„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №05/ნ |
|
2020 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი |
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანდართული ტიპური დებულება.“;
ბ) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება“;
ბ.ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. რესურსცენტრის უფროსისა და რესურსცენტრის საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დისციპლინური წარმოების დაწყების, შეწყვეტის, ვადის გაგრძელების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების, დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი სამსახურიდან ჩამოშორების შესახებ და სხვა გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი.“.
|