დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2019 წლის 26 დეკემბერი ქ. დუშეთი |
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილება (matsne.gov.ge, 27/12/2018, 190020020.35.152.016357).
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 9,295.5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 8,529.5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 110.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 656,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 8041,6 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 1194,0 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 1194,0 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 0,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 59,9 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 1253,9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
პრიორიტეტის - „ინფრასტრუქტურის განვითარება“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,104.1 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარებში
|
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 594.8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,429.8 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
„კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,183.9 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
„მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფ ის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,060.3 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
|
პროგრამული კოდი
|
პრიორიტეტი , პროგრამა , ქვეპროგრამა
|
2020 წლის პროექტი |
|
06 00 |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
1,060.3 |
|
|
06 01 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება |
61.9 |
|
|
06 02 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
991.4 |
|
|
06 02 01 |
ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება |
300.0 |
|
|
06 02 02 |
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხელშეწყობა |
255.3 |
|
|
06 02 03 |
ერთჯერადი სოციალური დახმარება |
150.0 |
|
|
06 02 04 |
დროებით შრომისუუნარობის გამო საჯარო მოსამსახურეთა დახმარება |
30.0 |
|
|
06 02 05 |
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა |
35.0 |
|
|
06 02 06 |
უფასო სასადილოს დაფინანსება |
104.8 |
|
|
06 02 07 |
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება |
30.0 |
|
|
06 02 08 |
სარიტუალო მომსახურება |
1.5 |
|
|
06 02 09 |
დევნილთა სოციალური დახმარება |
13.0 |
|
|
06 02 10 |
პროექტის „საქმიანობათა ცენტრი დუშეთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ და "შინ მოვლის დიაკონური სამსახურის" დაფინანსება |
36.8 |
|
|
06 02 11 |
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა |
35.0 |
|
|
06 03 |
მუნიციპალური ამბულატორიების ხელშეწყობა |
7.0 |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 01 |
51.9 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრი" |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: •გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები; •იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა; •იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; •პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; •საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა; •მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსზე და ტუბერკულოზზე გამოკვლევები, რომლის მიზანია ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და საზოგადოებაში მისი გავრცელების პრევენცია. პროგრამის მოსარგებლეები არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 |
991.4 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარუ ლ ი და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 01 |
300.0 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ეკონომიურად გაჭირვებულ (გადახდისუუნარო)მოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება დაუფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა) სამედიცინო კვლევები; ბ)ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა; პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეები, დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები, ბავშვები, მოხუცები და ა.შ. ქვეპროგრამის განხორციელების წესი , ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების მკურნალობის ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხელშეწყობა |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 02 |
255.3 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები: ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებებიდან ქ. დუშეთამდე, ასევე დასახლებებს შორის მოქალაქეთა მგზავრობის უზრუნველსაყოფად განხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ნაწილობრივ დაფინანსებას იმ პირობით, რომ მგზავრობის ღირებულება მოქალაქეთათვის უნდა იყოს საბაზრო ფასზე დაბალი და შესაბამისად ხელმისაწვდომი მოსახლეობის ფართო ფენისათვის; ბ) დაფინანსდება სოფ. ჩოხიდან დაბა ფასანაურამდე კვირაში 2-ჯერ, სოფ.ხორხიდან და სოფ. გუდანიდან - ქ.დუშეთამდე კვირაში ერთხელ, მოსახლეობის უფასოდ მგზავრობა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ფართო ფენისათვის. |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
ერთჯერადი სოციალური დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 03 |
150.0 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი დახმარების სახით ფინანსური დახმარება გაეწევათ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის მოქალაქეებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება; უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის - პირებს, რომელთაც ითავეს გარდაცვლილის დაკრძალვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი; ოჯახებს, პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას (შეძენიდან ორი თვის ვადაში); მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირებს და სხვა. ქვეპროგრამის განხორციელების წესი , ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
სოციალურად დაუცველი პირების და სხვა ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
დროებით შრომისუუნარობის გამო საჯარო მოსამსახურეთა დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 04 |
30.0 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ე.წ. „საავადმყოფო ფურცელზე“მყოფი საჯარო მოსამსახურეების დაფინანსება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად დროებით შრომისუუნარო დასაქმებულებს გაეწევათ დახმარება |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 05 |
35.0 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ავადმყოფების, გაჭირვებული მოქალაქეების, ომის ვეტერანების,მათთან გათანაბრებული პირების და სხვა ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ქვეპროგრამის განხორციელების წესი , ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა მედიკამენტების შეძენისათვის ფინანსური დახმარების გზით |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
უფასო სასადილოს დაფინანსება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 06 |
104.8 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)იპ "უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის" |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამა ითვალისწინებს „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ბენეფიციარების დღეში ერთჯერად უფასო კვებას, ყოველდღიურად, გარდა კვირა დღისა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ბენეფიციართა დახმარება. |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 07 |
30.0 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს. ქვეპროგრამის განხორციელების წესი , ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიური და სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
სარიტუალო მომსახურება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 08 |
1.5 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახებ ის სარიტუალო დახმარებას. ქვეპროგრამის განხორციელების წესი , ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახებ ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა. |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
დევნილთა სოციალური დახმარება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 09 |
13.0 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება. ქვეპროგრამის განხორციელების წესი, ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
პროექტის „საქმიანობათა ცენტრი დუშეთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის “და " შინ მოვლის დიაკონური სამსახურის " დაფინანსება |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 10 |
36.8 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის „საქმიანობათა ცენტრი დუშეთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობას კატასტროფების რისკის შემცირებით, ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო სემინარები, ტრენინგები და სხვადასხვა სოციალური ღონისძიება. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პროექტის „შინ მოვლის დიაკონური სამსახურის“ დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ხანდაზმულ და ავადმყოფ სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სამედიცინო უზრუნველყოფა, მოვლა და ჰიგიენა, საშინაო საქმეების მოგვარება და დიმენციით დაავადებული ბენეფიციარების მოვლა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვა. |
|
ქვე პროგრამის დასახელება |
კოდი |
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 02 11 |
35.0 |
||
|
ქვე პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვე პროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“, რომლის ერთ-ერთ წევრს (დამფუძნებელს), მცხეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებთან ერთად წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტი. დაგეგმილია საინვესტიციო და ჰუმანიტარული პროექტების მოზიდვის ორგანიზება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისაგან. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობა. სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელება. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მუნიციპალური ამბულატორიების ხელშეწყობა |
დაფინანსება ათას ლარში |
|
06 03 |
7.0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბარისახოს ამბულატორიის სუბსიდირება, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მაღალი გამავლობის ავტომობილის საწვავის და მიმდინარე რემონტის ხარჯების დაფინანსების მიზნით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა. |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 51,9 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 56,6 ათასი ლარი;
გ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,5 ათასი ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.