ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.07.486.) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10/24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.111.016576
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №10/24

2023 წლის 30 აგვისტო

ქ. ფოთი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.07.486.) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ IV თავის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 38-ე, 41-ე, 43-ე და 47-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-16 მუხლისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.07.486) ქალაქ    ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ივნისის №8/32 განკარგულებით დამტკიცებული კონცეფციის გათვალისწინებით შემუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმა (ტერიტორიათა გამოყენების რუკისა და განაშენიანების მართვის რეგლამენტის სახით), რომელიც თან ერთვის ამ დადგენილებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა