სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №653
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021673
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 477 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)
2 სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
3 პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა
4 პროგრამის ადმინისტრირება
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
კომპონენტის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 29.02.2024 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 01.02.2022 სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 30.12.2024 სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 30.12.2025 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 27.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №653 2019 წლის 25 დეკემბერი    ქ. თბილისი სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა“.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა  მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი  სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო  პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.  მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება); ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ბ.ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ბ.ბ) სპეციალიზებული ავტომანქანების (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობისა და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი) შესყიდვა; გ) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა; დ) პროგრამის ადმინისტრირება. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია  1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ.ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​​​​2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“  ანგარიშზე მიმართვა; ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება. 3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება  გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად. 4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 5. სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება  1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი  პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 13 631.2  ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად: № კომპონენტის დასახელება ღირებულება (ათასი ლარი) 1 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება) 391.3 2 სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: 11 852.9 2.1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა 50.0 2.2. სპეციალიზებული ავტომანქანების (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობისა და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი) შესყიდვა 11 802.9 3 პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა 1 000.0 4 პროგრამის ადმინისტრირება 387.0 სულ:  13 631.2.