საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.021848
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს - სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №143
2020 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი – სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;
გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ნ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
მუხლი 2🔗
1. სამუშაო ჯგუფს ეთხოვოს თანამშრომლობა:
ა) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან;
ბ) საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან;
გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან;
დ) გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან;
ე) საქართველოს სახალხო დამცველთან (სახალხო დამცველის აპარატთან);
ვ) საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან;
ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან;
თ) საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან;
ი) სახელმწიფო ინსპექტორთან (ინსპექტორის სამსახურთან);
კ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან;
ლ) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობასთან საქართველოში;
მ) გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლობასთან საქართველოში;
ნ) გაერთიანებული ერების სხვა სააგენტოების წარმომადგენლობებთან საქართველოში;
ო) ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში;
პ) ევროპის საბჭოს წარმომადგენლობასთან საქართველოში;
ჟ) USAID-ის წარმომადგენლობასთან საქართველოში.
2. სამუშაო ჯგუფი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფს რეგულარულ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს წევრ, საკონსულტაციო ჯგუფის წევრ და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სამუშაო ჯგუფი იქმნება დებულებით განსაზღვრული მიზნის შესრულების ვადით.
3. სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა
1. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეს უფლება აქვს, სამუშაო ჯგუფის სხდომებზე/სამუშაო შეხვედრებზე მიიწვიოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის წევრს შეუძლია, განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. სამუშაო ჯგუფის მიზანი და ამოცანები
1. სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, რიგით მეორე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) და რიგით მეოთხე ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შემუშავება.
2. სამუშაო ჯგუფი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის პროექტს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს არაუგვიანეს 2020 წლის 31 აგვისტოსი, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ სტრატეგიის დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში ადამიანის უფლებების უწყებათაშორის საბჭოს წარუდგენს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტს.
მუხლი 4🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შექმნას თემატური ჯგუფები და მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მუხლი 5🔗. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზება
1. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე.
2. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური).
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე – ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სამუშაო ჯგუფის წევრთა ნახევარზე მეტი.
5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
6. სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივანს განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე – ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი, სამდივნოს თანამშრომელთაგან.
7. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები და სხდომის მდივანი.
8. სხდომის ჩატარებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური) აქვეყნებს სხდომის ოქმს.