საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 09.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021721
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.01.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №386 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივნისის №329 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 10 მარტის №3 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №13
2020 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (11/12/2019, №5467-Iს) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, უზრუნველყოს სააგენტოს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.
2. აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება სააგენტოს ხელმძღვანელობის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების თავიდან დამტკიცებას.
3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან მიჩნეულ იქნეს ამ დადგენილების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია