ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი №საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2019
matsne.gov.ge 1,920 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საჯარიმო ქვითრის №
№-დან №-ის ჩათვლით
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 28.11.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 19.04.2018 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 01.10.2021 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 31.03.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2019 წლის 27 დეკემბერი ქ. ბაღდათი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის“ 2401 მუხლის, საქართველო სკანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა  და „ნარჩენების მართვის კოდექსით“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის რეესტრის (ჟურნალის) ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა, დანართი 4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა, დანართი 5-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი 6-ის შესაბამისად. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე დანართი №1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე წესი,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საქართველოს კანონის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ  მექანიზმებს. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები 1. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე); 2. საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ემუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე,  66-ე, 67-ე და 68-ე და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 3. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე დანარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე,36- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი-დმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი 2 – საჯარიმო ქვითრის ყუა. 5. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. 6. საჯარიმო ქვითარში შეიტანება: ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი; ბ) მეორე პუნქტში :ოქმის შედგენის ადგილი; გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი); ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით; ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები: თ) მერვე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა განმარტება: ი) მეცხრე პუნქტში: მიმღები მოლარე: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ოქმის შემდგენელი: თანხის ბანკის დაწესებულების მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა. 7. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 8. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს; ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია. გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავიბადე. 10. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 11. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თან დასართავად ახსნა- განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 12. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად. 13. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 14. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგება 1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი. 3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. 4. საჯარიმო ქვითრის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. 5.  საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირისთვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში 6. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი და შავი ბურთულიანი კალმით. 8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში. მუხლი 4🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ)მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა 1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ემუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე  ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, მისი შედგენიდან 10-დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან. 2. ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს. 4. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 6🔗. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30-დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს–აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 7🔗. ვადების ათვლა წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. დანართი №2 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000 1) ოქმის შედგენის თარიღი: --------------------------- 2) შედგენის ადგილი: ----------------------                                                                 (რიცხვი, თვე, წელი)                                               (მისამართი) 3) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4) სამართალდამრღვევის მონაცემები: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი) 5) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ---------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6) პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქ. კანონის ------------------------------------- მუხლის ---------------------------- ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ---------------------------------------------------------------------------------- ლარის ოდენობით. 7) მოწმის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები: ---------------------------------------------------- 8) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ---------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9) მიმღები მოლარე: -------------- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ----------------------------- ოქმის შემდგენელი: --------------------------------------- მოწმე ან სხვა პირი: ---------------------------------                                                                     (ხელმოწერა)                                                      (სტატუსი, ხელმოწერა) სამართალდამრღვევი: ----------------------------------------------------------------------------------------  (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა) ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა № - 000000 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში. 1. -------------------------------------------------------        (გადამხდელის სახელი, გვარი) 2. --------------------------------------------------------             (გადამხდელის მისამართი) 3. ----------------------------------------------------------                    (ჯარიმის ოდენობა) 4. საქ. კანონის ------------------------------ მუხლის ---- ნაწილი 5. ----------------------------------------------------------          (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6. ----------------------------------------------------------         (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე: --------------------------------------- 8. შემომტანი: -------------------------------------------  თარიღი: -----------------------------------------------------                           (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება. სამართალდამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის.: ბაღდათი, წერეთლის ქუჩა N9) გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ, ასევე საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ. დამკვეთი:  დამამზადებელი: მისამართი:  რეგისტრაციის № დანართი №3 საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № საჯარიმო ქვითრის გაცემის თარიღი საჯარიმო ექსკლუზიური ქვითრის ნომერი გაცემული საჯარიმო ქვითრის რაოდენობა საჯარიმო ქვითრის მიმღების სახელი, გვარი ხელმოწერა მოღებაზე გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი შენიშვნა №-დან №-ის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 7 8 9 დანართი №4 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი № საჯარიმო ქვითრის № ქვითრის შედგენის ადგილი და ადგილი და თარიღი ქვითრის შემდგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა სამართალ-დამრღვევი პირის მონაცემები სამართალდარღვევის არსი (მიეთითოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) გატარებული ღონისძიებები შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 დანართი №5 გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა №----- გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ---------------20-------- წელი მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი, რაოდენობა, თარიღი, ჩამოწერის საფუძველი, შენიშვნა საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი 1 2 3 4 5 ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს: საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ---------------------------------------------                                                 (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) დანართი №6 სააღსრულებო ფურცელი № --------------ს/ფ გაცემის თარიღი -------------------------აღსრულების ფურცლის გამცემი სააღსრულებო ფურცელი გაიცა მიმართ ----------------------------- დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------- სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი --------------------------------------------------------------------------------------------- (დარღვევის სახეობა (დეტალურად) და ობიექტის მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------- ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი------------------------------- (სანქციის დასახელება აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)-------------------------------------- კრედიტორი --------------------------------------- რეკვიზიტები--------------------------- კრედიტორის რეკვიზიტები მოვალე: რეკვიზიტები: მოვალეს რეკვიზიტები: (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი) -------------- ხელმომწერი პირი: