„ვანის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (2020-2023)“-ის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.121.016402
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2020 წლის 27 მაისი

ქ. ვანი

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
📎 დანართები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი 2020

C:\Users\ivane.mamporia\Desktop\Vanis_gerbi.jpg


ვანის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (2020 – 2023)

ვანი 2019

ვანის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი მომზადებულია პროექტის „მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარება“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD 2)” და „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე (DGG)” ფარგლებში კონტრაქტორი ორგანიზაციის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (AYEG) მონაწილეობით, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების მოსაზრებებს.


სარჩევი

წინასიტყვაობა 1

1. მუნიციპალიტეტის ხედვა, მიზნები და ამოცანები 2

2. სიტუაციის ანალიზი 3

2.1. ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების მიმოხილვა 3

2.2. მუნიციპალიტეტის ეკონომიკა 4

2.3. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა 8

2.4. ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა 10

2.5. განათლება, კულტურა და სპორტი 12

2.6. გარემოს დაცვა 13

2.7. მუნიციპალური სერვისები და მმართველობა 14

3. SWOT ანალიზი 16

4. განხორციელების მექანიზმი 18

5. მონიტორინგი და შეფასება 25

დანართი 27

წინასიტყვაობა

ვანის მუნიციპალიტეტის ხედვისა და საშუალოვადიანი დოკუმენტი (2020 – 2023) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით შემუშავებულ დოკუმენტს, რაც გამოიხატება არსებული საჭიროებების შესწავლაში, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაში და მათ მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.

ვანის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი წარმოადგენს ვანის საშუალოვადიან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად გეგმას, რომელიც ასახავს ადგილობრივ მთავარ მიზნებს, ამოცანებს და მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებს.

შემუშავების პროცესი – მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესი ითვალისწინებდა მაღალ სამოქალაქო აქტივობას და ინტერესთა ყველა ჯგუფის შეხედულების გაანალიზებას. სწორედ, თანამონაწილეობით პრინციპს ეფუძნება დოკუმენტის შემუშავების პროცესი და წარმოადგენს კომპლექსურ მიდგომას გააერთიანოს სხვადასხვა მხარეების ინტერესები, მოსაზრებები, პრიორიტეტები და პრობლემების გადაჭრის ხედვა, განვითარებისა და პროგრესის საზიარო მიზნის მისაღწევად.

დოკუმენტის შემუშავების პროცესის ინიციატორი იყო მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც ჩამოაყალიბა დოკუმენტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი დაგეგმვის სამუშაო ჯგუფი. დაგეგმვის სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა პროექტის ფარგლებში შექმნილი „მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის პრაქტიკული სახელმძღვანელო“ მეთოდოლოგიით და უზრუნველყო დაგეგმვის პროცესში სამოქალაქო და კერძო სექტორის მაღალი ჩართულობა, ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას მრავალფეროვანი აუდიტორიის მონაწილეობა და ჩართულობა დაგეგმვის პროცესში.

მუნიციპალიტეტის ხედვა, მიზნები და ამოცანები

ვანის მუნიციპალიტეტის ხედვა: მიმზიდველი, საინტერესო, ცხოვრებისა და დასვენებისათვის ხელსაყრელი პატარა მუნიციპალიტეტი, შესაბამისი ტრადიციებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, განვითარებული ტურიზმით, აგროსექტორითა და მრეწველობის სხვადასხვა დარგებით, ეკონომიკური სტაბილურობით, განათლების, კულტურის, სპორტის, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობით.

მიზანი 1 მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის განვითარებული ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნა
ამოცანა 1.1 სოციალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება
ამოცანა 1.2 მოსახლეობისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნა
ამოცანა 1.3 კულტურული და სპორტული აქტივობის ხელშეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით
ამოცანა 1.4 გასართობი-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარება
მიზანი 2 მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ბიზნესის წამოწყებისა და განვითარებისათვის, ეკონომიკის წამყვანი დარგების განვითარების ხელშეწყობა
ამოცანა 2.1 მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია
ამოცანა 2.2 ინფრასტრუქტურის განვითარება
ამოცანა 2.3 ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
ამოცანა 2.4 როგორც თანამედროვე ასევე ტრადიციული აგროსექტორის განვითარება
მიზანი 3 ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და განვითარება
მიზანი 3.1 ნარჩენების მართვის სისტემის გამართვა
მიზანი 3.2 ინოვაციური ქმედებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შემცირების მიზნით.
მიზანი 3.3 ნაპირსამაგრი და გაწმენდითი ინფრასტრუქტურის განვითარება

დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად აქტივობების დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები და ხელი შეეწყობა გენდერული თანასწორობის დამყარებას. წარმოდგენილი მიზნები და ამოცანები ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და აერთიანებს ადგილობრივ დონეზე სიღარიბის დაძლევისთვის კონკრეტულ ქმედებებს.

სიტუაციის ანალიზი

ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების მიმოხილვა

ვანის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მისი ტერიტორია 557 კვ.კმ–ია. მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს.

მუნიციპალიტეტი ქვეყნის საზღვრიდან დაცილებულია 150 კმ-ით. უახლოეს აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 40 კმ-ს (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი), უახლოეს პორტთან 100 კმ-ს (ფოთის პორტი), ხოლო – უახლოეს რკინიგზასთან 20 კმ-ს. დედაქალაქიდან დაშორებულია 280 კმ-ით.

ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე რიონი, რომლის მარცხენა შენაკადები — სულორი (მთავარი შენაკადები: ძულუხურა და ჭიშურა), ყუმური, კორისწყალი, კვინისწყალი და ფერეთა სამდინარო ქსელს ქმნიან მუნიციპალიტეტის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში მიედინება მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი — წაბლარასწყალი. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500 მ. საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწის ქვეშა წყლით.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები — ანდეზიტი, ბაზალტი, ალებასტრი (ინაშაური), კერამიკული თიხა, კირქვა (ისრითი), მინერალური წყლები (ინაშაური, სულორი, ჭოკინა), თერმული წყლები (ამაღლება, საპრასია).

ვანის მუნიციპალიტეტი შედგება 21 ადმინისტრაციული ერთეულისგან. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი (ვანი) და 42 სოფლის ტიპის დასახლება (ამაღლება, ინაშაური, გადიდი, ონჯოხეთი, გორა, ზედაგორა, დიხაშხო, ისრითი, ციხისუბანი, ზედავანი, ტყელვანი, ზეინდარი, შუაგორა, ქვედამუქედი, ზედამუქედი, სალომინაო, ბაგინეთი, სალხინო, ზენობანი, საპრასია, რომანეთი, ტობანიერი, მიქელეფონი, ეწერი, კუშუბოური, უხუთი, იმერუხუთი, ფერეთა, ბაბოთი, ყუმური, დუცხუნი, მაისოური, შუამთა, ჭყვიში, მთისძირი, ჭაგან-ჭყვიში, ზედა ციხესულორი, ქვედა ციხესულორი, სულორი, ძულუხი, ბზვანი, ბაძგი).

ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2019 წლის 1 იანვრის სტატისტიკით შეადგენს 22,2 ათას კაცს, რაც მთლიანად რეგიონის მოსახლეობის 4%-ია. მათგან ქალაქად მცხოვრებთა რაოდენობა, მუნიციპალიტეტის ფარგლებში, 16%-ია, ხოლო 84% ნაწილდება სასოფლო დასახლებებზე. მოსახლეობის რიცხოვნობა ბოლო 5 წლის მანძილზე (2015-2019წწ.) შემცირდა 8%-ით. შემცირდა ტენდენციით ხასიათდება მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (8%) და 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით შეადგინა 39,9 კაც/კვ.კმ-ზე.

სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 2015 წლიდან 2018 წლის ბოლომდე შემცირდა 5%-ით და მიაღწია 1,361 კაცს. რაც შეეხება პენსიის მიმღებთა რაოდენობას მოცემული დროის მონაკვეთში შემცირდა 3%-ით (6 445 კაცი). 2019 წლის მონაცემებით ვანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 395 დევნილი. მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საერთო რაოდენობა (I ჯგუფი, II ჯგუფი, III ჯგუფი) შეადგენს 1157 პირს.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 15+ ასაკის მოსახლეობაში არის 75%. 2018 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ბიზნეს სუბიექტების წილი რეგიონულ მაჩვენებელთან მიმართებაში 3%-ია და 0,2%-იანი ზრდით ხასიათდება (2015 – 2018წწ.). სექტორულ ჭრილში თუ განვიხილავთ, მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი მოცულობა უკავია საბითუმო და საცალო ვაჭრობას, თუმცა 2015 წლიდან 2018 წლამდე 17%-იანი კლება შეინიშნება. კლებადი მაჩვენებელი აქვს დამამუშავებელ მრეწველობასც (-14%). არასტაბილურად ზრდადი ტენდენციით ხასიათდება ტრანსპორტი და დასაწყობება (10%), თუმცა მუნიციპალიტეტზე მთლიანი რეგიონის მაჩვენებლის მხოლოდ 2% მოდის.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკა

ვანის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის მიმართულებით წამყვანი და განვითარებადი სოფლის მეურნეობაა, შემდეგ მოდის ვაჭრობა, ტურიზმი და მომსახურების სფერო.

სოფლის მეურნეობა – ვანის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობა და მთავარი გზებიდან დაშორება საშუალებას იძლევა სოფლის მეურნეობის ბიო მიმართულებით განვითარებისათვის, რასაც ადგილობრივი მდიდარი სამეურნეო რესურსებიც უწყობს ხელს.

მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობის 34% (19,258ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, მოსახლეობის საკუთრებაშია 10028 ჰა, ხოლო 9230 ჰა სახელმწიფო საკუთრებაა, აქედან 9213 ჰა საძოვარია, 4800 ჰა სახნავი, ხოლო 5245 ჰა მრავალწლიანი კულტურებითაა დატვირთული.

მრავალწლიანი ფართობები ნარგაობების მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: ვენახი 950 ჰა, ხეხილი 450 ჰა, სუბტროპიკული და ტექნიკური (დაფნა)კულტურები 376 ჰა, ციტრუსი 125 ჰა, ჩაი 45 ჰა, კაკლოვანი კულტურები 2653 ჰა, დანარჩენი 646 ჰა.

მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში შეინიშნება თხილის ფართობების მასიური განაშენიანება, რაც გამოწვეულია თხილზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნით და ხელსაყრელი ფასებით რაც სოფლის მოსახლეობის დაინტერესებას ზრდის, შეინიშნება ასევე ეკოლოგიურად სუფთა თხილის წარმოების ტენდენცია.

ჩაის პლანტაცია 45 ჰა მუნიციპალიტეტში შემორჩენილია გასული საუკუნიდან, რომელიც დღეს თითქმის არ კულტივირდება და დეგრადირებულია, აღნიშნული ფართობები დღეისათვის თითქმის არ ატარებს სამეურნეო დანიშნულებას

ბოლო სამი წლის განმავლობაში სახნავი ფართობების რაოდენობა თანდათან მცირდება, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია თხილზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნილებით, მოსახლეობა სახნავი ფართობების ხარჯზე საკუთარ ნაკვეთებში აშენებს თხილის პლანტაციას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საკადასტრო მონაცემების განახლების აუცილებლობას.

მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეფუტკრეობას, მთლიანად მოსახლეობის საკუთრებაში არსებობს 6,100 სკა ფუტკარი, 2018 წლისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმოებული იქნა 69 ტონა თაფლი. მუნიციპალიტეტის მცენარეული საფარის მრავალფეროვნება და რაოდენობა სერიოზულ რესურსს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისათვის.

მთლიანობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დარეგისტრირებულია 1,064 ფერმერული მეურნეობა, რომელიც წამყვანი დარგების მიხედვით შეიძლება შემდეგნაირად გადანაწილდეს: მეთხილეობა 574, მეფუტკრეობა 143, მეცხოველეობა 149, მემარცვლეობა 130, ბაღჩეულ ბოსტნეული და მწვანილის წარმოება 77, მეფრინველეობა 11 და მეციტრუსეობა 14 ფერმერული მეურნეობა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ფერმერული მეურნეობების რიცხვი, რომელთა მთავარი დარგი მეთხილეობა და მეციტრუსეობაა, თუ 2017 წელს 507 მეურნეობა ეწეოდა მეთხილეობას, 2018 წლოისათვის ეს მონაცემი გაიზარდა 574-მდე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 15 თევზსაშენი ტბორიდან, რომლის სარკის ფართობი 42 ჰა-ს შეადგენს, ფუნქციონირებს 3, რომელიც წლის განმავლობაში აწარმოებს 6 ტონა ტბის თევზს.

მუნიციპალიტეტში აგრარული სექტორის პრობლემები და გამოწვევები

  • პირუტყვის რაოდენობის შეუსაბამო რაოდენობა იწვევს სავარგულების დეგრადაციას, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მკვეთრად გააუარესებს მათ ნაყოფიერებას;

  • ნაკვეთების დაბალმოსავლიანობა, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზანმიმართული ღონისძიებების არარსებობით (ეროზიების საწინააღმდეგო ღონისძიებები, ნიადაგის ანალიზი) და მეორეს მხრივ არ არსებობს სამელიორაციო-საირიგაციო სისტემები, რომელიც თავის მხრივ იწვევს სავარგულების დეგრადირება დაჭაობებას, ხოლო გვალვის პერიოდში მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას;

  • პირველადი წარმოების გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში წარმოებული ნედლეულის სრულად ათვისება გადამუშავებას, პროდუქციის დიდი ნაწილი ნედლეულის სახით გაედინება მუნიციპალიტეტიდან და გადამუშავდება სხვა რეგიონებში;

  • სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის ცოდნის არასაკმარისი დონე თითქმის ყველა დარგში იწვევს მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებების უგულებელყოფას მათი მხრიდან, რაც უარყოფითად აისახება დარგის რენტაბელობაზე და ხშირ შემთხვევებში მიღებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დანახარჯების ტოლფასია;

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმცირე იწვევს აგროვადების დარღვევას და ხარჯების ზრდას, რაც განაპირობებს მცირემოსავლიანობასა და შემოსავლების სიმცირეს;

  • უხარისხო და ფალსიფიცირებული შხამქიმიკატები და სასუქები, იწვევს სასაოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბალ ხარისხიანობას და მცირემოსავლიანობას;

  • მიწის საკადასტრო მონაცემების განახლება, და კატეგორიზაცია მნიშვნელობის მიხედვით ნიადაგის ტიპის და პერსპექტიული დარგის შესაბამისად, მითუმეტეს ჭარბძოვების ასეთი კოეფიციენტის შემთხვევაში,(9,213 ჰა სათიბ საძოვარი- 29,000 მდე მსხვილფეხა პირუტყვი და 5,700 თხა ცხვარი) აუცილებლად საჭიროებს სავარგულების მონაცემთა ბაზის განახლებას, (მითუმეტეს რომ მასიურად ხდება თხილის გაშენება და სახნავი ფართობები გადადის მრავალწლიანთა კატეგორიაში.) რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტმა შეადგინოს და განახორციელოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიული გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული ნაკვეთისათვის ოპტიმალური მიმართულება, რომელიც ორიენტირებული იქნება მრავალწლიან შედეგზე;

  • მეწყრის და ჩამორეცხვების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება (განაშნიანება, ნაპირსამაგრი სამუშაოები) განაპირობებს არესებული სავარგულების ნაყოფიერების გაზრდას, ამავდროულად შეინარჩუნებს მათ არსებული მწირ რესურსს;

  • სამელიორაციო საირიგაციო სისტემის შექმნა. მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლები, სადაც უფრო განვითარებულია ერთწლიანი კულტურების წარმოება, საჭიროებს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების შექმნას, რის შედეგადაც ერთის მხრივ დაჭაობების საფრთხე შემცირდება, ხოლო მეორეს მხრივ, გვალვის პერიოდში მოსახლეობა შეძლებს გვალვისაგან გამოწვეული პრობლემების თავიდან აცილებას;

  • დაბალი ზონის სოფლებში არსებული სასათბურე მეურნეობების გათბობის სისტემის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდება ზამთრის პერიოდში წარმოებული იქნას სხვადასხვა სახის ბოსტნეული კულტურები, რომელიც ამ პერიოდისათვის რეგიონის ბაზარზე დეფიციტურია და ღირებულებაც უფრო მაღალი აქვს. შესაბამისად გაიზრდება წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, რაოდენობა და ფერმერების შემოსავალი;

  • ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის შექმნა და სრულფასოვანი დატვირთვა ხელს შეუწყობს მოსახლეობას ზუსტად განსაზღვრონ მიწის შემადგენლობა, სწორად დაგეგმონ ოპტიმალური კულტურა და მიზანმიმართული ღონისძიებებით სწორად არეგულირონ ნიადაგის ნაყოფიერება კონკრეტული დარგის განვითარებისათვის;

  • სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის სტიმულირება სერიოზული წინსვლა იქნება მინიციპალიტეტისათვის. იგი ხელს შეუწყობს სოფლის-მეურნეობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას (მემინდვრეობა-მეცხოველეობა-მეღორეობა-მეფრინველეობა), რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას და გაზრდის რაოდენობას;

  • ადგილობრივი კადრების გადამზადება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროებში და ფერმერების დონეზე ექსტენციური მომსახურეობის ეფექტური მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ცოდნის დონის ამაღლებას, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება არსებული დარგების სრული აგროტექნიკური ციკლის შენარჩუნება პირველადი წარმოებიდან საბოლოო პროდუქტამდე, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის გაზრდილ რაოდენობას და ხარისხს;

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა გამოიწვევს აგროვადების დაცვას, რაც განაპირობებს უხვმოსავლიანობას, ხარჯების შემცირებას და შემოსავლების ზრდას;

  • შხამქიმიკატებისა და სასუქების ხარისხიანობის კონტროლი გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდას.

მრეწველობა და გადამამუშავებელი მეურნეობა – მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარება შეფერხებულია და სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რეგიონის და ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით. ვანში 2015 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად მოქმედია 293 საწარმო, რაც იმაზე მეტყველებს რომ ბიზნესი ნაკლებად განვითარებულია მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში ძირითადად განვითრებულია ვაჭრობა – ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, სადაც მოქმედ საწარმოთა თითქმის ნახევარი ფუნქციონირებს. მრეწველობა და მძიმე მრეწველობა ნაკლებად განვითრებულია. მიუხედავად მუნიციპალიტეტის ტურისტული მიმზიდველობისა, რესტორნები და სასტუმროების რაოდენობა ძალიან მცირეა.

მუნიციპალიტეტში არის კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის (ღვინის და საკონსერვო ქარხნები) საწარმოები. მთავარი სამრეწველო საწარმოებია ვანის ღვინის ქარხანა და ახლადშექმნილი პლასმასის არმატურის საამქრო, რომელთა ინვენსტირებაც განახორციელა GDG ჯგუფმა. მიმდინარეობს საპონისა და სხვა სარ. საშუალებების ქარხნის მშენებლობა. აღნიშნული საწარმოებში მუშაობის დაწყება იგეგმება 2020 წლიდან.

ტურიზმი და მომსახურების სფერო – ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ვანის ანტიკური ნაქალაქარი. მუნიციპალიტეტის სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები.

მუნიციპალიტეტში მიუხედავად მიმზიდველი ტურისტული პოტენციალისა შემოსული ტურისტების რაოდენობა წლის განმავლობაში მხოლოდ 120-150 კაცია. ტურისტული სეზონი შეიძლება ითქვას მთელ წელს გრძელდება. ვანში ფიქსირდება 51 ყველაზე მიმზიდველი კულტურულ ისტორიული ძეგლი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ორი ბალნეოლოგოური კურორტია: სულორი და ამაღლება, რომელიც განთქმულია თავისი თერმული და მინერალური წყლებით. არსებობს ჭოკიანის ცნობილი აბანო და მინერალური სამკურნალო წყალი „დურბეშა“. დიდი პოპულარობით სარგებლობს დიხაშხოს გოგირდოვანი გეიზერი. კურორტი „სულორი“ ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორია. იგი მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთის კალთებზე, ვანის რაიონის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 9 კმ-ის დაშორებით მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე.

სულორამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაგებულია. სულორის ცენტში მოწყობილია სკვერი. მოწყობილია საფეხბურთო მოედნის განათება, სოფლის თითქმის ყველა უბანში საავტომობილო გზა შეკეთებულია. მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სულორის კოშკი. სოფელში ასევე დგას ისტორიული კოშკი-გორმაღალის ციხე და ქვანთახევის ეკლესია.

ტურიზმის სფერო მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან ხელშეწყობას საჭიროებს. მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებისა და ეროვნული საგანძურების მუზეუმების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია ტურისტების მოსაზიდად. საჭიროა მეტი რაოდენობის როგორც საოჯახო, ასევე მაღალი კლასის სასტუმროები. ამჟამად არსებობს ორი საოჯახო და ერთი საშუალო დონის და სასტუმრო, ასევე მიმდინარეობს მაღალი კლასის ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს „სურიუმი“-ს მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება საცურაო აუზით, საუნით, ფიტნეს და საკონფერენციო დარბაზის მომსახურებით. აღნიშნულის მშენებლობა დასრულდება 2020 წელში.

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.

სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურა – ვანის მუნიციპალიტეტის გზების მთლიანი სიგრძეა 565 კმ, საიდანაც ადგილობრივი მნიშვნელობის გზაა 171 კმ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა 37 კმ., ხოლო 357კმ. შიდასაუბნო გზაა. მუნიციპალიტეტში არის 35 ხიდი და 15 კმ.-იანი სარწყავი არხი. კანალიზაციის სისტემა არ არის მოწყობილი.

2015-18 წლებში მოხდა 59,6 კმ გზის რეაბილიტაცია (ასფალტობეტონით მოწყობა). ასევე ყველა სოფელში და ქალაქის უბნებში მოხდა გზების დახრეშვა დაახლოებით 253 კმ. საშუალოვადიან პერიოდში იგეგმება 65 კმ გზის ასფალტობეტონით მოწყობა და საუბნო გზების დახრეშვა და ორმული შეკეთება.

გარე განათება 2015-18 წლებში ქალაქსა და ახლომდებარე სოფლებში გაკეთდა დაახლოებით 25 კილომეტრზე. მომავალში იგეგმება კიდევ 16 კილომეტრზე.

ქალაქში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ჯერ კიდევ 2010 წლიდან. გაკეთდა წყალსაქაჩი და წყალსაცავი ავზები დღეის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 65%-ს მიეწოდება წყალი ცენტრალიზებული სისტემით ხოლო დანარჩენი სარგებლობს ინდივიდუალური ჭებით. ქალაქის წყლით მომარაგება სრულად დამთავრდება 2021 წლის ბოლოსთვის. სოფლის მოსახლეობა ამჟამად სარგებლობს თვითდინებადი წყალსადენებით და ასევე ინდივიდუალური ჭებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად არსებობს დაახლოებით სამასამდე წყლის სათავე ნაგებობა (1 დან 30 ტონამდე ტევადობის). სათავე ნაგებობების დიდი ნაწილი საჭიროებს რეაბილიტაციას, ასევე გამოსაცვლელია წყალსადენი მილები დაახლოებით 150 კილომეტრამდე. წყლის ლაბორატორიული შემოწმება მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის არ ხდება რაც წარმოადგენს უმთავრეს პრობლემას.

საკანალიზაციო სისტემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად არ ფუნქციონირებს. გამოიყენება ეგრეთ წოდებული ორმული სისტემები, ან კიდევ ფეკალური მასების ჩადინება ხდება მდინარეებში. 2020 წელში დამთავრდება საკანალიზაციო სისტემის პროექტირება, ხოლო 2022 წლისათვის დამთავრდება მისი სრული მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 20 მილიონი ლარი.

მუნიციპალური ტრანსპორტი ვანში არ არის, არის მხოლოდ საქალაქთაშორისო. ამ კუთხით ჯერ-ჯერობით მუნიციპლიტეტის მხრიდან არც ერთი ღონისძიება არ იგეგმება.

ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურა – ვანის მუნიციპალიტეტში ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმ-ნაკრძალის კომპლექსის შემადგენელი კომპონენტებია – ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და თავად მუზეუმი. ნაკრძალის ტერიტორიაზე არის მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე არის ბალნეოლოგიური კურორტი სულორი, რომელიც განთქმულია თავისი თერმული და მინერალური წყლებით. მუნიციპალიტეტში ასევე არის ტყეპარკი, 35 ერთეული სკვერი, 1 კულტურის ცენტრი და 2 კულტურის სახლი.

სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ჰავა ნოტიო-სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი. (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი) ნალექები შეადგენს 1,600 მმ-ს წელიწადში.

კურორტ სულორის სამკურნალო წყლებს ოდითგანვე იცნობდნენ მთელ საქართველოში. წინათ ის ცნობილი იყო დვალიშვილების აბანოების სახელწოდებით. დამსვენებლების კურორტით დაინტერესებას თერმული რადიაქტიული მინერალური წყლები განაპირობებს, დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის პერიოდში 38 გრადუსს აღწევს. იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმში დაცულია მოპოვებული არქეოლოგიური მასალები, წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები. მსოფლიოში ,,ოქრომრავალი კოლხეთი“-ს სახელით. ცნობილი გამოფენის ყველა ექსპონატი მოპოვებულია ვანის ანტიკური ნაქალაქარის გათხრების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი რესტავრაციის შემდგომ დაბრუნდება მუზეუმში. მუზეუმ-ნაკრძალის კომპლექსის შემადგენელი კომპონენტებია – ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და თავად მუზეუმი. ნაკრძალის ტერიტორიაზე არის მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონა.

ვანის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები: შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია; მელოურის ციხე და XIV ს მელოურის ეკლესია სოფ. ძულუხში; XII-XIII სს მთავარანგელოზის ეკლესია; თამარის ციხე სოფ. ინაშაურში; ბზვანის მღვიმე; გორმაღალის ციხე სოფ. სულორში; ნათლისღების სახელობის ეკლესია სოფ. შუამთაში; XVIII ს სამების ეკლესია სოფ. დიხაშხოში; XI ს ეკლესია სოფ. გადიდი; XVI ს ეკლესია სოფ. სალომინაოში; ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX ს ეკლესია სოფ. ზედა ბზვანში; 1619 წლის მაცხოვრის ეკლესია სოფ. ამაღლებაში; შუა საუკუნეების ციხე, ეკლესია და კოშკი სოფ. ისრითში; მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფ. ქვედა მუქედში; ციხესიმაგრე სოფელი მაისაოურში; ლეგენდის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ჯვარი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა აღმართა.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში მდებარეობს გალაქტიონისა და ტიციანის სახლ-მუზეუმები. გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების ისტორიული სახლ-მუზეუმების ახლოს მოქმედებს მათივე სახელობის მუზეუმი, რომელიც არის ძლიერი კულტურულ- საგანმანათლებლო კერა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ასევე კორნელი კეკელიძისა და კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმები.

ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა

ვანის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალური ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, ერთობლიობაში ქმნიან ჯანსაღ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

ჯანდაცვის მომსახურეობის ხელმისაწვდომობა – მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი (ენდემური) დაავადებებიდან მეტად შემაშფოთებელია ონკოლოგიური და ფარისებული ჯირკვლის დაავადებები, ასევე ბოლო ხანებში მეტად გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ვანის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ორი კლინიკა (ჯეოჰოსპიტალსი და ფარმაცია), 17 ამბულატორია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. კლინიკა ჯეოჰოსპიტალსში საწოლების რაოდენობა შეადგენს 10 ერთეულს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ჰყავს 2 ბრიგადა. მუნიციპალიტეტის მაშტაბით ექიმთა რაოდენობა შეადგენს 33-ს.

რაც შეეხება, მუნიციპალიტეტში გავრცელებულ დაავადებებს: შაქრიანი დიაბეტი აქვს 705 პირს, რაც ოლო 4 წლისგანმავლობაში გაზრდილია 273-ით; გულის იშემიური ავადმყოფობა 2015 წელთან შედარებით შემცირებულია 63-ით და შეადგენს 623-ს; ჰიპერტენზიული ავადმყოფობა 2015 წელთან შედარებით გაზრდილია 819-ით და შეადგენს 3,941-ს; პირველად დადგენილი გულის მწვავე ინფაქტი 2015 წელთან შედარებით გაზრდილია 25-ით და შეადგენს 48-ს; ცერებროვასკულური ავადმყოფობა 2015 წელთან შედარებით გაზრდილია 24-ით და შეადგენს 121-ს; ბრონქული სთმა და ასთმური სტატუსი 2015 წელთან შედარებით გაზრდილია 33-ით და შეადგენს 92-ს, ხოლო პირველად დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნეები 2015 წელთან შედარებით გაზრდილია 18-ით და შეადგენს 29-ს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი განიცდის ვიწრო სპეციალობის ექიმების ნაკლებობას, ასევე ჯანდაცვის მომსახურება სრულად ხელმისაწვდომი არ არის სოფლად, საჭიროა სოფლებისათვის კიდევ ექიმებისა და ექთნების დამატება. ამასთან, დიდი პრობლემაა მუნიციპალიტეტში საოპერაციო და სამშობიაროს არარსებობა.

სოციალური მომსახურეობა – ვანის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობაა 3838 (აქედან ბავშვები – 1365) ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 15,66%-ია, ეს მონაცემი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რყევებით ხასიათდებოდა და საბოლოო ჯამში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2635 ერთეულით.

ვანის მუნიციპალიტეტში პენსიონერთა რაოდენობაა 6421 ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 26,2%-ია. ეს მონაცემი ბოლო წელთან შედარებით შემცირებულია 24 ერთეულით. სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა შეადგენს 1157-ს, მარჩენალდაკარგულთა რაოდენობა – 149-ს, ხოლო პოლიტრეპრესირებულთა რაოდენობაა – 0-ს.

მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები:

  • სამედიცინო დახმარების პროგრამა;

  • დღეგრძელთა (100 და მეტი წლის) დახმარების პროგრამა;

  • სტუდენტთა დახმარების პროგრამა;

  • სარიტუალო დახმარების პროგრამა;

  • უსახლკაროთა დახმარების პროგრამა;

  • ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა;

  • მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;

  • მარჩენალგარდაცვლილ პირთა დახმარების პროგრამა;

  • ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა;

  • დიდი სამამულო ომის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეობისთვის და 9 აპრილს დაზარალებულთა დახმარების პროგრამა;

  • ახალშობილთა ოჯახებისთვის დახმარების პროგრამა;

  • დიალიზის პროგრამაში ჩართულთა დახმარების პროგრამა;

  • სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა;

  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა;

  • მზრუნველობამოკლებულთა დახმარების პროგრამა;

  • საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამა;

აღსანიშნავია, რომ ვანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სოციალური პროგრამები მრავალფეროვანია და ყოველწლიურად მზარდია, რაც მეტწილადად ავსებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამების საჭიროებებს.

განათლება, კულტურა და სპორტი

მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომია მხოლოდ საშუალო განათლების, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებები.

ვანის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 24 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც 44 აღმზრდელი ემსახურება 700 აღსაზრდელს. ამასთან, აღსაზრდელთა რაოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში შემცირებულია 50 ბავშვით, მაშინ როცა აღმზრდელთა რაოდენობა გაზრდილია 11 ერთეულით.

2016 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა ყუმურისა და ძულუხის საბავშვო ბაღების მშენებლობა და ბზვანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. 2018 წელს დასრულდა შუამთის და ფერეთას საბავშვო ბაღების მშენებლობა, 2019 წელს დასრულდა მიქელეფონის ბაღის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დიხაშხოს, სულორისა და ციხესულორის ბაღებს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს 4 სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, სადაც 233 აღსაზრდელს ემსახურება 23 აღმზრდელი. ამასთან, რეაბილიტირებულია 1 სამუსიკო სკოლა და 1 მოსწავლე ახალგაზრდული სახლი, ხოლო რეაბილიტაციას საჭიროებს 2 სამუსიკო სკოლა და აღჭურვა საჭიროა ყველგან.

ვანის მუნიციპალიტეტში 31 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა/სკოლაა, მათ შორის ერთი კერძოა. მოსწავლეთა რაოდენობა 2642-ია, მათ შორის 164 კერძო სკოლაში. მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში გაზრდილია 83 ერთეულით, მათ შორის კერძო სკოლაში გაზრდილია – 3 ერთეულით. მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენს 582-ს, მათ შორის 33 კერძო სკოლაში. მასწავლებელთა რაოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში შემცირებულია 30 ერთეულით, მათ შორის კერძო სკოლაში – 4 ერთეულით. მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა შეადგენს 4,54, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გაზრდილია 0,34-ით.

2018-19 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის N2-ს, ამაღლებისა და ტობანიერის საჯარო სკოლებს. 2015-17 წლებში აშენდა სრულიად ახალი სკოლები ზედავანსა და რომანეთში.

კულტურისა და სპორტის სერვისები – ვანის კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს კარლო საკანდელიძის სახ. სახალხო თეატრი და ანსამბლი „არგო“. კულტურის ცენტრი გათვლილია 450 კაცზე. შუამთის კულტურის სახლი 100 კაცზე. მთისძირის კულტურის სახლი 50 კაცზე. ასევე, არის 4 მუზეუმი: 1) ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი- ნაკრძალი, 2) გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ მუზეუმი, 3) კორნელ კეკელიძის სახლ მუზეუმი, 4) სახვითი ხელოვნების მუზეუმი კულტურის ცენტრში. ფოლკლორული ანსამბლები: "ვანი", "შუამთა", ვაჟთა ტრიო "იმერეთი", გოგონათა დუეტი "ოქროს საწმისი". ქორეოგრაფიული ანსამბლები: "იმედი", "საჩინო", "კანდელი". მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური სახელოსნო.

მიმდინარეობს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ანტიკური ხანის ნაქალაქარის და რეკრიაციული ზონის რეაბილიტაციის დასკვნითი ნაწილი. პროექტის ღირებულება შეადგენს 14,000,000 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს ვანში ტურიზმის განვითარების ძლიერ მხარეს, არსებობს სუსტი მხარეც, რომელიც აბრკოლებს ტურისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის სრულფასოვნად მოწყობას. ამის მიზეზი არის ქალაქში საკანალიზაციო ქსელის არარსებობა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შეუძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა (საჭიროა დაახლოებით 20,000,000 ლარი).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 40 საფეხბურთო სტადიონი (მათ შორის, 30 სკოლის მინი სტადიონი), 2 რაგბის სტადიონი, 11 სპორტული დარბაზი (მათ შორის, 10 სკოლის დარბაზი), 1 საჭადრაკო სკოლა.

ბოლო წლებში განხორციელდა სპორტკომპლექსისა და ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, მთლიანად დასრულდა რაგბის სტადიონის მოწყობა. რეაბილიტირებულია საჭადრაკო სკოლა და საფეხბურთო მოედანი.

აღსანიშნავია, რომ კულტურის ობიექტებზე მაყურებელთა/ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში გაზრდილია 8,500-დან 18,800-მდე, ხოლო სპორტულ ობიექტებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია 268-დან 421-მდე.

გარემოს დაცვა

ვანის მუნიციალიტეტის ჩრდილოეთით საზღვარს გასდევს მდინარე რიონი. ვანის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სულორი, ყუმური, ჭიშურა, კვინწყალი, კორწყალი, ფერეთა, ნასერელა. გვხვდება ჯაჯის ტბა ალპურ საძოვრებზე. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1,500 მ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ წიაღისეულს წარმოადგენს ძირითადათ სამშენებლო მასალები: ანდეზიტი, ბაზალტი, ალიბასტრი, კერამიკული თიხა და სხვა. არსებობს (მერეს) ლიცენზირებული ქვის კარიერი, საიდანაც ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ქვის ლოდები გააქვთ თითქმის დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ტყის მასივები სულ შეადგენს 32,000 ჰა, აქედან 29,000 ჰა სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო 3,000 ჰა მუნიციპალურში. ტყეში ბინადრობს დათვი, მგელი, მელა, ტურა, ირემი, შველი. ტყეში გვხდება წაბლი, რთხმელა, წიფელი, მუხა, ცაცხვი. ასევე გვხდება წიწვოვანი ტყეებიც.

გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეებიდან ვანის მუნიციპალიტეტისათვის სახასიათოა: ძლიერი ქარი, ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, მეწყერი, მდინარის ნაპირების ეროზია და გვალვა. ჩამოთვილილი რისკების შედეგად ზიანდება სოფლის მეურნეობის სავარგულები, მაცხოვრებლები და შენობა-ნაგებობები.

სოფლების მთისძირის, შუამთის, ჭვიშისა და ჭაგანჭვიშის მიმდებარედ მდინარე ყუმურს ერთვის მდინარე ნასერელა, წყალუხვობის პერიოდში ჭარბი წყალი გროვდება და გადმოდის ნაპირებიდან. შესაბამისად იწვევს საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვა/დაზიანებას. გამომდინარე აქედან ინტენსიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ვანის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვება, გატანა, განთავსებას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კომუნალური სამსახური. მუნიციპალიტეტში არარსებობს ლიცენზირებული ნაგავსაყრელები. მუნიციპალიტეტში შეიმჩნევა არალეგალური ნაგავსაყრელებიც. ნარჩენების გატანა ხდება სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფნარში. არ ხდება ნაჟური წყლებისა და აირების კონტროლი ნაგავსაყრელზე. ასევე არ ხდება ნარჩენების კომპოსტირება.

ბოლო აღწერით ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 24512 ადამიანს, საიდანაც კომუნალური სამსახური ემსახურება დაახლოებით 80%-ს. ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა შეადგენს 0.36 მ3. შეგროვებული და ნაგავსაყრელზე განთავსებული მყარი საყოფაცხოვრებო რაოდენობა შეადგენს წელიწადში 7,200 მ3.

მყარი ნარჩენების შეგროვება და გატანა ხდება კონტეინერული სისტემით და მისი მოცულობა შეადგენს 95%-ს, ხოლო დანარჩენი 5% ზარის სისტემაზეა. კონტეინერების საერთო რაოდენობა შეადგენს 353 ერთეულს. ნაგავმზიდი მანქანების საერთო რაოდენობა შეადგენს 4 ერთეულს. აქედან 3 არის სპეციალური ხოლო 1 თვითმცლელი. მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 280,000 ლარი, რაც საკუთარი შემოსულობების 3.9%-ს შეადგენს.

მუნიციპალური სერვისები და მმართველობა

თვითმმართველობაში ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელია საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება წარმოდგენილია წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს – მერიის სახით.

2019-2022 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ვექტორი ფოკუსირებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, როგორიც არის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამების გაფართოება, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ქსელის სისტემატური ზრდა და სხვ. ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები გათვალისწინებულია 10211.9 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც თითქმის 54% არის საკუთარი შემოსავლები, თუმცა წლის განმავლობაში მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების დამატებით გამოყოფა.

2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 10311.9 ათას ლარს, საიდანაც ამ ეტაპზე ბიუჯეტის 31% არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, რადგან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფინანსები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც ამ ეტაპზე არ არის ასახული ბიუჯეტში და წლის განმავლობაში დაემატება. ამ ეტაპზე, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის ღონისძიებებზე ძირითადად მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებიდან მოდის 2020 წლის ბიუჯეტის 5%, განათლებაზე -15%, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის მიმართულებით -15%, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის კუთხით – 7% (მოიცავს მეტწილად მუნიციპალიტეტის საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებას). 2019 წელს ხარჯები 1 სულ მოსახლეზე შეადგინა 296 ლარი.

SWOT ანალიზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
  • როგორც ანტიკური ასევე შუასაუკუნეების მდიდარი ისტორიული წარსული ტურიზმის განვითარებისათვის;

  • სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა;

  • კარგი ბუნებრივი კლიმატური პირობები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის;

  • სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი კულტურების არსებობა (მარცვლეული, ბაღჩეული, კაკლოვანი, კურკოვანი, ციტრუსისა და სხვა ყოველგვარი ხილეულობის მრავალფეროვნება);

  • ბუნებრივ ცხელ წყლებზე ხელმისაწვდომობა სასათბურე მეურნეობების განვითარებისათვის;

  • ბალნეოლოგიური სამკურნალო კურორტების არსებობა;

  • განათლების, კულტურის და სპორტის დაწესებულებების არსებობა;

  • მდიდარი ტყის, წყლის რსურსები და ბიომრავალფეროვნება;

  • სასარგებლო წიაღისეულით სიმდიდრე;

  • ალპური საძოვრების არსებობა;

  • გამართული ელექტრო და გაზმომარაგება;

  • მუნ. ტერიტორიის სრული დაფარვა მობილური სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებით;

  • სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა.

  • მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტი, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების სიმცირე;

  • მოუწყობელი ინფრასტრუქტურა (მაღალმთიან სოფლებში გზების პრობლემები და ქალაქში კანალიზაციის სისტემის არარსებობა);

  • სამელიორაციო სისტემის არარსებობა;

  • საძოვრებისა და სათიბების არასაკმარისი რესურსი;

  • დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო მიწები;

  • სასაწყობე მეურნეობების არარსებობა;

  • ფერმერების აგრალური ცოდნის დაბალი დონე და ვეტ. მომსახურების არაკვალიფიციურობა;

  • უვარგისი სას. სამეურნეო პრეპარატები;

  • წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა;

  • ინვესტიციების ნაკლებობა;

  • ნაგავსაყრელის არაარსებობა;

  • სპორტისა და კულტურის დაწესებულებების გაუმართავი ინფრასტრუქტურა;

  • გარემოს დაცვისა და კატასტროფების რისკების არ შესწავლა;

  • მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა;

  • სამედიცინო მომსახურების სისუსტე (კადრების სიმცირე და დაბალი კვალიფიკაცია).

შესაძლებლობები საფრთხეები
  • სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებაში;

  • ბიომეურნეობების განვითარების პოტენციალი

  • მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა;

  • საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სპეციალური პროგრამების ინიცირება;

  • სატრანსპორტო სერვისის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

  • თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;

  • მიწის ნაყოფიერების მართვის ეფექტური მექანიზმის შექმნა;

  • მეწყერული და ეროზიული მოვლენების პრევენციის მექანიზმის შემუშავება დანერგვა;

  • მესათბურეობის ზონის სოფლებისათვის ხელმისაწვდომი გათბობის ენერგიით უზრუნველყოფის სტიმულირება (მათ შორის ალტერნატიული წყაროები) ;

  • გადამამუშავებელი საწარმოების და ფერმერთა კოოპერირების პროცესების სტიმულირება;

  • გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების პერსპექტივა;

  • ადამიანური რესურსების პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა;

  • ბაღების, კულტურისა და სპორტის ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია;

  • ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება;

  • ინფრასტრუქტურული პროგრამების ეფექტიანად განხორციელებისთვის გარკვეული სტანდარტების შემუშავება.

  • სტიქიური მოვლენები და ფორსმაჟორი;

  • ეპიდემიები და სხვადასხვა დაავადებები;

  • ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი.

განხორციელების მექანიზმი

მუნიციპალიტეტის ხელისუფლება დოკუმენტით წარმოდგენილი გეგმებისა და ხედვების განხორციელებისას გაითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

  • გამართული კოორდინაცია სხვადასხვა მხარეებთან – პოლიტიკის დოკუმენტის განხორციელების შედეგიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ყველა საჯარო უწყების ეფექტურ კოორდინაციაზე. განსაკუთრებული როლი უჭირავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კოორდინაციას ცენტრალურ ხელისუფლებასთან. იმისთვის რომ ადგილობრივ დონეზე განხორციელებული პროექტები იყოს ხარჯეფექტიანი მართველობის ორ დონეზე დაგეგმილი ღონისძიებები ერთმანეთს უნდა ავსებდეს, არ ხდებოდეს აქტივობების გამეორება და იყოს მჭიდრო კომუნიკაცია ორივე მხარეს შორის. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოხდება ცენტრალური ხელისუფლების გეგმებისა და ხედვების გათვალისწინება ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისას, მჭიდრო იქნება ცენტრალურ სახელისუფლებო უწყებებთან კოორდინაცია.

  • პარტნიორობა – პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების ეფექტურად მიღწევისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს პარტნიორობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. პარტნიორობა გათვალისწინებული არის როგორც დოკუმენტის შემუშავების ეტაპზე, ისე მისი განხორციელების ეტაპზე. თითოეულ მხარეს, ეს იქნება თავად ადგილობრივი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი თუ სხვა, აქვს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ერთიანი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში. შესაბამისად, პარტნიორობის პრინციპი იქნება ერთ-ერთი ფუძე დოკუმენტში წარმოდგენილი მიზნებისა და ამოცანების მიღწევისთვის აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისას.

- კანონიერების პრინციპი – ფინანსური სახსრების ხარჯვა მოხდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ფუნქციები მართველობის სხვადასხვა დონეზე მკაფიოდ იქნება გამიჯნული და გადანაწილებული. ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება აქტივობის დამფინანსებელ ორგანიზაციას.

წინამდებარე სამოქმედო გეგმა მოიცავს მიზნების, ამოცანების, აქტივობების, აქტივობის შედეგის ინდიკატორის, განხორციელების პერიოდის, შესაბამისი ბიუჯეტის, დაფინანსების წყაროსა და განმახორციელებელი უწყების შესახებ კონსოლიდირებულ ინფორმაციას.

  • სამოქმედო გეგმის ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს.

  • 2 წლის შემდეგ განხორციელდება არსებულის მონიტორინგი და შეფასება, რაც საფუძველი იქნება მომდევნო 2 წლიანი პერიოდის მეტად ეფექტურად და ხარჯეფექტიანად გადასაგეგმად.

  • მუნიციპალიტეტის ხელისუფლება აქცენტს გააკეთებს მომდევნო პერიოდში ყველა მიზნისა და ამოცანის მოცვაზე, და ამისთვის აქტიურად იმუშავებს დამატებითი ფონდების მოძიების თუ საკუთარი ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფის კუთხით.

2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა

მიზანი 1:

მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის განვითარებული ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნა

მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი:

4,5,8,9,11

ამოცანა 1.1

სოციალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება

ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.2

გაუმჯობესებულია სოციალური ინფრასტრუქტურა და სერვისები მორგებული ბენეფიციარების საჭიროებებს

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2021-2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

სკოლებში გათბობის, ელ. მომარაგებისა და სხვადასხვა კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულება ისრითის, ინაშაურის, შუამთის, შუაგორასა და გორას საჯარო სკოლების გაუმჯობესებული მდგომარეობა მერია 06.2020-09.2020 473000 ლარი
მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მოწყობა რეკონსტრუქცია მოწესრიგებული საგანმნათლებო დაწესებულებები მერია 06.2021-09.2021 520000
მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მოწყობა რეკონსტრუქცია მოწესრიგებული საგანმნათლებო დაწესებულებები 06.2022-09.2022 550000
სკოლებში გათბობის, ელ. მომარაგებისა და სხვადასხვა კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულება მოწესრიგებული საგანმნათლებო დაწესებულებები მერია 06.2023-09.2023 550000

ამოცანა 1.3

კულტურული და სპორტული აქტივობის ხელშეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით

ამოცანის შედეგის ინდიკატორი

გაზრდილია მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ჩართულია კულტურულ და სპორტულ აქტივობებში

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2021-2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

ყოფილი სპორტის სასახლის აღდგენა – სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოწესრიგებული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა მერია 07.2020-11.2021 2500000

ამოცანა 1.4

გასართობი-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარება

ამოცანის შედეგის ინდიკატორი

გაუმჯობესებული და მეტად უსაფრთხოა მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო; ტურისტებისთვის შექმნილია დასასვენებელი ინფრასტრუქტურა

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2021-2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

გარე განათებების, სკვერების და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მოწყობა კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი 05.2020-07-2020 190200
გარე განათებების, სკვერების, და სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი 04.2021-10.2021 250000
გარე განათებების, სკვერების, და სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი 04.2022-10.2022 350000
გარე განათებების, სკვერების, და სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი 04.2023-10.2023 500000

მიზანი 2:

მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ბიზნესის წამოწყებისა და განვითარებისათვის, ეკონომიკის წამყვანი დარგების განვითარების ხელშეწყობა

მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი:

1,2,5,8,9,11,17

ამოცანა 2.1

ინფრასტრუქტურის განვითარება

ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.1

განვითარებული საკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურა, რამაც შეამცირა გადაადგილებისათვის საჭირო ხარჯები, გაზარდა ბიზნეს და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობა

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

ქალაქისა და სოფლების დამაკავშირებელი გზების მოწყობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, გადაადგილების გაუმჯობესებული ხარისხი მერია 03.2020-11.2020 3766800
მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-გაუმჯობესება მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, გადაადგილების გაუმჯობესებული ხარისხი მერია 03.2021-11.2021 4000000
მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-გაუმჯობესება მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, გადაადგილების გაუმჯობესებული ხარისხი მერია 03.2022-11.2022 4500000
მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-გაუმჯობესება მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, გადაადგილების გაუმჯობესებული ხარისხი მერია 03.2023-11.2023 5300000
საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის შექმნა პროექტირება და მშენებლობა – მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი მერია 10.2020-12.2023 70000000
ალპურ საძოვრებზე გზის გაყვანა- საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მოწესრიგებული ტურისტული მარშრუტი და ტურიზმის განვითარების შექმნილი შესაძლებლობები მერია 06.2021-09.2022 11000000

სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად დამატებით განსაზღვრა შემდეგი აქტივობების განხორციელების საჭიროება, რა მიმართულებითაც მუნიციპალიტეტი იმუშავებს დამატებითი ფონდების მოძიებაზე:

ამოცანა №2.4:

  • სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის აგროტექნიკით უზრუნველყოფა

  • სასოფლო სამეურნეო სავარგულების სარწყავი და სადრენაჟე სისტემით უზრუნველყოფა

  • სოფლის მეურნეობის კუთხით ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. (02 06)

  • მიწის საკადასტრო მონაცემების განახლება და კატეგორიზაცია; (02 06)

  • პოტენციური აგრარული დარგების სრული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; (02 06)

  • სას. სამეურნეო ტექნიკის სერვისცენტრის მოწყობა; (02 06)

  • ფერმერთა ცოდნის დონის სისტემატური ამაღლება; (02 06)

  • ნიადაგის ნაყოფიერების მენეჯმენტის სისტემის შექმნა; (02 06)

  • სას. სამეურნეო პრეპარატებზე კონტროლი;

მონიტორინგი და შეფასება

განვითარების დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისკენ სვლის შესაფასებლად პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე მნიშვნელოვანია მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტის გათვალისწინება. გეგმის მონიტორინგი განხორცილდება სისტემატურად, რაც გულისხმობს მონიტორინგის და შეფასების გეგმის მიხედვით გაწერილი საქმიანობების განხორციელებას, აქტივობების და პროექტების შესრულების მეთვალყურეობას დროულად ხარვეზების, შეფერხებისა თუ წარმატების შემთხვევების გამოვლენის მიზნით.

მონიტორინგის მონაცემების რეგულარული გაანალიზება ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს შესაბამისი პროგრამული ცვლილებები სამოქმედო გეგმის საერთო განხორციელებისა და მიზნის მიღწევის პროცესიის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, საჭიროების შემთხვევაში.

მონიტორინგის ანგარიშები მომზადდება შემდეგი პრინციპებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვით:

დროულობა – ანგარიშები მომზადდება დროულად, პერიოდის შერჩევა მოხდება საბიუჯეტო პროცესისა და კალენდრის გათვალისწინებით.

ფოკუსირებული – ანგარიშებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად, კონკრეტულ პრიორიტეტებსა და აქტივობებთან დაკავშირებული მიღწევები, შესაბამისი ინდიკატორებითა და მაჩვენებლებით.

მკითხველზე ორიენტირებული – ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება მომხმარებლისთვის გასაგებ და ადვილად აღქმადი ინსტრუმენტებით, დოკუმენტი იქნება მარტივად კითხვადი და აღსაქმელი.

რელევანტური – ანგარიშგება მოხდება მხოლოდ რელევანტურ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დოკუმენტისთვის არარელევანტური იქნება ყოველდღიური ადმინისტრაციული ხასიათის ინფორმაციისა და აქტივობების შესახებ დეტალების აღწერა/წარმოდგენა, რაც არ სძენს დოკუმენტს დამატებით ღირებულებას, და ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისათვის.

მონიტორინგისა და შეფასების ნაწილში ადგილობრივი ხელისუფლება მიესალმება საზოგადოების ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობას, რაც მეტად ეფექტიანს გახდის ამ პროცესს.

მონიტორინგი და შეფასება, რაც დაკავშირებულია სამოქმედო გეგმის განახლებასთან, დაგეგმილია 2 წელიწადში ერთხელ. გამომდინარე იქიდან, რომ 1 მარტამდე მზადდება ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რასთან ერთად განხორციელდება მონიტორინგისა და შეფასების ნაწილიც, პირველი წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გათვალისწინებით. შედეგების საფუძველზე კი მოხდება სამოქმედო გეგმის განახლება უკვე შემდეგი ორი წლისათვის.

შედეგად განხორციელდება:

  • შედეგებისა და გავლენის შეფასება მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად საშუალო და გრძელვადიანი პერიოდზე;

  • გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება;

  • ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დონის ამაღლება;

  • რესურსების ეფექტიანი განაწილების ხელშეწყობა მიზნებსა თუ მიზნობრივ პროგრამებს შორის.

მონიტორინგისა და შეფასების შედეგად გამოვლინდება:

  • რამდენად წარმატებით მოხდა იმ სასურველი შედეგის დადგომა რაც მიზნებსა და ამოცანებში არის ასახული; ან რამდენად არის პროგრესი მათი გადაწყვეტის მიმართულებით;

  • რამდენად წარმატებით მოხდა იმ პრობლემებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების გადაწყვეტა რაც მიზნებსა და ამოცანებში იყო წარმოდგენილი; ან რამდენად არის პროგრესი მათი გადაწყვეტის მიმართულებით.

დანართი

დანართი №1. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და განაშენიანება, ბოლო სამი წლის მონაცემები.

საშ. მოსავლიანობა 2017 წ.

კულტურის დასახელება ფართობი (ჰა) საშ. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე (ტ) სულ მოსავლიანობა (ტ)
1 სიმინდი 2268 1,7 3855,6
2 ლობიო 0 0 0
3 სოია 7 1,2 8,4
4 კარტოფილი 76 10 760
5 გოგრა 14 18 252
6 საზამთრო 235 25 5875
7 ნესვი 118 9 1056
8 პომიდორი 121 7 847
9 კიტრი 83 6 498
10 ბადრიჯანი 62 11 682
11 წიწაკა 38 8 684
12 მწვანილი 62 2,4 148
13 ხახვი 43 18 774
14 ნიორი 26 2,2 57,2
15 თხილი 3304 0,4 1321,6
16 კაკალი 40 0,2 8
17 ჟოლო 10 5,2 52
18 თეთრი ყურძენი 662,5 2,5 1656,25
19 შავი ყურძენი 242,5 1,7 436,5
20 კივი 16 5,3 84,8
21 ფეიხოა 12 3,8 45,6
22 ლეღვი 23 1,9 43,7
23 კარალიოკი-ხურმა 100 6,6 660
24 ბროწეული 41 3,6 147,6
25 დაფნა 184 1,5 276
26 მანდარინი 89 3,9 347,1
27 ფორთოხალი 12 4,1 49,2
28 ლიმონი 24 3,3 79,2
29 ვაშლი 75 3,5 262,5
30 მსხალი 248 4 245,2
31 ატამი 67 2,7 180,9
32 ბალი-ალუბალი 17 1 17
33 ტყემალი 229 8 1832

საშ. მოსავლიანობა 2018 წ.

კულტურის დასახელება ფართობი (ჰა) საშ. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე (ტ) სულ მოსავლიანობა (ტ)
1 სიმინდი 2087 2,5 5217,5
2 ლობიო 3 1,2 3,6
3 სოია 0 0 0
4 კარტოფილი 96 10,5 1008
5 გოგრა 18 19 342
6 საზამთრო 228 28 6384
7 ნესვი 98 11 1078
8 პომიდორი 98 9,5 931
9 კიტრი 76 6,5 494
10 ბადრიჯანი 55 12 660
11 წიწაკა 18 8 144
12 მწვანილი 40 2,8 112
13 ხახვი 14 14 196
14 ნიორი 13 2,3 29,9
15 თხილი 3304 0,5 1652
16 კაკალი 40 0,2 8
17 ჟოლო 10 5 50
19 შავი ყურძენი 243 1,8 437,4
20 კივი 16 5 80
21 ფეიხოა 12 3,8 45,6
22 ლეღვი 23 2,1 48,3
23 კარალიოკი-ხურმა 100 4,6 460
24 ბროწეული 41 3,3 135,3
25 დაფნა 184 1,4 257,6
26 მანდარინი 94 4,2 394,8
27 ფორთოხალი 12 4,4 52,8
28 ლიმონი 24 3,9 93,6
29 ვაშლი 75 3,5 262,5
30 მსხალი 62 4,1 245,2
31 ატამი 67 3 201
32 ბალი-ალუბალი 17 0,7 11,9
33 ტყემალი 229 3,8 870,2

საშ. მოსავლიანობა 2019 წ.

კულტურის დასახელება ფართობი (ჰა) საშ. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე (ტ) სულ მოსავლიანობა (ტ)
1 სიმინდი 2022 3,2 6472,3
2 ლობიო 16 1,6 25,6
3 სოია 19 1,5 28,5
4 კარტოფილი 128 14,2 1817,6
5 გოგრა 44 16 704
6 საზამთრო 144 35 5040
7 ნესვი 75 24 1800
8 პომიდორი 97 12 1164
9 კიტრი 82 8,3 680
10 ბადრიჯანი 11,5 17 195,5
11 წიწაკა 18,5 8,1 149,85
12 მწვანილი 68,5 2,9 198,65
13 ხახვი 20 15 300
14 ნიორი 20,5 3 61
15 თხილი 3304 0,9 2973,6
16 კაკალი 40 0,4 16
17 ჟოლო 10 5,1 51
18 თეთრი ყურძენი 662 3,2 2118,4
19 შავი ყურძენი 243 2,1 510,3
20 კივი 16 5,6 89,6
21 ფეიხოა 12 4,6 55,2
22 ლეღვი 23 2,9 43,7
23 კარალიოკი-ხურმა 100 5,3 530,4
24 ბროწეული 41 3,8 147,6
25 დაფნა 184 1,5 277,5
26 მანდარინი 94 5,9 554,6
27 ფორთოხალი 12 6,3 75,6
28 ლიმონი 24 4,2 100,8
29 ვაშლი 75 5,3 397,5
30 მსხალი 62 6,1 378,2
31 ატამი 67 3,4 230,8
32 ბალი-ალუბალი 17 0,8 13,6
33 ტყემალი 229 10,3 2358,7