„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“

მიღების თარიღი 25.12.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016297
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2019
matsne.gov.ge 187 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2019 მიღება
01.01.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.06.2020 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.12.2019 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 06.05.2016 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 29.09.2022 ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 21.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2019 წლის 25 დეკემბერი დაბა სტეფანწმინდა ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 16-მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისa და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზება, კერძოდ: დაწესდეს შეზღუდვები ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გუდაურისა და კობის ადმინისტრაციულ ერთეულში  ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნიდან სეზონის ოფიციალურ დახურვამდე, ყოველი პარასკევი დილის 10:00 საათიდან ორშაბათი დილის 10:00 საათამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილების (N1,  N2,  N3  კატეგორიების) გადაადგილებასთან დაკავშირებით. მუხლი 2🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №42 დადგენილების „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე, კობის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის გზად განსაზღვრულია ს-3-დან სოფ. კობის ეკლესიასთან და ს-3-დან თრუსოს ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მუხლი 3🔗 გუდაურისა და სოფელ კობის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის მიერ განსაზღვრული დროის/ადგილის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი’’-თ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე