„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5860-IIს
სარეგისტრაციო კოდი
280060000.05.001.019780
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შეიძლება წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას შორის. ეს წესი არ  გამოიყენება, თუ სპეციალიზებულ დეპოზიტარს დეპოზიტარული მომსახურების გაწევა ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.“.

2. 27-ე მუხლის:

ა) მე-20 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აქტივების მმართველი კომპანიის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;

ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა აქტივების მმართველმა კომპანიამ ან მასთან აფილირებულმა პირმა;“;

ბ) 24-ე პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 მარტი 2020 წ.

N5860-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

დაგროვებითი პენსიის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2020.
როდის იქნა მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5860-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 280060000.05.001.019780.
რამდენი მუხლისგან შედგება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5860-IIს, 19.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.019780 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4825952/