„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2026 წლის 23 მარტი ქ. სამტრედია |
2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“:
მე-14 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც წარმოადგენენ რისკის ქვეშ (საჭიროებენ გადაუდებელ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას), უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჯანმრთელობის მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დახმარების ოდენობა განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით, 100-დან 1000 ლარის ჩათვლით:
ა) არის მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, შშმპ, შეჭირვებული – 100 ლარი;
ბ) არის მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, არა აქვს საკუთარი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში –150 ლარი;
გ) წარმოდენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა №100 – 150 ლარი;
დ) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა №100, დაავადებულია რამდენიმე ქრონიკული დაავადებით – 200 ლარი;
ე) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა №100, აქვს უმძიმესი საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობები – 300 ლარი;
ვ) არის შშმ პირი, მრავალშვილიანი (3 და მეტი) ოჯახი, რომლებსაც არა აქვთ საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში – 500 ლარი;
ზ) საჭიროებენ გადაუდებელ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას – 500 ლარი; განსაკუთრებულ შემთხვევაში – 1000 ლარი.“
|