საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-ს და „რაგბის კლუბი ვეფხვები“-ს სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2020
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016385
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 420 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლელა მარიდაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრი“-სათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 26.02.2016 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-სა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 20.03.2024 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 23.01.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 25.04.2025 ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 78% 30.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-ს და „რაგბის კლუბი ვეფხვები“-ს სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2020 წლის 31 იანვარი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებასა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის   მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ  „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“  სპორტსმენების,  ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა  და ანაზღაურების წესი“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილელა მარიდაშვილი დანართი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ  „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“  სპორტსმენების,  ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა  და ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესს. მუხლი 2🔗 1.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს საგარეჯოს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით. მუხლი 3🔗 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საგარეჯოს სპორტული გაერთიანების“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებითისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. მუხლი 4🔗 რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ლარს. მუხლი 5🔗 ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით, პასუხისმგებელი პირი (გაერთიანების დირექტორის ბრძანებით პასუხისმგებელ პირად ინიშნება გაერთიანების სპეციალისტი შესაბამის სახეობებში, რომელიც უზრუნველყოფს შეჯიბრებებზე მივლენილი სპორტსმენების ტრანსპორტირებას, კვებას და ღამისთევას) ვალდებულია არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს – „საგარეჯოს სპორტულ გაერთიანებას“ წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუხლი 6🔗 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-სთვის“ და ა(ა)იპ „რაგბის კლუბ ვეფხვებისთვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს მერი უშუალოდ ან პირველადი სტრუქტურული ერთეულის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მეშვეობით.