საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გამოიყენება, ხოლო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ჩერდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.“.
2. 198-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.
3. 279-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის შემდეგ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება ჩერდება. ამ შემთხვევაში ჩერდება აგრეთვე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის ვადაში.“.
4. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლოს განჩინებაში განსაზღვრული ვადით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო მიმართვაში მითითებულ ვადას, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 20 დეკემბერი 2019 წ. N5659-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5659-რს. სარეგისტრაციო კოდი — 060000000.05.001.019756.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5659-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.019756 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4746891/