1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 600 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება 15 პირს ქ. ქუთაისში, 63 პირს ქ. თბილისში და 10 პირს ქ. ხაშურში.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 19 ლარს, ხოლო შშმ ბავშვის შემთხვევაში – 30 ლარს, შშმ დედის შემთხვევაში – 20 ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (19 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება 50%-ით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმი