ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;
გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
ე) გადაუდებელ შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას;
ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებების უზრუნველყოფა