საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის
ბრძანება №ს-27
2020 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
1. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები/აქტივობები და ვადები დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.
2. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დანართით განსაზღვრული ჩასატარებელი ღონისძიებები და აქტივობები განხორციელდეს ორ ეტაპად (შემდგომში – ფაზა):
2.1. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დანართით განსაზღვრული ჩასატარებელი ღონისძიებების და აქტივობების პირველი ფაზა განხორციელდეს 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში;
2.2. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დანართით განსაზღვრული ჩასატარებელი ღონისძიებების და აქტივობების მეორე ფაზა განხორციელდეს 2020 წლის 17 აგვისტოდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2.)
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტოვობები და განხორციელების ვადები
|
№ |
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი |
ღონისძიებების /აქტივობების |
|
|
ფაზა I |
ფაზა II |
||
|
1 |
განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება |
01.06.2020-15.06.2020 |
17.08.2020-31.08.2020 |
|
2 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა |
01.06.2020-30.06.2020 |
17.08.2020-14.09.2020 |
|
3 |
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნესგეგმის შედგენაში |
01.07.2020-15.07.2020 |
16.09.2020-30.09.2020 |
|
4 |
ბიზნესგეგმების მიღება |
01.07.2020-22.07.2020 |
16.09.2020-07.10.2020 |
|
5 |
ბიზნესგეგმების შეფასება |
08.07.2020-30.07.2020 |
21.09.2020-11.10.2020 |
|
6 |
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან |
15.07.2020-05.08.2020 |
03.10.2020-23.10.2020 |
|
7 |
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან |
08.08.2020-21.08. 2020 |
26.10.2020-09.11.2020 |
|
8 |
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება |
17.08.2020-07.09. 2020 |
02.11.2020-20.11.2020 |
|
9 |
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი |
31.08.2020-20.09.2020 |
16.11.2020-04.12.2020 |
|
10 |
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა |
07.09.2020-30.09.2020 |
23.11.2020-14.12.2020 |
|
11 |
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი |
05.10.2020-06.11.2020 |
28.12.2020-28.02.2021 |
|
12 |
დამატებითი ტრენინგები |
01.02.2021-30.03.2021 |
01.02.2021-30.03.2021 |
|
13 |
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი |
01.03.2021-31.07.2021 |
01.03.2021-31.07.2021 |
|
14 |
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი |
08.07.2020-31.07.2021 |
26.10.2020-31.07.2021 სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი
|