საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2019
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016381
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები |
| 2 | ოფისები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 3 | სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები |
| 4 | კინოთეატრები და თეატრები |
| 5 | ინსტიტუტები, კოლეჯები |
| 6 | სკოლები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები |
| 7 | სასტუმროები |
| 8 | საავადმყოფოები |
| 9 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები |
| 10 | სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები |
| 11 | სასურსათო საქონლის მაღაზიები |
| 12 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები |
| 13 | აგრარული ბაზრები |
| 14 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 15 | საკვირაო ბაზრობები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების
შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2019 წლის 27 დეკემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავების მოსაკრებელი.
2. დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულზე თვეში 0.50 თეთრს, ხოლო ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
3. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოსთან.
მუხლი 4🔗
დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 მარტის №6 დადგენილების დანართი #4 "ინსტრუქცია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის".
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
დანართი #1
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
განაკვეთი თვეში
1
მუზეუმები
დახურული ფართის 1 მ2
0.03
2
ოფისები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
0.20
3
სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
0.05
4
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.10
5
ინსტიტუტები, კოლეჯები
ერთ მოსწავლეზე
0.10
6
სკოლები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები
ერთ მოსწავლეზე
0.05
7
სასტუმროები
მომსახურების ერთეული (1 საწოლი)
0.80
8
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
1.0
9
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
დახურული ფართის 1 მ2
0.20
10
სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები
ერთ მოსწავლეზე
0.015
11
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0.10
12
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
სამუშაო ფართის 1 მ2
0.10
13
აგრარული ბაზრები
საერთო ფართის 1 მ2
0.08
14
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართის 1 მ2
0.02
15
საკვირაო ბაზრობები
საერთო ფართის 1 მ2
0.015
16
ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე
ღია ფრთის 1მ2
0.03
დახურული ფართის 1მ2
0.05
17
ავტოგასამართი სადგურები (ნავთობპროდუქტების, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და შეკუმშული ბუნებრივი აირის სადგურები)
საერთო ფართის 1 მ2
0.10
18
მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები
ღია საერთო ფრთის 1მ2
0.05
დახურული საერთო ფართის 1მ2
0.025
19
ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ.მ-ის ზევით
დახურული საერთო ფართის 1 მ2
0.10
20
ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ.მ-ის ქვევით
დახურული საერთო ფართის 1 მ2
0.2
21
აბანოები, საუნები
საერთო ფართის 1 მ2
0.10
22
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1 მ2
0.20
23
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 მ2
0.15
24
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.25
25
საცხობები
საერთო ფართის 1 მ2
0.20
26
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები
საერთო ფართის 1 მ2
0.20
27
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის 1 მ2
0.01
28
რკინიგზის, საავტომობილო სადგურები
ღია ფართის 1მ2
0.01
დახურული ფართის 1მ2
0.10
29
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
საერთო ფართის 1 მ2
0.01
30
მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)
საერთო ფართის 1 მ2
0.01
31
ავტოსამრეცხაოები
დახურული ფართის 1მ2
0.05
დანართი 2
დასუფთავების
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს წესი აწესრიგებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებელის განაკვეთი წესდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახში პირთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ წარმოადგენს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელ პირს.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.
5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა. მოსაკრებლის გადამხდელი;
ბ. მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ. გადასახდელი თანხა;
დ. გადახდის ვადა.
ე. საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა განხორციელდეს მოსაკრებლის გადახდა, გადახდის წესი/ინსტრუქცია.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
6. ფიზიკურ პირებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), რომელთაც გააჩნიათ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, მიეცეთ უფლება აღნიშნული (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ ეტაპობრივად არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
ფიზიკური პირების (გარდა ინდ. მეწარმისა) მიერ გადასახდელი დასუფთავების მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით შემქნილ „შპს სუფთა მუნიციპალიტეტი 2018“-ს, ხოლო მოსაკრებლის გადამხდელი იურიდიული პირების შემთხვევაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს - ზედამხედველობის განყოფილებას.
მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.