ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2020 ძალადაკარგული 29.01.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.136.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

             2020 წლის 30 იანვარი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის   30  იანვრის   №1   დადგენილება.

 

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე



დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. დაბა   ხულოში   სახელმწიფო   და   ხულოს   მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული   არასასოფლო- სამეურნეო   დანიშნულების   1   კვადრატული   მეტრი   მიწის   ნორმატიული   ფასი   (შემდგომში   –    „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის დაბა ხულოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის – 1-ს (რადგან დაბა ხულოში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C არის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 70-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ხულოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:    

 

lmg

Itl

C

K

Cn

0.37

1

0.24

70

6.22

 

3. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50% -ის ოდენობით და იგი შეადგენს – 3.11 ლარს.

4. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში (გარდა კურორტ „ბეშუმისა“ და კურორტი „გოდერძისა“)  მიწის ნორმატიული  ფასი  დადგენილია   დაბა  ხულოსთვის დადგენილი ფასის  25 % -ის ოდენობით და შეადგენს 1.56 ლარს, კურორტი „ბეშუმისთვის“ და კურორტ „გოდერძისთვის“  ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 200%-ის ოდენობით და შეადგენს  12.44 ლარს.

5. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსის (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 3.11 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით  დადგენილი ფასები.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.01.2021.
როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
„ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 30.01.2020. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.136.016333.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.01.2021-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №1, 30.01.2020, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.136.016333 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4781370/