„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 261 მუხლის მე-2 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 138-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით საკანონმდებლო საქმიანობისათვის (პროგრამული კოდი 01 01) განსაზღვრული ასიგნებები შემცირდეს 100,0 ათასი ლარით, კერძოდ, „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები შემცირდეს 80,0 ათასი ლარით, „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები – 10,0 ათასი ლარით, ხოლო „სხვა ხარჯების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები – 10,0 ლარით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ბათუმი,
2020 წლის 30 აპრილი
№110-უ.ს.გ.ს.