, მონიტორინგს და შეფასებას, განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების, მეთოდური მითითებების და რეკომენდაციების შემუშავებას, დოქტრინების შემუშავების/განვითარების პროცესის კოორდინაციას კომეპტენციის ფარგლებში; უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით, გამოცდილების გაზიარების პროცესის მხარდაჭერას, დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი ყველა ღირებული ინფორმაციის გამოცდილების გაზიარების ქვედანაყოფზე მიწოდებას დადგენილი ფორმატით, გამოცდილების გაზიარების შედეგად განხორციელებული ცვლილებების დაკვირვებას და შეფასებას.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 20 იანვრიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი