ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2020
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.140.016416
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები |
| 3 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 4 | კონოთეატრები და თეატრები |
| 5 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები |
| 6 | სასტუმროები |
| 7 | საავადმყოფოები |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები, სასწრაფოები |
| 9 | სტადიონები, სპორტულ- გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები |
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზიები |
| 11 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები |
| 12 | ტანსაცმლის, სუვენირების და ავეჯის მაღაზიები |
| 13 | ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| 14 | აგრარული ბაზრები |
| 15 | შერეული საქონლის ბაზრობები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 03.02.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების
შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2020 წლის 22 იანვარი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და მისი ოდენობა დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ (ვებ. გვერდი 17/02/2015 საიდენტიფიკაციო.კოდი 210070000.35.140.016156).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
მუხლი 1🔗. კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებელი დგინდება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონების, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ადგილობრივი მოსაკრებლები
1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
4. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია ასპინძის მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
მუხლი 3🔗. ადგილობრივი მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან /და იურიდიული პირი.
2. მოსაკრებლის ოდენობა ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის შეადგენს 1 (ერთი) ლარს.
3. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებელის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის შეადგენს 0,80 ლარს.
4. ისეთი შენობა - ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისათვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2)-ს საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს –50 ლარს; III კლასის ობიექტებისათვის –200 ლარს; IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარს.
5. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანა) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში:
ა. ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 ლარი;
ბ. IVკლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1500 ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1000 ლარი;
6. მოსაკრებლის გადასახადისგან შეიძლება გათავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.
მუხლი 4🔗. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას.
2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
3. ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
4. ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად.
5. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.
მუხლი 5🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 270 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 6🔗. შეღავათი ადგილობრივი მოსაკრებელის გადახდაზე
1. შეღავათი ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე დგინდება საქართველოს კანონით ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან სრული ან ნაწილობრივ განთავისუფლება დაიშვება საკრებულოს გადაწყვეტილებით, გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით . დაუშვებელია ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.
მუხლი 7🔗. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.
3. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.
დანართი №2
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი აწესრიგებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4. ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, სამედიცინო ნარჩენების მართვის, აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები.
7. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებლებსა ან გაქირავებულ ბინებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს.
8. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
9. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – მოსაკრებლის ოდენობა დადგინდეს ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 15 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
2. ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში, ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
8. ნარჩენების წარმომქმნელი მცხოვრების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს (ფიზიკურ პირებს), რომლებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება ფულადი სოციალური დახმარებისათვის კანონით დადგენილ ოდენობას (სარეიტინგო ქულის არსებობის შემთხვევაში).
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
4. გაწეული მომსახურების შეფერხების, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
5. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), თითოეული მოსახლის ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ, წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია, აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი
დადგენილი წესით ამოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის ტიპური ფორმის რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ნომერი; სახელმწიფო ხაზინის კოდი; მოსაკრებლის სახაზინო კოდი;
გ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდის ვადა;
ვ) გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე
მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შპს ,,ასპინძის კეთილმოწყობა“-ს.
დანართი №3
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის
№
სამეწარმეო
საქმიანობა
ზომის ერთეული
,,რ“
ნარჩენების წლიური დაგროვე
ის ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (1მ3 15 ლარი)
(სვეტი №4) : 12 თვე x
15 ლარი
1
2
3
4
5
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
საერთო ფართის 1 მ2
0,008
0,01
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
0,12
0,15
3
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
0,2
0,25
4
კონოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0,08
0,10
5
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
ერთ მოსწავლეზე
0,04
0,05
6
სასტუმროები
ერთი საწოლი
0,8
1
7
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
0,08
1
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები, სასწრაფოები
საერთო ფართის
1 მ2
0,16
0,2
9
სტადიონები, სპორტულ- გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები
ღია ფართის 1 მ2
0,004
0,005
10
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,3
0,38
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,12
0,15
12
ტანსაცმლის, სუვენირების და ავეჯის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,08
0,10
13
ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,24
0,3
14
აგრარული ბაზრები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,08
0,10
15
შერეული საქონლის ბაზრობები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,21
0,26
16
ავტოსადგომები
ღია ფართის 1 მ3
0,02
0,025
დახურული ფართის 1 მ3
0,08
0,1
17
ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურები
საერთო ფართის 1 მ2
0,08
0,1
18
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები
ღია ფართის 1 მ2
0,02
0,025
დახურული ფართის 1 მ2
0,08
0,10
19
აბანოები, საუნები
საერთო ფართის 1 მ2
0,18
0,22
20
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1 მ2
0,24
0,30
21
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,24
0,30
22
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისთვის
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,08
0,10
23
საცხობები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,26
0,32
24
დისკოთეკები,ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის 1 მ2
0,36
0,45
25
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის 1 მ2
0,008
0,01
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:
მ = გ X რ.
მ – ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი).
გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი).
რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).