⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.05.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2020
ძალის დაკარგვა 23.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021896
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,721 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2020 მიღება
23.05.2020 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №184 2020 წლის 23 მარტი    ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში (სამინისტროს ცენტრალური აპარატი და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები) განისაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესები, აგრეთვე საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის/უზრუნველსაყოფად განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: მუხლი 1🔗. სოციალური დაცვის მიმართულება 1. სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) უწყვეტად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო)  არ განახორციელოს სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული სახელმწიფო გასაცემლების თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას. 2. შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ორგანო გათავისუფლდეს გასაცემლის ადმინისტრირების ვალდებულებისაგან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გასაცემლის შეჩერება. 3. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე შეაჩეროს და ასევე, მომართვის შემთხვევაში, არ დაიწყოს სააღსრულებო წარმოება,  გარდა ისეთი ღონისძიებებისა/მოქმედებებისა, რომლებიც მიზნად ისახავს   აღსრულებაზე ვალდებული პირის მხრიდან ბავშვის სასარგებლო ქმედებების შესრულების მოთხოვნას (რაც არ გულისხმობს ბავშვის წაყვანას/გადაადგილებას). 4.  „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებს (ფორმა №IV-50/4) და შესაბამისად ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის მარტი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა. 5. დაევალოს შესაბამისი გასაცემლების ადმინისტრირების ორგანოს, უზრუნველყოს კომუნიკაცია გასაცემლების მომსახურე საბანკო დაწესებულებასთან – სს „ლიბერთი ბანკთან“, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გასაცემლების ჩარიცხვა და, საჭიროების შემთხვევაში, შეტანილ იქნეს ცვლილებები სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში სოციალური გასაცემლების ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით. 6. „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში, სააგენტო არ განახორციელებს ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცემა ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით არსებული ინფორმაციის მიხედვით. 7. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციისა და/ან „საარსებო შემწეობის“ დამატებითი ადმინისტრირების კუთხით:  ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, არ განხორციელდება სააგენტოს ინიციატივით და/ან „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირველადი ან განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ; ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით ან/და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ; ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალებისა, რა დროსაც კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება (ოჯახის კუთვნილი შემწეობიდან გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი წილის გამოკლება), გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან; დ) თუ ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის/შეფასების შედეგად მოიპოვებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, სააგენტო ვალდებულია, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა განახორციელოს ავტომატურად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე; ე) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლის არსებობისას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან; ვ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან. მუხლი 2🔗. სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია 1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის სრულად მობილიზებულ იქნეს სამედიცინო დაწესებულებები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს: ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულების სრულად დაცლა) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ  სამედიცინო დაწესებულებებში; და/ან ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მ.შ., რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად, სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა; გ) კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა; დ) საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის მართვის უზრუნველყოფა; ე) საჭიროების შემთხვევაში COVID-19 დადებით ორსულთა მართვა „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შემსყიდველ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.  5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.7-ითა და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მუხლი 3🔗. საჯარიმო სანქციების აღსრულების ადმინისტრირების შეჩერება 1. გამოცხადდეს მორატორიუმი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით განსაზღვრული საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების, ამავე დადგენილების №1 დანართის 19​​​1 მუხლითა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები  გავრცელდეს ასევე შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მათ შორის, 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში განსაზღვრული საჯარიმო სანქციების აღსრულებაზე. 3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 19​1 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების წერილობითი შეთანხმების მოქმედება შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფის (ვალდებულების ოდენობის შესაბამისი გარანტია) მოქმედების ვადის გადაწევას შესაბამისი პერიოდით და განმახორციელებლისათვის წერილობითი ფორმით წარდგენას. მუხლი 4🔗. ფარმაცევტული სფეროს მიმართულება  1. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს: ა) ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაციისა და სადიაგნოსტიკო ტესტსისტემების სარეგისტრაციო დოსიეს მიღება ელექტრონული ვერსიის სახით; ბ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურების განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღება ელექტრონული ვერსიის სახით, რომელიც შეიძლება, შესრულებული იყოს ქართულ ან რუსულ ან ინგლისურ ენაზე, რაც დამატებით არ საჭიროებს ქართულ ენაზე ავტორიზებულ თარგმანს. 2. სამინისტროს სისტემაში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გათავისუფლდეს ფორმა №3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან. მუხლი 5🔗. სახელმწიფო ქონების გადაცემის, აგრეთვე ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით ზოგიერთი საგამონაკლისო ღონისძიების დადგენა 1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში მოძრავი სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანიზაციისთვის/დაწესებულებისთვის გადაცემა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილების და/ან „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის  იურიდიული პირისათვის  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილების შესაბამისად. 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებს მიეცეს თანხმობა, კორონავირუსის პრევენციის მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, გადაცემა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილებით. 3. სამინისტრო და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები გათავისუფლდნენ: ა) „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების მოთხოვნებისაგან; ბ) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორცილებისას: ბ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​​​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან; ბ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების მოთხოვნებისაგან. 4. ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში სამინისტროსა და მის სახელმწიფო კოტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების, აგრეთვე ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შემსყიდველი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ: ა)  არ გავრცელდეს  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე დადგენილი სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების მინიმალური ვადები; ბ) გავრცელდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები, შინაარსის გათვალისწინებით. მუხლი 6🔗 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცემული ბრძანების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის №545 განკარგულება. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 23 მარტიდან და ძალაშია საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია