„მარტვილის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (2020-2023)“-ის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.109.016338
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2020 წლის 3 აგვისტო

ქ. მარტვილი

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

მარტვილის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი მომზადებულია პროექტის „მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარება“ გაეროს განვითარების პროგრამის „(UNDP) პროექტების „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2 (FRLD 2)” და „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე (DGG)” ფარგლებში კონტრაქტორი ორგანიზაციის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (AYEG) მონაწილეობით, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების მოსაზრებებს.

სარჩევი

წინასიტყვაობა 1

1. მუნიციპალიტეტის ხედვა, მიზნები და ამოცანები 2

2. სიტუაციური ანალიზი 3

2.1 ძირითადი სოციალური ეკონომიკური მონაცემების მიმოხილვა 3

2.2 მუნიციპალიტეტის ეკონომიკა 4

2.3 მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა 10

2.4 ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა 14

2.5 განათლება, კულტურა და სპორტი 15

2.6 გარემოს დაცვა 17

2.7 მუნიციპალური სერვისები და მმართველობა 18

3. SWOT ანალიზი 19

4. განხორციელების მექანიზმი 22

5. მონიტორინგი და შეფასება 29

დანართი 31

წინასიტყვაობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხედვისა და საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (2020 - 2023) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით შემუშავებულ დოკუმენტს, რაც გამოიხატება არსებული საჭიროებების შესწავლაში, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაში და მათ მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი წარმოადგენს მარტვილის საშუალოვადიან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად გეგმას, რომელიც ასახავს ადგილობრივ მთავარ მიზნებს, ამოცანებს და მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებს.

მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესი ითვალისწინებდა მაღალ სამოქალაქო აქტივობას და ინტერესთა ყველა ჯგუფის შეხედულების გაანალიზებას. სწორედ, თანამონაწილეობით პრინციპს ეფუძნება დოკუმენტის შემუშავების პროცესი და წარმოადგენს კომპლექსურ მიდგომას გააერთიანოს სხვადასხვა მხარეების ინტერესები, მოსაზრებები, მიზნები და პრობლემების გადაჭრის ხედვა, განვითარებისა და პროგრესის საზიარო მიზნის მისაღწევად.

დოკუმენტის შემუშავების პროცესის ინიციატორი იყო მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც ჩამოაყალიბა დოკუმენტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი დაგეგმვის სამუშაო ჯგუფი. დაგეგმვის სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა პროექტის ფარგლებში შექმნილი „მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის პრაქტიკული სახელმძღვანელო“-ს მეთოდოლოგიით და უზრუნველყო დაგეგმვის პროცესში სამოქალაქო და კერძო სექტორის მაღალი ჩართულობა, ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას მრავალფეროვანი აუდიტორიის მონაწილეობა და ჩართულობა დაგეგმვის პროცესში.

მუნიციპალიტეტის ხედვა, მიზნები და ამოცანები

მუნიციპალიტეტის ხედვა

მარტვილის მუნიციპალიტეტი ცხოვრებისთვის უსაფრთხო და საინტერესო მუნიციპალიტეტი ქართული ტრადიციებითა და მოწესრიგებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით, სადაც განვითარებულია აგროსექტორი, ტურიზმი, მრეწველობა და უზრუნველყოფილია ბუნებრივი რესურსების გამოყენება მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

დოკუმენტის წინამდებარე ნაწილში წარმოდგენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი მიზნები და შესაბამისი ამოცანები, რომელთა დადგომაც ივარაუდება შემდგომი 4 წლის განმავლობაში შესაბამისი მუნიციპალური პროექტებისა თუ პროგრამების განხორციელების შედეგად.

მიზანი 1. მოსახლეობის საცხოვრებელი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება
ამოცანა 1.1 საკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
ამოცანა 1.2 გასართობი და დასასვენებელი გარემოს შექმნა
ამოცანა 1.3 სოციალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების შექმნა/გაუმჯობესება
ამოცანა 1.4 მოსახლეობის ჩართვა კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა
მიზანი 2. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
ამოცანა 2.1 ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა
ამოცანა 2.2 მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის ჩართულობის ზრდა.
ამოცანა 2.3 სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის წახალისება
ამოცანა 2.4 უწყვეტი განათლების სისტემის შექმნა და მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განათლების სისტემაში მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა.
მიზანი 3. მდგრადი განვითარება გარემოს დაცვითა და ეკოსისტემის შენარჩუნებით
ამოცანა 3.1 ნარჩენების მართვის ეფექტიანობის ამაღლება
ამოცანა 3.2 გამწმენდი ნაგებობების და სხვა სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა
ამოცანა 3.3 სტიქიური უბედურებების პრევენცია, მოსალოდნელი ზარალის შემცირება

დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად აქტივობების დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები და ხელი შეეწყობა გენდერული თანასწორობის დამყარებას. წარმოდგენილი მიზნები და ამოცანები ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და აერთიანებს ადგილობრივ დონეზე სიღარიბის დაძლევისთვის კონკრეტულ ქმედებებს.

სიტუაციური ანალიზი

2.1 ძირითადი სოციალური ეკონომიკური მონაცემების მიმოხილვა

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 88,060 ჰა-ს, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 21,947 ჰექტარი, ხოლო 45,000 ჰა ტყეებს უჭირავს. მუნიციპალიტეტის ზოგადი მონაცემებია: მანძილი თბილისამდე - 279 კმ; მანძილი ზუგდიდამდე - 80 კმ; უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 70 კმ; უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა 35 კმ; უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი, კოპიტნარი - 40 კმ.

ადმინისტრაციული ცენტრია ქ. მარტვილი, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტში 20 სოფლის ადმინისტრაციული ერთეულია.

დემოგრაფია მუნიციპალიტეტში იგრძნობა მოსახლეობის მიგრაციის პროცესი, რაც გამოწვეულია დასაქმების პრობლემით. ბოლო წლებში გაზრდილია მოსახლეობის გადინება სოფლიდან ქალაქში. მიგრაციის უარყოფითი ტენდენციის მიზეზი მძიმე სოციალური პირობებია, მას შემდეგ რაც ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად სხვადასხვა ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად, მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების სიმცირის გამო ძალიან მცირე რაოდენობა ბრუნდება, შედეგად თანდათან მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ასევე მიგრაცია ხდება სხვადასხვა ქვეყნებში და მისი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ასევე არასტაბილური სოციალური მდგომარეობაა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2019 წლის 1 იანვრის სტატისტიკით შეადგენს 32,2 ათას კაცს, რაც მთლიანად რეგიონის მოსახლეობის 10%-ია. მათგან ქალაქად მცხოვრებთა რაოდენობა, მუნიციპალიტეტის ფარგლებში, 13%-ია, ხოლო 87 % ნაწილდება სასოფლო დასახლებებზე. მოსახლეობის რიცხოვნობა ბოლო 5 წლის მანძილზე (2015-2019წწ.) შემცირდა 4%-ით. შემცირების ტენდენციით ხასიათდება მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (-4%) და 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით შეადგინა 36,5 კაც/კვ.კმ-ზე.

სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 2015 წლიდან 2018 წლის ბოლომდე შემცირდა 2%-ით და მიაღწია 2 239 კაცს. რაც შეეხება პენსიის მიმღებთა რაოდენობას მოცემული დროის მონაკვეთში გაიზარდა 1%-ით (8 045 კაცი).

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 15+ ასაკის მოსახლეობაში არის 82%. 2018 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ბიზნეს სუბიექტების წილი რეგიონულ მაჩვენებელთან მიმართებაში 8%-ია და 7%-იანი კლებით ხასიათდება (2015- 2018წწ.)

მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საავტომობილო გზების, ხიდების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემების, გაზსადენი მაგისტრალების, საბავშვო ბაღებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რაც ხელს შეუწყობს სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას, სოფლის მეურნეობისა და სხვა სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას მუნიციპალიტეტში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის მუნიციპალიტეტში დამკვიდრებას.

მარტვილის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია მდინარეების სიმრავლით, რაც ამაღლებს წყალუხვიან პერიოდში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლისა და სახნავ–სათესი სავარგულების, ასევე საცხოვრებელი საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის რისკს. წყალმოვარდნის განსაკუთრებული რისკ–ფაქტორი ბოლო წლებში მომხდარი სტიქიურ მოვლენების გათვალისწინებით არსებობს ივნის–ივლისის პერიოდში. გვალვის პერიოდი ძირითადად დგება აგვისტოს თვეში.

წიაღისეული და სხვა ბუნებრივი რესურსები მინერალური წყლებიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვხვდებით ლებარდეს, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მ-ზე მოიპოვება. მინერალური ნედლეული არ მოიპოვება. სამშენებლო მასალებიდან ვხვდებით კირქვას, თიხასა და ქვიშა-ხრეშს, ხოლო ნედლეული რომელიც მოიპოვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოდ გამოყენებადი ნედლეულია, მაგალითად კირქვას იყენებენ კირის დასამზადებლად, აგრეთვე კირქვა ხშირად ეკლესია-მონასტრებში სამშენებლო მასალად გამოიყენება, რადგან ადვილია დასამუშავებლად, აგრეთვე გამოიყენება მოსაპირკეთებლად, კირქვისგან ამზადებენ ჯვრებს და ხატებს. რაც შეეხება ქვიშა-ხრეშს აღნიშნულ ბუნებრივ რესურს იყენებენ სამშენებლო მასალად, ისევე როგორც გზების რეაბილიტაციისთვის, ასევე გზების სამშენებლო სამუშაოებისას და შენობების მშენებლობის დროს.

2.2 მუნიციპალიტეტის ეკონომიკა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს. ძირითადი დარგებია მეჩაიეობა, მემარცვლეობა, მეთხილეობა და მეცხოველეობა, მნიშვნელოვანია აგრეთვე მეხილეობა და მევენახეობა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში პერსპექტიულია ჩაისა და ვაზის ენდემური სახეობის -„ოჯალეშის“ წარმოება. მუნიციპალიტეტში შემორჩენილია 963 ჰა ჩაის პლანტაცია. სოფ. დიდი ჭყონში ფუნქციონირებს რამოდენიმე ჩაის მიკრო გადამამუშავებელი ქარხნები, სადაც დასაქმებულია 50 ოჯახი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ჩაის პლანტაციების სრული ათვისების შემთხვევაში 4,000-მდე ადამიანი დასაქმდება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მიკრო ჰიდრო-ელექტრო სადგური „აბ ჰესი“. ასევე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული ალპური საძოვრებისა და სხვა რესურსების გათვალისწინებით არსებობს მეცხოველეობის დარგის განვითარების პოტენციალი, ხოლო აუთვისებელი სასოფლო მიწის ნაკვეთების სრულად დატვირთვის შემდგეგ კიდევ უფრო გაიზრდება მარცვლეულის წარმოება.

სოფლის მეურნეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების უმეტესი ნაწილი მიეკუთვნება თვითდასაქმებულთა სეგმენტს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ სასოფლო–სამეურნეო მეურნეობებში არის დასაქმებული.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელია ბიო მეურნეობების განვითარებისათვის. მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 28,686 ჰა უჭირავს, აქედან კერძო საკუთრებას შეადგენს 12,621 ჰა, დანარჩენი ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა, დანიშნულების მიხედვით მისი განაწილება შემდეგნაირად ხდება: საძოვარი - 13,591 ჰა, სახნავი - 8,920 ჰა და მრავალწლიანი კულტურები - 6,157 ჰა. მუნიციპალიტეტში დაუმუშავებელია 900 ჰა ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

მეცხოველეობა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მეცხოველეობა განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ადგილობრივად დამზადებულ სულგუნზე და ზოგადად რძის პროდუქტებზე. მუნიციპალიტეტის მიწის რესურსებთან შედარებით პირუტყვის რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ნორმის ფარგლებს, აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ რომ მიწის ნაყოფიერების მხრივ მთლად სახარბიელო მდგომარეობა არ არის, ჭარბძოვების შედეგად შესაძლებელია სავარგულების დეგრადირება და ნაყოფიერების გაუარესება, თუ საქმიანობაში მომთაბარე მეცხოველეობა არ ჩაერთო ან არ დარეგულირდა პირუტყვის და საძოვრების ბალანსი.

მემცენარეობა: დღეისათვის მრავალწლოვანი ფართობები კულტურების მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: ვენახი 362 ჰა, სუბტროპიკული და ტექნიკური კულტურები 707 ჰა, ხეხილი 478 ჰა, ჩაი 963 ჰა, კაკლოვანი კულტურები 3940 ჰა, ციტრუსი 11 ჰა, კენკროვნები 20 ჰა და სხვა ტუნგო 270 ჰა.

იმის გამო რომ არ არსებობს მოთხოვნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საერთოდ დაუტვირთავია 270 ჰა ფართობის მქონე ტუნგოს პლანტაცია, ასევე არ ხდება ჩაის ფართობების მთლიანად ჩართვა საწარმოო პროცესში.

მუნიციპალიტეტში სეზონზე, მხოლოდ ხეხილის უმნიშვნელო ნაწილის რეალიზაცია ხდება. ხეხილოვანი კულტურები მუნიციპალიტეტში არ იწამლება და შედარებით სუფთაა ეკოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა ვიზუალურად ნაკლებ ეფექტიანია, შესაბამისად სარეალიზაციო პოტენციალი ნაკლებად გააჩნია. თუმცა მეხილეობა მუნიციპალიტეტისათვის ხელსაყრელი დარგია და თესლოვან-კურკოვანი ხეხილის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს მის აღორძინებას.

საკმაოდ პერსპექტიულია მუნიციპალიტეტისათვის ხურმის წარმოება, მარტვილის ხურმის ჩირი საკმაოდ მაღალი ცნობადობით ხასიათდება და ბაზარზე მოთხოვნადია, ძირითადად კუსტარულ პირობებში დამზადებული ჩირი ხვდება ბაზარზე. მარტვილის მუნიციპალიტეტში კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს ჩირის საშრობი საწარმო, რომელიც 2018 წლიდან ჩართულია საწარმოო პროცესებში.

მევენახეობა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, სალხინო-თარგამეული-ბანძას მიკროზონა საუკეთესოა ოჯალეშის ვენახის წარმოებისათვის და პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში.

ერთწლოვანი ნათესი ფართობები კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: სიმინდი 7,090 ჰა, სოიო 100 ჰა, ლობიო 6 ჰა და შვრია 20 ჰა, აქედან 11% დაუმუშავებელია.

მეფუტკრეობა მუნიციპალიტეტში სულ 9,550 სკა ფუტკარია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი რესურსები თავისუფლად იძლევა დარგის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას.

მეთევზეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 9 თევზსაშენი ტბორიდან, რომლის სარკის ფართობი 6,5 ჰა-ს შეადგენს, ფუნქციონირებს მხოლოდ 2 და აწარმოებს წელიწადში 0,5 ტონა თევზს. გარდა ამისა მუნიციპალიტეტში 2 საკალმახე მეურნეობაა, სარკის საერთო ფართით 0,2 ჰა. თუმცა ფუნქციონირებს ორივე მათგანი და აწარმოებენ წელიწადში 5 ტონა კალმახს. სატბორე მიმართულების მეთევზეობის განვითარებისათვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის საკვები ბაზის ხელმიუწვდომლობა და ხარისხიანი სანაშენე ლიფსიტის დეფიციტი.

სულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია 583 ფერმერული მეურნეობა და 15 სასოფლო-სამეურნეო საწარმო.

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში. პერიოდულად ადგილი აქვს გვალვებს. გვალვის პერიოდში, საირიგაციო სისტემის არარსებობის გამო ვერ ხდება რწყვა, რაც უარყოფითად მოქმედებს მოწეული მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე.

მუნიციპალიტეტში 3 საირიგაციო სისტემა არსებობდა და ასარწყავიანებდა დაახლოებით 500 ჰა-მდე მიწის ფართობს. დღეისათვის ეს ინფრასტრუქტურა მწყობრიდანაა გამოსული და საჭიროებს რეაბილიტაციას, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სათანადოდ მოვლასა და დამუშავებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცხენისწყალ-ნოღელას ღია სარწყავ სისტემას, რომლის სარეკონსტრუქციო-წმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზრდება როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიან სასოფლო­-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა, საგრძნობლად გაუმჯობესდება მეცხოველეობის საკვები ბაზა.

მუნიციპალიტეტში აგრარული სექტორის პრობლემები და გამოწვევები:

მუნიციპალიტეტში არსებული ჩაის რესურსის სრულად გამოყენება არ ხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, არსებობს რამოდენიმე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სრულად ვერ ითვისებს არსებულ ნედლეულს, შესაბამისად ფართობების დიდი ნაწილი დეგრადირებულია.

ტუნგოს ნარგაობები შემორჩენილია საბჭოთა პერიოდიდან, რამოდენიმე წარუმატებელი ცდის მიუხედავად, დღეისათვის მისი გამოყენება არ ხდება, ამ კულტურის ქვეშ დატვირთული ფართობი (315ჰა) სახნავი და მრავალწლიანი სავარგულების 5%-ს შეადგენს, შესაბამისად გაცდენილი ფართობები ამცირებს მოსავლიანობას და ადგილობრივი მოსახლების შემოსავლებს.

სახნავი ფართობების გარკვეული რაოდენობა არ არის გასარწყავიანებული, რაც გარკვეულწილად ამცირებს მარცვლეული კულტურების მოსავლიანობას. სუბტროპიკული და ხეხილოვანი კულტურების გადამამუშავებელი საწარმოების არარსებობის გამო მოსავლის დიდი ნაწილი ან არ გამოიყენება, ან ნედლეულის სახით იყიდება. პირუტყვის ჭარბი რაოდენობის და სავარგულების სიმცირის გამო ნიადაგის ნაყოფიერების დონე მცირდება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტის და სიძვირის გამო სახნავი ფართობების 11% არ მუშავდება.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის ცოდნის არასაკმარისი დონე თითქმის ყველა დარგში იწვევს მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებების უგულებელყოფას მათი მხრიდან, რაც უარყოფითად აისახება დარგის რენტაბელობაზე და ხშირ შემთხვევებში მიღებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დანახარჯების ტოლფასია.

მიწის საკადასტრო მონაცემების განახლება და კატეგორიზაცია მნიშვნელობის მიხედვით ნიადაგის ტიპის და პერსპექტიული დარგის შესაბამისად მოგვცემს იმის საშუალებას რომ ჩაის და ტუნგოს ფართობები იქნას შესწავლილი ნარგავების ვარგისიანობის და დარგის სტრატეგიული მნიშვნელობის მიხედვით, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტმა შეადგინოს და განახორციელოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიული გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული ნაკვეთისათვის ოპტიმალური მიმართულება, რომელიც ორიენტირებული იქნება მრავალწლიან შედეგზე.

ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის შექმნა და სრულფასოვანი დატვირთვა ხელს შეუწყობს მოსახლეობას ზუსტად განსაზღვრონ მიწის შემადგენლობა, სწორად დაგეგმონ ოპტიმალური კულტურა და მიზანმიმართული ღონისძიებებით სწორად არეგულირონ ნიადაგის ნაყოფიერება კონკრეტული დარგის განვითარებისათვის.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა (განსაკუთრებით მცირეგაბარიტიანი) ხელს შეუწყობს სრული აგროტექნიკური ღონისძიებების წარმართვას მიწათმოქმედებაში. სახნავი ფართობების გარკვეული რაოდენობა საჭიროებს გასარწყავიანებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დაუმუშავებელი მიწების ათვისებას და მოსავლიანობის გაზრდას.

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის სტიმულირება სერიოზული წინსვლა იქნება მუნიციპალიტეტისათვის. იგი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას (მემინდვრეობა-მეცხოველეობა-მეღორეობა-მეფრინველეობა), რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას და გაზრდის რაოდენობას.

ადგილობრივი კადრების გადამზადება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროებში და ფერმერების დონეზე ექსტენციური მომსახურეობის ეფექტური მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ცოდნის დონის ამაღლებას, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება არსებული დარგების სრული აგროტექნიკური ციკლის შენარჩუნება პირველადი წარმოებიდან საბოლოო პროდუქტამდე, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის გაზრდილ რაოდენობას და ხარისხს.

არასასოფოლო სამეურნეო საქმიანობა მუნიციპალიტეტში ძირითადად განვითრებულია ვაჭრობა - ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, სადაც მოქმედ საწარმოთა თითქმის ნახევარი ფუნქციონირებს. მრეწველობა და მძიმე მრეწველობა ნაკლებად განვითრებულია. მიუხედავად მუნიციპალიტეტის ტურისტული მიმზიდველობისა, როგორც შიდა ტურიზმის ასევე საგარეო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტში მხოლოდ 9 სასტუმრო(6) და რესტორანი(3)ფიქსირდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში განვითრებულია ენერგეტიკა - მუნიციპალიტეტში ხდება ელექტრო ენერგიის გამომუშავება საერთო სიმძლავრით 1,06 მეგავატი და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით გადამუშავება მემცენარეობის, კერძოდ ჩაის მეურნეობა - 1 ტ. გამოშვებით და თხილის მეურნეობა - 120 ტ. პროდუქციის გამოშვებით.

მუნიციპალიტეტს გააჩნია ორი ჰესი: ერთი მდებარეობს სოფ. ინჩხურში (აბჰესის ჰიდროელექტრო სადგური), რომელიც გამოიმუშავებს 900 კილოვატ ელექტროენერგიას, ხოლო მეორე მდებარეობს სოფ. კურზუში (კურზჰესი), რომელიც გამოიმუშავებს 160 კვტ. ენერგიას და ემსახურება 30 ოჯახს.

პროექტი დამუშავებულია და დაგეგმილია მდინარე ტეხურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადური ხუთი მცირე ჰესის მშენებლობა, საერთო სიმძლავრით 112 მეგავატი.

არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, საშუალოვადიან პერიოდში პერსპექტიულ დარგად სოფლის მეურნეობასთან ერთად შესაძლოა მივიჩნიოთ როგორც ენერგეტიკა, ასევე ტურიზმი.

ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გამოწვევებია მუნიციპალიტეტში ნაკლებად განვითარებული ბიზნესსექტორი, მოსახლეობის დაბალი შემოსავლის დონე და დაბალი მსყიდველობითუნარიანობა.

საჭიროა მუნიციპალიტეტში დაიგეგმოს და განხორციელდეს მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები, განსაკუთრებით მომსახურების მიმართულებით და ტექნიკური მხარდაჭერა გაეწიოს ადგილობრივ ბიზნეს-ინიციატივებს, რომელიც უნდა წახალისდეს მერიის მხრიდან.

ტურიზმი და მომსახურების სფერო მარტვილის მუნიციპალიტეტს ტურისტული მომსახურეობის კუთხით საკამოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მარტვილი გახდეს ტურისტებისათვის ერთ–ერთი მიმზიდველი და საინტერესო ადგილი. სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დაჩქარებასა და პროგრესს მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა წლიურად შეადგენს 180,000–მდე ტურისტს. ტურისტული სეზონის ხანგრძლივობა იწყება აპრილიდან და გრძელდება ოქტომბერ- ნოემბრის თვემდე.

მარტვილის ტურისტული პოტენციალი განისაზღვრება მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნებითა და მიმზიდველობით, ასევე იმ ისტორიული ძეგლებით, რომლებიც უხვადაა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ბუნების ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მდინარე აბაშის ხეობაში მდებარე კანიონი, მოთენას მღვიმე, ტობას, ონიორეს და აბაშის ჩანჩქერები, არსენ ოქროჯანაშვილის, ტობას მეორე და ჯორწყუს მღვიმეები, რაჩხის უნიკალური, იშვიათი რელიქტური ტყეები.

ტურისტებისთვის და არა მარტო მათთვის, ფუნქციონირებს სასტუმრო ,,მარტვილი პალასი“, სასტუმრო ,,გარდა“ ,სასტუმრო ,, ნიუ ჰოტელი“, სასტუმრო ,, კოლხი“, ,,Hotel Canyon", ,, Hotel New", ასევე 50-მდე საოჯახო ტიპის სასტუმრო და 2 ჰოსტელი. სასტუმროები კეთილმოწყობილია, თანამედროვე ტიპის, იზოლირებული „ლუქს-ნომრებითა“ და სველი წერტილებით.

მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს კურორტი „ლებარდე“, იგი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. კურორტს ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. საკურორტო სეზონი ივნისი-ოქტომბერი. აუცილებელია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე დასასვენებელი ობიექტების მოწყობა. მუნიციპალიტეტში რეკრეაციის სხვა დაწესებულებები არ არსებობს.

მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელიც მიმზიდველ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისთვის (იხ. დანართი 2).

მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები სოფ. ხუნწში „ქუქითის გორაზე“ არსებულ ნაგებობების ნაშთებთან დაკავშირებით, რომელიც თარიღდება ჩვ.წ აღრიცხვით IV-V საუკუნეებით. ნიშანდობლივია, რომ ამ ტერიტორიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გათხრების შედეგად ნაპოვნია დაახლოებით V–VI საუკუნეების დარბაზის იატაკი და სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლის ექსპონატები. სამომავლოდ მეცნიერები ფიქრობენ, რომ სოფელ ხუნწში „ქუქითის ციხე–სიმაგრე“ გამორჩეული იქნება მნიშვნელოვანი აღმოჩენებით.

მარტვილის ტურისტული პოტენციალის და მისი მიმზიდველობის გათვალისწინებით, საჭიროა ამ ეკონომიკურ მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს და შეიძლება ეკონომიკურ დარგებში პრიორიტეტიც კი იყოს საშუალოვადიანი განვითარების მიზნებისთვის. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საჭიროა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოვლა-კეთილმოწყობა და ასევე მუნიციპალიტეტის პოზიციონირება ტურისტულ ბაზარზე.

ასევე ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენისა და ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს საგზაო ინფრასტრუქტურა მაღალმთიან და შედარებით ძნელად მისადგომ ადგილებში, რადგან ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი სწორედ მაღალმთიან სოფლებშია თავმოყრილი. გზების გამართვასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით, აუცილებლია მათი კეთილმოწყობა, განათება, ავტოგასამართი და კავშირგაბმულობის პუნქტებისა და საინფორმაციო ტურისტული ბანერების განთავსება. ასევე ველო ტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. აუცილებელია გაუმჯობესდეს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ტურისტულად მიმზიდველ ადგილებთან განთავსდეს ბიო-ტუალეტები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინება უზრუნველყოფს ტურიზმის სექტორის მაღალ დონეზე განვითარებას.

2.3 მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან უმნიშვნელოვანესია საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა/რეაბილიტაციის პროექტები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების უმეტესი ნაწილი ასფალტირებულია, გზებზე დაზიანებები აღმოფხვრილია, მაგრამ საჭიროებს გზის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე არხების გასუფთავებას და ზოგ ადგილებში ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობას. მუნიციპალიტეტში არსებულ 21 ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრთან მიმავალი გზებიდან მოასფალტებულია და სრულადაა რეაბილიტირებული 20 ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა, ხოლო დოშაყეში მისასვლელი გზა დაიწყო 2018 წელს და 2020 წელს სრულად დასრულდება.

მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვას საკუთარი სახსრებითა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხებით ახორციელებს. მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების დახმარება, რაც გამოიხატება სამშენებლო-სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემაში, უფასო კარიერების გამოყოფაში და გზების რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრების მობილიზებაში. მუნიციპალიტეტს გააჩნია სამშენებლო-სატრანსპორტო ტექნიკა: ექსკავატორი და გრეიდერი, რომელთა საშუალებით ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, მაგრამ თუ გაიზრდება ზემოთ აღნიშნული ტექნიკის რაოდენობა ავტოთვითმცლელებით, მეტი შესაძლებლობა შეიქმნება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის ცენტრს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

მუნიციპალიტეტი ნახევრად მთაგორიანია და გამოირჩევა მდინარეებისა და ჩამდინარე წყლების სიმრავლით, შესაბამისად ხიდების რაოდენობაც საკმაოდ დიდია. ის ხიდები, რომლებიც მდებარეობს შიდა-სახელმწიფოებრივ გზებზე მოწესრიგებულია.

ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე მდებარე ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება ადგილობრივი ბიუჯეტისა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხებით, რაც არ არის საკმარისი არსებული ხიდების სარეაბილიტაციოდ, რამეთუ სტიქიური მოვლენების შედეგად ხშირად ზიანდება და სიძველის გამო მწყობრიდან გამოდის ხიდების უმრავლესობა. 2020 წელს დასრულდა სოფ. ტალერისა და სალხინოს დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდის მშენებლობა მდ. ტეხურზე, ხოლო მიმდინარეობს მდ. აბაშაზე არსებულ ქ. მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელ ხიდის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია სოფ. სალხინოში მდ. ვახაზე ხიდის მშენებლობის სამუშაოები.

მუნიციპალიტეტი წყლის რესურსებით მდიდარია, მაგრამ მომხმარებლებისთვის წყლის დაუბრკოლებლად მიწოდება ყველგან ვერ ხერხდება. აუცილებელია სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობა და მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა. ოჯახების უმეტესობა წყალს ჭებიდან იმარაგებს. ქ. მარტვილი და მისი მიმდებარე სოფლები: ინჩხური, სერგიეთი, ნაგვაზაო, სასმელი წყლით მარაგდება სოფ. ინჩხურში მდებარე „ინჩხია“-ს სათავე ნაგებობიდან. სულ (2617 აბონენტი), სათავე ნაგებობა ექსპლუატაციაშია 1965 წლიდან. წყალაღება ხდება მიწისქვეშა ჰორიზონტიდან(ზედაპირული წყლები). სათავე ნაგებობაზე მოწყობილია 5 წყლის შემკრები ჭა და ერთი ჭის შემკრები ავზი 18მ3 მოცულობით. საჭიროა წყლის შემკრები ჭების შეკეთება. გვალვების დროს სათავე ნაგებობაზე მცირდება სასმელი წყლის დებეტი, საჭიროა დამატებით გაკეთდეს რკინა-ბეტონის ავზი. ძლიერი ნალექის დროს იმღვრევა სასმელი წყალი, საჭიროა გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. აღნიშნულ სისტემას ოპერირებას უწევს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ამ ეტაპზე ამზადებს საპროექტო დოკუმენტაციას სისტემის სრულად რეაბილიტაციისთვის.

კანალიზაციის ქსელის მოძველებული ნაწილის რეაბილიტაცია ჩატარდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქის ტერიტორიაზე, ნაწილი კი სარეაბილიტაციოა. მოსაწყობია ახალი საკანალიზაციო სისტემები. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკანალიზაციო სისტემის მომწესრიგებელი სამსახური და შესაბამისი ტექნიკა.

2010 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში შემოყვანილ იქნა გაზსადენი მაგისტრალი, ამ ეტაპზე განხორციელებულია ვედიდკარის, ხუნწის, ნაგვაზაოს, ქ. მარტვილის, სოფ. ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულების დასახლებების დაქსელვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლეხაინდრაოს(სოფ. ლეხაინდრაო, სტეფასდაბალი, ნოჯიხევი) ბანძას(ბანძა, ლეპატარავე, ლევახანე, ლეკეკელე,) ნაჯახაოს(ნაჯახაო, ნაგებერაო), ონოღიას და სოფ. ლებაჩეს გაზმომარაგების სამუშაოები. დანარჩენი დასახლებების გაზიფიცირების საკითხი კვლავ მოსაგვარებელია, რადგან გაზსადენი მაგისტრალის სრულად დაქსელვა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. გაზიფიცირების სამუშაოების გაგრძელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ პირობებს და გაზრდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის ყველა სოფელი დაკავშირებულია რაიონულ ცენტრთან სატრანსპორტო საშუალებით, რომლებიც შეუფერხებლად გადაადგილდებიან ამ გზებზე. ქალაქის ქუჩებსა და სოფლების ზოგიერთ უბნებზე მოწყობილია გარე-განათების სისტემები.

ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით, წლების მანძილზე მიტოვებული და დანგრეული შენობა-ნაგებობები ადგილობრივმა ინვესტორებმა შეიძინეს, გაარემონტეს და დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო, სამრეწველო და მომსახურების ობიექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს შეესაბამება.

მუნიციპალიტეტში მიზანმიმართულად და ეტაპობრივად ხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი და მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად არის მიჩნეული.

სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურა მარტვილის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 123,2 კმ, საიდანაც ასფალტირებულია 95,2 კმ, ხრეშოვანი 28 კმ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ს-91) ტალერი - ლებარდეს საავტომობილო გზის კმ 1 - კმ 6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ზემოთ აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, თუმცა საჭიროებები კვლავ არსებობს. შესაბამისად, გზების მშენებლობა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების (ასფალტობეტონის საფარით მოწყობის) არსებული პროექტების მიხედვით შესაძლებელია 30 კმ გზის რეაბილიტაციას.

მუნიციპალიტეტში არის 104 ხიდი, რომელთა საერთო სიგრძეა 1,627 მეტრი. ხიდების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დაზიანების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ღებულობს ზომებს მათ შესაკეთებლად და ყოველი წლის ბიუჯეტში ითვალისწინებს შესაბამის თანხებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის არხის საერთო სიგრძე არის 73 კმ, რომელიც ემსახურება 2617 აბონენტს. ქალაქის ტერიტორიაზე ნაწილობრივ არის რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემა. საკანალიზაციო ქსელის საერთო სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს.

გარე-განათების სისტემა მოწესრიგებულია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო რაც შეეხება ქალაქის ქუჩებს და სოფლის დასახლებებს გარე-განათების სისტემები მეტ-ნაკლებად არის მოწყობილი. ბოლო წლების განმავლობაში გარე-განათების სისტემების მოწყობა ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტისა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხებით დაიგეგმა და განხორციელდა. ელექტროენერგიის მომარაგებით მოსახლეობა სრულიად უზრუნველყოფილია.

სარწყავი არხების სისტემა მუნიციპალიტეტში სრულად არ არის მოწყობილი. დღეის მდგომარეობით აღდგენილია მდ. ცხენისწყალზე გაუქმებული სარწყავი სისტემა.

ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურა ქ. მარტვილში ფუნქციონირებს ერთი სკვერი და ერთი პარკი, სადაც მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სკამები, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილია განათების სისტემებით, სასმელი წყლითა და მისასვლელი გზებით. მიზანშეწონილია აღნიშნული სკვერების განახლება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსებიდან აღსანიშნავია გაჭედილის კანიონი. კანიონი არის ბუნების ძეგლი, რომელიც მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას წარმოადგენს. კანიონის სიგრძე 2,400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმეა 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლელად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები გადასახედი ინფრასტრუქტურით. მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრი ტურისტული ძეგლია. მათ უმეტესობასთან საავტომობილო გზით მისვლა შესაძლებელია. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საბაგირო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქ. მარტვილის ცენტრსა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს.

მუნიციპალიტეტმა აქცენტი განსაკუთრებით უნდა გააკეთოს კურორტ ლებარდეს განვითარებაზე. კურორტი მდიდარია მინერალური წყლით, თუმცა ამ რესურსის გამოყენებისთვის საჭიროა მასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენა და შემდგომ სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. საავტომობილო გზის მოწყობა ეტაპობრივად განხორციელდება 2019-2020 წელს სრულად მოწესრიგდა პირველი ექვსკილომეტრიანი გზის ინფრასტრუქტურა.

2.4 ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა. მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება ინფექციურ დაავადებათა კერა, ასევე არ ფიქსირდება ენდემური, ამა თუ იმ კონკრეტული არეალისათვის დამახასიათებელი დაავადებები. პრევენციული ღონისძიებების საფუძველზე ხდება მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებების გავრცელებისგან.

მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ჯანდაცვის მომსახურეობის ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ამბულატორიების ნაწილი არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არა აქვთ ტექნიკური აღჭურვილობა. ეს კი შეიძლება აისახოს ავადობის მატებაში. ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ქ.მარტვილში არ გააჩნია საკუთარი შენობა. მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მოსახლეობისათვის ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომია.

ჯანდაცვის სფეროში გამოკვეთილი საჭიროებებია: სამედიცინო დაწესებულებების შენობები თანამედროვე სტანდარტებით და შესაბამისი სამედიცინო ავეჯით, ინვენტარით, საჭირო სამედიცინო ხელსაწყოებით და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების „ჩანთის“ (მედიკამენტების) სისტემატიური განახლება, კომუნიკაციის საშუალებები (ინტერნეტი), საკანცელარიო საშუალებებითა და პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოსახლეობის აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სამედიცინო დაწესებულებების მაღალი ტექნოლოგიური აპარატებით უზრუნველყოფა.

სოციალური მომსახურეობა ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის კვების ვაუჩერის ქვეპროგრამით სარგებლობს 15, ჯანმრთელი ბავშვების დღის ცენტრით -არც ერთი, ბავშვთა რეაბილიტაციით - 2, ხოლო დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამით - 30 ბენეფიციარი, რაც არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე ძალიან ცოტაა და მომავალში აუცილებლობას წარმოადგენს შესწავლილ იქნას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებები.

მარტვილის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს მუნიციპალური სოციალური პროგრამები.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სოციალური პროგრამები მრავალფეროვანია და ყოველწლიურად მზარდია, რაც მეტწილად ავსებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამების საჭიროებებს.

2.5 განათლება, კულტურა და სპორტი

განათლებაზე ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაში დასახული სტრატეგიული მიზნის, ბაღი ყველა სოფელს “განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი სამუშაოები თანამიმდევრულად გრძელდება შემდეგი ძირითადი ამოცანების ფარგლებში:

  • სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა;

  • სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარება. დამხმარე საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედება;

  • სკოლამდელი განათლების პედაგოგთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

  • ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება;

  • ინფრასტრუქტურის გამართვისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს 21 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ბავშვთა ფიზიკური გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა აქტივობა. კვება ხორციელდება ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საბავშვო ბაღში დაცულია დღის რეჟიმი.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა არც თუ ისე დიდი რაოდენობა და კეთილმოწყობა, შესაბამისი ფიზიკური, სოციალური და აკადემიური გარემოს შექმნა, რაც ხელს უშლის აღსაზრდელთა სასურველ სასკოლო მზაობას. საჭიროებას წარმოადგენს, შესაბამისი და ხელმისაწვდომი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით საბავშვო ბაღების გახსნა სოფელ ონოღიაში, დიდი ჭყონის , მუხურჩაში, ხუნწსა და მეორე ნამიკოლაოში.

დღეის მდგომარეობით სრულად არის რეაბილიტირებული ნაჯახაოს, ინჩხურის, სერგიეთის, თამაკონის საბავშვო ბაღები. იგეგმება მოქმედი ლეციცხვაიეს, დიდი ჭყონისა და ბანძის საბავშვო ბაღების მშენებლობა. 2020 წელს დაიწყო და მიმდინარეობს სოფ. ონოღიას, სოფ. ქვემო ხუნწის და მამულის უბნის საბავშვო ბაღების მშენებლობა. 2019 წელს ფუნქციონირება დაიწყო სამმა სკოლამდელმა დაწესებულებებმა კერძოდ, ინჩხურის, თამაკონისა და სერგიეთის ბაღებმა. ასევე სრულად არის სარეაბილიტაციო 10 საბავშვო ბაღი. ბაღები აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით.

მუნიციპალიტეტი ყოველ წელს გამოყოფს ბიუჯეტიდან ფინანსურ სახსრებს ზემოთ აღნიშნული პრობლემის ეტაპობრივად მოგვარების მიზნით.

ყველა სოფლის მაცხოვრებელს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.

დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ არის რეაბილიტირებული 7 (სალხინო, ნაჯახაო ნაგვაზაო, ვედიდკარი, კურზუ, პირველი და მეორე საბვაშვო ბაღებში) სკოლამდელი დაწესებულება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 37 საჯარო, 6 შერწყმული და 2 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა/სკოლაა.

2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯოლევის, თამაკონის და კურზუს საჯარო სკოლებს, შენობის შიგნით მოეწყო სველი წერტილები, სრულად გარემონტდა ბალდის საჯარო სკოლა. გადაიხურა ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა. ასევე ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 საჯარო სკოლას.

2019 წლის 15 იანვრიდან ექსპლუატაციაში შევიდა სსიპ მარტვილის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლა, ხოლო 2019-2020წწ მიმდინარეობდა სსიპ ი.მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2019 წელს დაიწყო წაჩხურას საჯარო სკოლის კორპუსის მშენებლობა.

2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სველი წერტილების სარემონტო/სამშენებლო სამუშაოები.

სკოლების ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად შეესაბამება საგანმანათლებლო მოთხოვნებს, თუმცა სკოლებზე გაიცა რეკომენდაციები სასპორტო და სახელოვნებო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. თითქმის ყველა სკოლაში სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟდა ვიდეოთვალი, შედარებით მოწესრიგდა სველი წერტილები. მოხდა სკოლის პერიმეტრის შემოღობვა. 37 საჯარო სკოლაში ხორციელდება მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა.

პრობლემას წარმოადგენს საჯარო სკოლების კეთილმოუწყობელი სპორტული დარბაზები და სველი წერტილები. ქ. მარტვილის პირველ საჯარო სკოლაში სამ ათეულ წელზე მეტია არ არსებობს სპორტული დარბაზი, რაც თავისთავად მოსწავლე-ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდასა და განვითარებას უშლის ხელს. მეტწილად მოსწავლეებს საშუალება არა აქვთ ისარგებლონ ლაბორატორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. სკოლების უმეტესობას არ გააჩნია საგნობრივი ლაბორატორიები და კაბინეტები.

მუნიციპალიტეტი გეგმავს კანონმდებლობისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში მხარი დაუჭიროს 2020 წლის გამოწვევებს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდის პიროვნულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას.

კულტურისა და სპორტის სერვისები მარტვილის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი, სამუსიკო სკოლა და ბიბლიოთეკა.

კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 1 ცენტრალური, 1 საბავშვო და 4 სასოფლო ბიბლიოთეკა. სულ 17 საგანმანათლებლო-კულტურული შემეცნებითი წრეა. ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს საფორტეპიანო და საგუნდო სიმღერების წრეები. მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ა(ა)იპ სასპორტო სკოლა და ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლა. ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს 20 ჯგუფი, 14 სახეობაში. ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს 15 საფეხბურთო ჯგუფი, მათ შორის: ბიჭების და 1 გოგონების.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 6 სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი 3 მინი მოედანი და ერთი ფიტნეს დარბაზი. ასევე სერგიეთში საფეხბურთო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს 8 საფეხბურთო ჯგუფი.

2.6 გარემოს დაცვა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ტეხური, აბაშისწყალი და ცხენისწყალი. მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებსა და ზეგნებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 45% ტყითაა დაფარული. ტყის ფართობი შეადგენს 53,000 ჰა-ს. აქედან ნაწილს ტყეკაფის სტატუსი აქვს მინიჭებული. ტყეების ნაწილი სუბალპურ ზონაში იზრდება. მუნიციპალიტეტს გააჩნია როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ტყეები ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეები. მარტვილის მუნიციპალიტეტს ნაკრძალები არ გააჩნია.

მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის ბუნებრივი საფრთხეებიდან სახასიათოა ძლიერი ქარი, ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, მეწყერი და მდინარეთა ნაპირების წარეცხვა, არის გვალვის შემთხვევებიც და ხანმოკლე სეტყვაც. ბუნებრივი კატასტროფები საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს, სახნავ-სათეს ფართობებს და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. წყალდიდობა და მეწყერი თითქმის ყველა სოფელში აზიანებს შიდა სასოფლო გზებს. ხდება მდინარის ნაპირების წარეცხვა და ზიანდება ჭალისპირა სახნავ-სათესი ფართობები.

მუნიციპალიტეტში არ არის საკანალიზაციო კოლექტორები და წყალგამწმენდი ნაგებობები, რის გამოც ჩამდინარე წყლები გაუწმენდავად ჩადის მდინარეში.

მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად დიდი ოდენობის თანხები იხარჯება ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობაზე, პრობლემებს კი ძირითადად ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარეები და მცირე ზომის ღელეები ქმნიან. ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარებულია მდინარეებზე: ტეხური, აბაშა, ინჩხია და სხვადასხვა ღელეებზე, საერთო სიგრძით 3.5 კმ. ყოველწლიურად ზიანდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები სხვადასხვა სოფლებში, ასევე ზიანდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მუნიციპალიტეტი ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და წინასწარი პრევენციისთვის ახორციელებს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითქმის ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბურ ღონისძიებებს ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობის მიზნით.

ნარჩენების შეგროვება/გატანა/განთავსებას ახორციელებს ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის ცენტრი“.

მუნიციპალიტეტში არსებობდა ლიცენზირებული ნაგავსაყრელი რომელიც დაიხურა 2016 წლის ნოემბრის თვეში. ნარჩენების გატანას მუნიციპალიტეტი ახდენს ქ. სამტრედიაში არსებულ ნაგავსაყრელზე, სოფ. დაფნარაში. აღნიშნული ნაგავსაყრელი მარტვილის ცენტრიდან დაშორებულია 50 კმ-ით, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია ნარჩენების გატანისათვის.

დასუფთავების სამსახური ემსახურება 80% (25600 მოსახლე). ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა წელიწადში დაახლობით შეადგენს 125 კგ. შეგროვებული და ნაგავსაყრელზე განთავსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 3200 ტონა, არ ხდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება ან/და რომელიმე კომპონენტის შეგროვება/გადამუშავება.

მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვება ხდება კონტეინერების საშუალებით - 100%. კონტეინერთა საერთო რაოდენობაა 260. კონტეინერები იცლება 2 დღეში ერთხელ. მუნიციალიტეტს გააჩნია სამი თვითმცლელი ნაგავმზიდი მანქანა. სპეც-ავტომეურნეობებს სამრეცხაო არ აქვთ.

2.7 მუნიციპალური სერვისები და მმართველობა

მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელია, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, ასევე ხდება მშენებლობის ნებართვების გაცემა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის მერია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები გათვალისწინებულია 16.093 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც თითქმის 58.38% არის საკუთარი შემოსავლები, თუმცა წლის განმავლობაში მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების დამატებით გამოყოფა.

2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 17,353 ათას ლარს, საიდანაც ამ ეტაპზე ბიუჯეტის დაახლოებით 51,4% არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის ღონისძიებებზე სრულად მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებიდან გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტის 4%, განათლების ხელშეწყობის მხრივ - 15,7%, კულტურის, რელიგიური, ახალგაზრდული და სპორტული აქტივობებისათვის გამოყოფილია ბიუჯეტის - 7,3%, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფისათვის - 6,2 %.

SWOT ანალიზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
  • შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების უმეტესი ნაწილი ასფალტირებულია;

  • ელექტროენერგიის მომარაგებით მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა;

  • მუნიციპალიტეტის ტურისტულ ზონაში მდებარეობა;

  • ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულობის აღიარება ხელისუფლებისა და თვითმმართველობების მიერ;

  • ტურისტულ ძეგლებამდე მისასვლელი გზების კარგი მდგომარეობა;

  • ყველა სოფელი დაკავშირებულია რაიონულ ცენტრთან სატრანსპორტო საშუალებით;

  • განვითარებული ენერგეტიკის სექტორი;

  • მუნიციპალიტეტის ხელსაყრელი გეოფიზიკური მდებარეობა, სტრატეგიული სატრანსპორტო ფუნქცია, მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელი კვანძი;

  • სხვადასხვა სახის აუთვისებელი წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგები, სამშენებლო ინდუსტრიისთვის საჭირო მნიშვნელოვანი რესურსული პოტენციალი;

  • ლებარდეს სამკურნალო წყლის საკურორტო პოტენციალი;

  • წყლის რესურსების მნიშვნელოვანი პოტენციალი, სასმელად ვარგისი მტკნარი წყლების მნიშვნელოვანი რესურსი;

  • გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში გამოცდილება და შესაბამისი კადრების არსებობა;

  • ტურისტული ობიექტების, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების სიმრავლე;

  • მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გარკვეული მატერიალური ბაზის არსებობა;

  • დინამიურად განვითარებადი საბანკო სექტორი და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციები;

  • ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველი საშუალებების არსებობა;

  • საშუალო და უმაღლესი განათლების სპეციალისტების არსებობა;

  • ტურისტების დიდი ინტერესი არსებული ძეგლებისადმი;

  • ოჯახის ექიმის მომსახურებით ყველა თემის უზრუნველყოფა;

  • მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ბრიგადის მიერ ყველა თემში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდება;

  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური პროგრამების არსებობა;

  • სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ორგანიზებულობა;

  • კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი;

  • მუნიციპალური სოციალური პროგრამები.

  • კადრების სტაბილურობა;

  • მასწავლებელთა გადამზადების უზრუნველყოფა;

  • კვალიფიცირებული/სერტიფიცირებული კადრები;

  • ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული და ინფრასტრუქტრის განახლებისა და გაუმჯობესების მიმდინარე პროექტები;

  • ახალაშენებული საბავშვო ბაღები;

  • ბაღებში გარემონტებული სამუსიკო დარბაზები;

  • მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება;

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მრავალფეროვნება;

  • მუნიციპალიტეტის მდიდარი ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსები;

  • გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პრაქტიკა;

  • სარეაბილიტაციო და მოსაწყობია საკანალიზაციო სისტემები;

  • მუნიციპალიტეტი სრულად არ არის გაზიფიცირებული;

  • წყალმომარაგების პრობლემა;

  • დასახლებების იერსახის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;

  • სოფლებში შეზღუდული ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე;

  • კურორტი ლებარდე ინფრასტრუქტურულად მოუწყობელია;

  • არსებული ბუნებრივი რესურსების ათვისების დაბალი დონე;

  • მრეწველობის სექტორის არასაკმარისი განვითარება;

  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არასაკმარისი მოცულობა და მათი მოზიდვის ხელშეწყობის ქმედითი მექანიზმების ნაკლებობა;

  • დაფინანსების მწირი ხელმისაწვდომობა დამწყები ბიზნესებისათვის;

  • უმუშევრობის მაღალი დონე, დასაქმების მაჩვენებლების დაბალი ზრდა;

  • კვალიფიციური კადრების გადინება;

  • მოძველებული საწარმოო-ტექნიკური ბაზა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი ინტენსივობა;

  • საფეხმავლო ბილიკების გაუმართაობა;

  • ტურისტული საქმიანობის არასაკმარისი გამოცდილება;

  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიგრაციის უარყოფითი დინამიკა;

  • მოსახლეობის ბუნებრივი მატების კლებადი დინამიკა;

  • მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური პრობლემები;

  • სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები;

  • სოციალური სახლების არარსებობა;

  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მედიკამენტებზე შეზღუდული ფინანსური ხელმისაწვდომობა;

  • შშმ პირებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა;

  • ამბულატორიების სტანდარტებთან შეუსაბამობა;

  • ამბულატორიების სამედიცინო ტექნიკური აღჭურვილობა;

  • მედ.პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა;

  • ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო;

  • პროფესიული კოლეჯების/სასწავლებლების არარსებობა;

  • სკოლამელი განათლების დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა;

  • არაფორმალური განათლების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

  • ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზების და კომუნიკაციების მოუწესრიგებლობა;

  • გამწმენდი ნაგებობების არარსებობა;

  • ტყეების არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა;

  • ტყითსარგებლობის სამართლებრივი ბაზის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან შეუთავსებლობა.

შესაძლებლობები საფრთხეები
  • საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება;

  • წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოძველებული ნაწილის რეაბილიტაცია და მოწყობა;

  • გარე განათებით დასახლების დიდი ნაწილის უზრუნველყოფა;

  • ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემის განვითარება;

  • ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა;

  • კურორტ ლებარდეს ინფრასტრუქტურულად მოწყობა;

  • მუნიციპალიტეტის საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლება, ინვესტორების მზარდი დაინტერესება ტურისტული ბაზის განვითარების, წყლის და წიაღისეულის მიმართ;

  • ტურისტული ნაკადის ზრდა;

  • საკრედიტო დაფინანსების ბაზრის შესაძლებლობების გაფართოება, საბანკო კრედიტებზე და კაპიტალის ალტერნატიულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;

  • დაგეგმილი პროექტი მდ. ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების ხუთი კასკადური ჰესის მშენებლობა;

  • მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება;

  • სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის სპეციალური პროგრამების ინიცირებაში მონაწილეობა, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა;

  • მიტოვებული შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიების ეფექტიანი ათვისება;

  • ტურიზმის განვითარების პოტენციალის გამოყენება;

  • ტურისტების მომსახურების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;

  • მუნიციპალიტეტის ტურისტული ცნობადობის გაზრდა სათანადო მარკეტინგული კამპანიის საშუალებით(სანიშნეები, ბუკლეტები, ტრიპლეტები, რუკები დამზადება);

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობა;

  • მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა;

  • მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

  • სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლობა გამომცემლობებთან, მუზეუმთან და სკოლასთან;

  • აღსაზრდელთათვის ეზოს ნაკვეთის გამოყოფა;

  • სკოლამდელი დაწესებულებებისათვის სპორტული მოედნების გაკეთება და კეთილმოწყობა;

  • სტანდარტზევით ფასიანი მომსახურების შეთავაზება;

  • პედაგოგთა მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის კონკურსებში;

  • მოტივაციის ასამაღლებლად წახალისება-დაჯილდოება;

  • ლიტერატურული კაფეს გახსნა;

  • ინოვაციებზე ორიენტირებული პროგრამების დაფინანსება;

  • ნარჩენების გატანის ორგანიზება მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

  • ცნობიერების ამაღლების ხელმისაწვდომობა გარემოსდაცვით საკითხებში და საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

  • გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დაინტერესება შესაბამისი პროექტების განხორციელებით.

  • საფინანსო და ეკონომიკური კრიზისები;

  • ბუნებრივი და სტიქიური მოვლენების გამო არსებული ინფრასტრუქტურის დაზიანების საფრთხე;

  • პროექტების განხორციელებისათვის საჭირო შეზღუდული ფინანსური რესურსები;

  • სტიქიური მოვლენები;

  • ინფლაციის რისკი;

  • ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი;

  • მოსახლეობის რისკ ჯგუფები;

  • ავადობის მატება;

  • ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების არამდგრადობა;

  • ფასიანი სტანდარტზევით მომსახურების მაღალი გადასახადი;

  • არასაკმარისი ფინანსური რესურსი;

  • აღმზრდელ-პედაგოგთა ,,დაბერება“;

  • სკოლამდელ დაწესებულებებში ჯგუფების გადატვირთვა;

  • ახალგაზრდობის მიგრაცია;

  • პროფესიონალი კადრების უმუშევრობა;

განხორციელების მექანიზმი

მუნიციპალიტეტის ხელისუფლება დოკუმენტით წარმოდგენილი გეგმებისა და ხედვების განხორციელებისას გაითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

  • გამართული კოორდინაცია სხვადასხვა მხარეებთან - პოლიტიკის დოკუმენტის განხორციელების შედეგიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ყველა საჯარო უწყების ეფექტურ კოორდინაციაზე. განსაკუთრებული როლი უჭირავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კოორდინაციას ცენტრალურ ხელისუფლებასთან. იმისთვის რომ ადგილობრივ დონეზე განხორციელებული პროექტები იყოს ხარჯეფექტიანი მართველობის ორ დონეზე დაგეგმილი ღონისძიებები ერთმანეთს უნდა ავსებდეს, არ ხდებოდეს აქტივობების გამეორება და იყოს მჭიდრო კომუნიკაცია ორივე მხარეს შორის. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოხდება ცენტრალური ხელისუფლების გეგმებისა და ხედვების გათვალისწინება ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისას, მჭიდრო იქნება ცენტრალურ სახელისუფლებო უწყებებთან კოორდინაცია.

  • პარტნიორობა - პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების ეფექტურად მიღწევისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს პარტნიორობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. პარტნიორობა გათვალისწინებული არის როგორც დოკუმენტის შემუშავების ეტაპზე, ისე მისი განხორციელების ეტაპზე. თითოეულ მხარეს, ეს იქნება თავად ადგილობრივი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი თუ სხვა, აქვს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ერთიანი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში. შესაბამისად, პარტნიორობის პრინციპი იქნება ერთ-ერთი ფუძე დოკუმენტში წარმოდგენილი მიზნებისა და ამოცანების მიღწევისთვის აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისას.

- კანონიერების პრინციპი - ფინანსური სახსრების ხარჯვა მოხდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ფუნქციები მმართველობის სხვადასხვა დონეზე მკაფიოდ იქნება გამიჯნული და გადანაწილებული. ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება აქტივობის დამფინანსებელ ორგანიზაციას.

წინამდებარე სამოქმედო გეგმა მოიცავს მიზნების, ამოცანების, აქტივობების, აქტივობის შედეგის ინდიკატორის, განხორციელების პერიოდის, შესაბამისი ბიუჯეტის, დაფინანსების წყაროსა და განმახორციელებელი უწყების შესახებ კონსოლიდირებულ ინფორმაციას.

სამოქმედო გეგმის ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს.

2 წლის შემდეგ განხორციელდება არსებულის მონიტორინგი და შეფასება, რაც საფუძველი იქნება მომდევნო 2 წლიანი პერიოდის მეტად ეფექტურად და ხარჯეფექტიანად გადასაგეგმად.

მუნიციპალიტეტის ხელისუფლება აქცენტს გააკეთებს მომდევნო პერიოდში ყველა მიზნისა და ამოცანის მოცვაზე, და ამისთვის აქტიურად იმუშავებს დამატებითი ფონდების მოძიების თუ საკუთარი ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფის კუთხით.

2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა

მიზანი 1:

მოსახლეობის საცხოვრებელი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება

მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი:

6,9

ამოცანა 1.1

საკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1

გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურული მდგომარეობა;

გაზრდილია გადაადგილების უსაფრთხოება და შემცირებულია ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხარჯები

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

1.1.1

სოფლების, ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზების მოწყობა კეთილმოწყობილი, საგზაო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო სახიდე გადასასველები მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი. 01.01.2020-31.10.2023 20 000 000

1.1.2

სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - არსებული სისტემების მოწესრიგება, ასევე ახალი სანიაღვრე სისტემების მოწყობა დაცული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები, მოწესრიგებული წყალარინების სისტემები მერია 01.01.2020-31.10.2023 2000000

1.1.3

წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. სასმელი წყლით უზრუნველყოფილი 7000 ბენეფიციარი მერია 01.01.2020-31.10.2023 15000000

ამოცანა 1.4

მოსახლეობის ჩართვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა

ამოცანის შედეგის ინდიკატორი

ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურის პოპულარიზაცია, მოსახლეობის გაზრდილი აქტივობა და წვდომა შესაბამის ინფრასტრუქტურაზე

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

კულტურული და სპორტული ფესტივალების ჩატარება ხდება კულტურული ფასეულობების შენარჩუნება/პოპულარიზაცია; მეტი ადამიანია ჩართული ასეთ ღონისძიებებში მერია 2020-2023 100000 100000

მიზანი 2

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა

მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი:

2,8,12

ამოცანა 2.2

მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის ჩართულობის ზრდა.

ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.2

ტურისტების გაზრდილი რაოდენობა და მრავალფეროვანი სერვისები;

მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლები ტურიზმის სფეროდან

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

1.1.1

ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი მარშუტების მოწესრიგება - ტობას და კაღუს ჩანჩქერებთან, ნოღას ციხესთან მისასვლელი გზების მოწესრიგება გაზრდილი ტურისტული ნაკადი, ტურიზმში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი. 08.2020-10.2021 4000000
ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი პოპულარიზება. გაზრდილი ტურისტული ნაკადი, ტურიზმში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მერია 2021 100000 100000

ამოცანა 2.3

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის წახალისება

ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.3

გაზრდილია დარგის პროდუქტიულიბა და მოსახლეობის შემოსავლები, ხელი შეეწყო გადამამუშავებელი საწარმოების ჩამოყალიბებას

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

1.1.1

მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების აღწერა, პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების (მაგ: სამელიორაციო სადრენაჟე სისტემების მოწყობა, სარწყავი წყლით უზრუნველყოფა) გატარება წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდა მერია 2020-2023 1000000
მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა, საზაფხულო საძოვრების წყლით უზრუნველყოფა, საძოვრებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მეცხოველეობის დარგის განვითარება მერია 2020-2023 200000

ამოცანა 2.4

უწყვეტი განათლების სისტემის შექმნა და მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განათლების სისტემაში მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა.

ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.4

გაზრდილია განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის რაოდენობა რომელიც დაინტეერსებულია მიიღოს პროფესიული განათლება

საბაზისო

სამიზნე

დადასტურების წყარო

შუალედური

საბოლოო

წელი

2020

2022

2023

აქტივობა

აქტივობის შედეგის ინდიკატორი

დადასტურების წყარო

პასუხისმგებელი უწყება

პარტნიორი უწყება

შესრულების ვადა

ბიუჯეტი [₾}

დაფინანსების წყარო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სხვა

დეფიციტი

ოდენობა [₾}

კოდი

ოდენობა [₾}

ორგანიზაცია

პროფესიული განათლების სისტემაში მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა - პროფესიული განათლების ცენტრის შექმნა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების დეფიციტის აღმოფხვრა მერია 2020-2021 5000000

სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად დამატებით განსაზღვრა შემდეგი აქტივობების განხორციელების საჭიროება, რა მიმართულებითაც მუნიციპალიტეტი იმუშავებს დამატებითი ფონდების მოძიებაზე და/ან საკუთარი სახსრებით დაფინანსების გამოყოფაზე მომავალ წლებში:

მიზანი 2

  • მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრების მშენებლობა;

  • მუნიციპალიტეტში არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა;

  • კურორტი ლებარდეს მოწყობა და მისი, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული რესურსის გამოყენების ხელშეწყობა;

ამოცანა 2.3

  • მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების აღწერა, პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების(მაგ: სამელიორაციო სადრენაჟე სისტემების მოწყობა) გატარება.

  • მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა, საზაფხულო საძოვრების წყლით უზრუნველყოფა, საძოვრებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მონიტორინგი და შეფასება

განვითარების დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისკენ სვლის შესაფასებლად პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე მნიშვნელოვანია მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტის გათვალისწინება. გეგმის მონიტორინგი განხორცილდება სისტემატურად, რაც გულისხმობს მონიტორინგის და შეფასების გეგმის მიხედვით გაწერილი საქმიანობების განხორციელებას, აქტივობების და პროექტების შესრულების მეთვალყურეობას დროულად ხარვეზების, შეფერხებისა თუ წარმატების შემთხვევების გამოვლენის მიზნით.

მონიტორინგის მონაცემების რეგულარული გაანალიზება ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს შესაბამისი პროგრამული ცვლილებები სამოქმედო გეგმის საერთო განხორციელებისა და მიზნის მიღწევის პროცესიის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, საჭიროების შემთხვევაში.

მონიტორინგის ანგარიშები მომზადდება შემდეგი პრინციპებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვით:

დროულობა - ანგარიშები მომზადდება დროულად, პერიოდის შერჩევა მოხდება საბიუჯეტო პროცესისა და კალენდრის გათვალისწინებით.

ფოკუსირებული - ანგარიშებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად, კონკრეტულ პრიორიტეტებსა და აქტივობებთან დაკავშირებული მიღწევები, შესაბამისი ინდიკატორებითა და მაჩვენებლებით.

მკითხველზე ორიენტირებული - ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება მომხმარებლისთვის გასაგებ და ადვილად აღქმადი ინსტრუმენტებით, დოკუმენტი იქნება მარტივად კითხვადი და აღსაქმელი.

რელევანტური - ანგარიშგება მოხდება მხოლოდ რელევანტურ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დოკუმენტისთვის არარელევანტური იქნება ყოველდღიური ადმინისტრაციული ხასიათის ინფორმაციისა და აქტივობების შესახებ დეტალების აღწერა/წარმოდგენა, რაც არ სძენს დოკუმენტს დამატებით ღირებულებას, და ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისათვის.

მონიტორინგისა და შეფასების ნაწილში ადგილობრივი ხელისუფლება მიესალმება საზოგადოების ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობას, რაც მეტად ეფექტიანს გახდის ამ პროცესს.

მონიტორინგი და შეფასება, რაც დაკავშირებულია სამოქმედო გეგმის განახლებასთან, დაგეგმილია 2 წელიწადში ერთხელ. გამომდინარე იქიდან, რომ 1 მარტამდე მზადდება ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რასთან ერთად განხორციელდება მონიტორინგისა და შეფასების ნაწილიც, პირველი წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გათვალისწინებით. შედეგების საფუძველზე კი მოხდება სამოქმედო გეგმის განახლება უკვე შემდეგი ორი წლისათვის.

შედეგად განხორციელდება:

  • შედეგებისა და გავლენის შეფასება მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად საშუალო და გრძელვადიანი პერიოდზე;

  • გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება;

  • ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დონის ამაღლება;

  • რესურსების ეფექტიანი განაწილების ხელშეწყობა მიზნებსა თუ მიზნობრივ პროგრამებს შორის.

მონიტორინგისა და შეფასების შედეგად გამოვლინდება:

  • რამდენად წარმატებით მოხდა იმ სასურველი შედეგის დადგომა რაც მიზნებსა და ამოცანებში არის ასახული; ან რამდენად არის პროგრესი მათი გადაწყვეტის მიმართულებით;

  • რამდენად წარმატებით მოხდა იმ პრობლემებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების გადაწყვეტა რაც მიზნებსა და ამოცანებში იყო წარმოდგენილი; ან რამდენად არის პროგრესი მათი გადაწყვეტის მიმართულებით.

დანართი

დანართი 1. მუნიციპალიტტეის მოსახლეობა ასაკობრივ ჭრილში.

მარტვილის მუნიციპალიტეტი სულ მამაკაცი ქალი
33,463 16,433 17,030
0-4 1,847 949 898
5-9 1,638 861 777
10-14 1,635 861 774
15-19 1,798 991 807
20-24 1,699 958 741
25-29 1,927 1,107 820
30-34 1,955 1,056 899
35-39 2,038 1,032 1,006
40-44 2,215 1,186 1,029
45-49 2,353 1,218 1,135
50-54 2,691 1,287 1,404
55-59 2,511 1,195 1,316
60-64 2,446 1,132 1,314
65-69 1,673 731 942
70-74 1,709 713 996
75-79 1,665 620 1,045
80-84 959 331 628
85+ 704 205 499

დანართი 2

ისტორიულ, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

  • მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო ანსამბლი;

  • ნახარებაოს წმინდა გიორგის ეკლესია;

  • აბედათის ციხის ღვთისმშობლის ეკლესია;

  • ბალდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია;

  • დიდი ჭყონის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი;

  • აბედათის ციხე–სიმაგრე;

  • ნაფოსტარის ეკლესია;

  • ვედიდკარის მთავარანგელოზთა ეკლესია;

  • ნამიკოლაოს მაცხოვრის ამაღლების ეკლესია;

  • მეორე ნამიკოლაოს წმინდა გიორგის ეკლესია;

  • ინჩხურის წმინდა გიორგის ეკლესია;

  • კურზუს წმინდა ელია წინასწარმეტყველის ეკლესია;

  • ნაგებერაოს წმინდა გიორგის ეკლესია;

  • ნაჯახაოს მთავარანგელოზების ეკლესია;

  • ნაჯახაოს წმინდა ბარბარეს ეკლესია (ბარბარეკარი);

  • ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია;

  • წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესია;

  • სალხინოს დადიანთა კარის ეკლესია;

  • სალხინოს წმინდა გიორგის ეკლესია;

  • წაჩხურის მთავარანგელოზთა ეკლესია;

  • ვახის წმინდა გიორგის ეკლესია;

  • სერგიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია;

  • ტალერის მთავარანგელოზთა ეკლესია;

  • ქვემო ხუნწის მაცხოვრის ეკლესია;

  • ბანძის სინაგოგა.