რკ „საკრედიტო კავშირი ხუცუბანი“-ს ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №119

 

2020 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

რკ „საკრედიტო კავშირ ხუცუბნის“ლიცენზიის გაუქმების,ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 26-ე მუხლის და 29-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

 

 

1. რკ „საკრედიტო კავშირი ხუცუბანს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 246955530) გაუუქმდეს არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

 

 

2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „რეგისტრირებული  კოოპერატივისათვის –  საკრედიტო კავშირ ,,ხუცუბნისთვის“ ლიცენზიისა და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №53 განკარგულება.

 

 

3. რკ „საკრედიტო კავშირ ხუცუბნის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნატო გოგმაჩაძე (პირადი ნომერი  61004000829).  ლიკვიდატორი  ვალდებულია  სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

 

5. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა ( www.nbg.gov.ge ) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ( www.matsne.gov.ge ), აგრეთვე წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.

 

 

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

 

 

პაპუნა ლეჟავა