1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი  215,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.

ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 94.9 ათასი ლარი.

ბ)  „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის  შესახებ“ საქართველოს  კანონებით განსაზღვრული  უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 120.1 ათასი ლარი.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება