„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2019 წლის 25 დეკემბერი დაბა სტეფანწმინდა |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 07.05.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.151.016247) დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება- დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება“, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების, წყალსაცავების, ხიდების, კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაცია და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელება, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელება, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების,კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების განხორციელების მონიტორინგი, საგზაო ნიშნების გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება,ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.“.
|