სამსახურების
კომპეტენცია

1. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლები.

2. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. ავტორიზებული პირების უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

3. ტერიტორიული სამსახურების ტერიტორიული კომპეტენცია განისაზღვრება სარეგისტრაციო ზონების შესაბამისად, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4. ტერიტორიული სამსახურების უფლებრივ კომპეტენციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. სააგენტოს შეუძლია უფლებამოსილება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში, შესვენების ან არასამუშაო დრო