„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:
„44. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
2. 52-ე მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ან/და ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სხვა ქვეყნის იმ ორგანოსგან მიღებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვს, ნებისმიერი პირისგან თავის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ახსნა-განმარტება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს და სხვა პირებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 29 ივნისი 2020 წ. N6674-რს |