„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
320110000.17.010.016081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2020 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით (სსმ, 24.02.2012) დამტკიცებულ „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მოკლე ნომრებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობლობის უფლება გაიცემა შემდეგი არასატელეკომუნიკაციო მომსახურებების მისაწოდებლად: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურებისთვის (1334X), საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი ტექნიკური დახმარებისთვის (131XX) ტაქსის გამოძახებისთვის (132XX)“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს – ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC)  – უვადოდ.“.

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მოთხოვნა;“.

3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების მიზნით დაინტერესებულმა პირმა, გარდა ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, კომისიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) იურიდიული პირისათვის – წესდების ასლი და იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიმართულების აღწერა (მისია);

ბ) საზოგადოებრივი მომსახურების იმ სფეროში საქმიანობის განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია,  რომელ სფეროშიც ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭებას ითხოვს;

გ) დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"?
დიახ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.04.2020.
როდის იქნა მიღებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"?
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" მიღებულია 23.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 320110000.17.010.016081.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ", №3, 23.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4854710/