საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 2
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან 2020 წელს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, თანახმად დანართისა.
მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 4
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და შპს „სანდასუფთავებას“.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სულიკო თებიძე
დანართი 1
№
საქმიანობის სფერო
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
2
ოფისები, სააგენტოები (გარდა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობა)
3
კინოთეატრები და თეატრები
4
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა‐ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
5
სასტუმროები (გარდა იმ ობიექტებისა, რომლებსაცარ შეუწყვეტიათ ფუნქციონირება)
6
სტადიონები, სპორტულ‐გამაჯანსაღებელი დაწესებუ ლებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
7
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (გარდა აფთიაქებისა და ზოომაღაზიებისა)
8
აგრარული და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
16
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
17
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის
18
დისკოთეკები, ღამის კლუბები
19
კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
20
ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო
21
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
22
სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები
23
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
24
სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა‐ნაგებობები
25
საგამოფენო და საჩვენებელი დარბაზები
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“?
„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 30.04.2020. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.132.016481.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“, №20, 30.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016481 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4861355/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია