„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2020
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016315
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2020
matsne.gov.ge 709 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.11.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.02.2015 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.09.2020 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.09.2018 ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2020 წლის 21 თებერვალი დაბა ლენტეხი „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი დანართი №1 „ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს „ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ წოდების (ტექსტში შემდგომ – საპატიო მოაქალაქის წოდება) მინიჭების (ჩამორთმევის) სამართლებრივ საფუძვლებსა და მისი განხილვის წესს. 2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. 3. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს კონკრეტული დამსახურებისთვის. მუხლი 2🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების კანდიდატები საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ლენტეხის მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე, გააჩნია განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების და ასევე სხვა მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევები. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების კანდიდატების შერჩევის წესი 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად, შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებისა ან წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით,  მერის ინდივიდუალური-სამართლებირივი აქტით იქმნება სამუშაო ჯგუფი. 2. ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი: ა) მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად; ბ) შემადგენლობაში შედიან საზოგადოების და მუნიციპალიტეტის (საკრებულოს წევრები, მერიის მოხელეები); გ) სამუშაო ჯგუფი  შედგება არანაკლებ  5  წევრისაგან. სამუშაო ჯგუფის  შემადგენლობაში საკრებულოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 2 წევრზე ნაკლები. სამუშაო ჯგუფი  უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი; დ) თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი  საკუთარი შემადგენლობიდან წევრთა ხმების უმრავლესობით; ე) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი; ვ) წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი  წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი; ზ) სამუშაო ჯგუფი  შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს; თ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების   ხელმძღვანელებისაგან, ასევე   სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ი) სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; კ) სხდომაზე კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის  თავმჯდომარეს. მუხლი 4🔗. კანდიდატის დასახელება საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; ბ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერს; დ) საზოგადოებრივ გაერთიანებას (გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა (პარტიისა); ე) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის არანაკლებ 1%-ს. 2. უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურას წერილობით წარუდგენს სამუშაო ჯგუფს, რასაც თან უნდა ახლდეს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირ(ებ)ის რეკომენდაცია, რომელიც ასახავს საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლსა და დამსახურებას; ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური ან სხვა სახის მასალები. მუხლი 5🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. სამუშაო ჯგუფის მიერ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე წარდგენის შემდეგ კანდიდატმა ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერს  უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 2. საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერი, სამუშაო ჯგუფის შესაბამისი  გადაწყვეტილების გათვალისწინებით. 3. პირს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, დაჯილდოების დღეს  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ საზეიმო ვითარებაში (ან მის გარეშე) გადაეცემა საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დამადასტურებელი სიგელი და მედალი. მუხლი 6🔗. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება ჩამოერთვას ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით  სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, თუ: ა) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადასტურდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა; ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ან/და ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება; გ) ჩაიდინა სხვა მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედება. მუხლი 7🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებები 1. პირისთვის, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, გადასაცემი შესაბამისი სიგელის და მედლის დამზადებას, ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოფს  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,  სპორტის განვითარებისა  და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური  საფინანსო სამსახურთან ერთად. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დამადასტურებელ მოწმობაზე  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერი და იგი დასტურდება ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით. 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ინფორმაცია განთავსდება  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.