ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4/4
სარეგისტრაციო კოდი
020250050.35.111.016443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №4/4

2020 წლის 27 თებერვალი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-16 ნაწილისა და  „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მალთაყვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №12/32 განკარგულების საფუძველზე, საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (დანართი №1-ის შესაბამისად).
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა (დანართი №2-ის შესაბამისად).
მუხლი 3
დადგენილების პირველი და მეორე მუხლებით დამტკიცებული რეგულაციები არ ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, კუნძული კოლიმბარის ტერიტორიაზე და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე- საკადასტრო კოდები:  №04.02.12.820 და  №04.02.12.821.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია