ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მამუკა კაცაძის ქუჩა №39-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.13.306 ) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2/5 |
|
2024 წლის 29 თებერვალი ქ. ფოთი |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მამუკა კაცაძის ქუჩა №39-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.13.306 ) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 521 მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 38-ე, 41-ე, 43-ე და 47-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-16 მუხლისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მამუკა კაცაძის ქუჩა№39-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.13.306) შემუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმა (ტერიტორიათა გამოყენების რუკისა და განაშენიანების მართვის რეგლამენტის სახით), რომელიც თან ერთვის ამ დადგენილებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|