ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) საქართველოს (ქ. თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში 10 სურდოთარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);

ბ) სურდოთარჯიმანთა შერჩევას და მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს, რომელიც უნდა განახორციელოს ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა – კოორდინატორმა;

გ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სურდოთარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიული ერთეულები);

დ) სურდოთარჯიმანთა მეშვეობით, ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა მომსახურების შესახებ და საჯარო დაწესებულებებში მომსახურების მისაღებად საჭირო კომუნიკაციის ხელშეწყობას;

ე) ყოველთვიურად, მომსახურების გაწევის შემდგომი თვის 10 რიცხვის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში გაწეული მომსახურების თაობაზე, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგან