1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს დადებული აქვს ხელშეკრულება, კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ასევე პირი, რომელიც რეგისტრირებულია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ამ მომსახურების მიმწოდებლად.

3. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ელექტრონული ტენდერის პროცედურების დასრულებამდე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანომ უზრუნველყოს ხელშეკრულების გაგრძელება/გაფორმება იმავე მიმწოდებელთან, რომელიც ამ მომსახურებას ახორციელებდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულების ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 25 000 ლარი