თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2020 წლის 24 აპრილი ქ.თელავი |
1. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერის წარმომადგენელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, მერის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, სამსახურში უკონკურსოდ იღებს და ათავისუფლებს მერი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამსახურში მიიღება უკონკურსოდ მერის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურში მიღების და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი“.
|