წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლისათვის ლია ხოტივარის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 28.05.2020
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №36 39
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.05.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში/ბესიაურში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ონჭეიშში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლისათვის ლია ხოტივარის სახელის მინიჭების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №36 39
2020 წლის 28 მაისი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლისათვის ლია ხოტივარის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლს მიენიჭოს ლია ხოტივარის სახელი.
2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც 4 (ოთხი) თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ პაატა ახალაძე