„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №39 |
|
2020 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:
1. ნიმუში 1-ის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. III ხარისხის მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის” ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, 5 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, როდესაც მათ მიმართ განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 2. ნიმუში 2-ის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. II ხარისხის მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, 10 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, როდესაც მათ მიმართ განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 3. ნიმუში 3-ის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. I ხარისხის მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, 15 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, როდესაც მათ მიმართ განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 4. ნიმუში 4-ის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის როგორც საომარი მდგომარეობის, ისე მშვიდობიანობის პერიოდში;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 5. ნიმუში 5-ის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვის საქმეში გამოჩენილი თვალსაჩინო დამსახურებებისათვის.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 6. ნიმუში 6-ის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედლით „საბრძოლო იარისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები საბრძოლო დავალების შესრულებისას და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მიღებული ჭრილობებისა ან სხეულის სხვა სახის დაზიანებებისათვის.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მედლით „საბრძოლო იარისათვის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 7. ნიმუში 8-ის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედლით „სიცოცხლის გადარჩენისათვის“ აჯილდოებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს: ა) საომარი მოქმედებების დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, საომარი მოქმედებების რაიონში მყოფი სამოქალაქო პირების ან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების გადარჩენისთვის; ბ) მშვიდობიანობის პერიოდში ადამიანების საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენისთვის; გ) სიცოცხლისათვის საშიში ქიმიური, რადიაქტიური და ფეთქებადი ნივთიერებების გაუვნებელყოფისთვის, რითაც თავიდან აიცილეს ადამიანების მსხვერპლი; დ) სამშვიდობო ოპერაციების შესრულების დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სამხედრო მოსამსახურეების ან სამოქალაქო პირების გადარჩენისათვის; ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მედლით „სიცოცხლის გადარჩენისათვის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|