„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №13214 |
|
2020 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 140080000.42.047.016032, 08/07/2014) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-4 მუხლის:
|
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს დირექტორი უზრუნველყოფს სააგენტოს მართვას, საქმიანობის საერთო კოორდინაციას და სააგენტოს ამოცანების განხორციელებას. სააგენტოს დირექტორს უფლება აქვს, მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს დირექტორის ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფის ან/და დანაყოფების ხელმძღვანელზე/ხელმძღვანელებზე სააგენტოს საქმიანობის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით.“; |
ბ)
მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ფუნქციებს და სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
2.
მე-6 მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) ეკონომიკური სამსახური; გ) უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია ამავე სამსახურის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი, სააგენტოს საშტატო ნუსხით განსაზღვრული უმცროსი სპეციალისტებისაგან შემდგარი სამეურნეო მომსახურების ჯგუფი და სატრანსპორტო მომსახურების განყოფილება; დ) ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის და სახელმწიფო ცერემონიების სასახლის მომსახურების ჯგუფი, ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი და ქ. ბათუმის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი.“; |
ბ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს ეკონომიკური სამსახურის, რომლის ხელმძღვანელიც არის სააგენტოს დირექტორის თანაშემწე საფინანსო-საბუღალტრო სფეროსა და სააგენტოს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის საკითხებში, ფუნქციებია: ა) სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების, ფინანსური ანალიზისა და გეგმების მომზადება; ბ) სააგენტოს ბიუჯეტის შედგენა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სააგენტოს ბუღალტერიის ფუნქციონირება, საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი მათ შორის ინვენტარიზაციის, სააღრიცხვო, საგადასახადო და საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით; |
გ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილება, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამთავრობო ღონისძიებების, საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის ვიზიტორების წარმომადგენლობით და საბანკეტო მომსახურებას სამთავრობო ან/და სხვა შესაბამის ობიექტებში. განყოფილების ქვედანაყოფებში შემავალი შემადგენლობის გარდა, განყოფილების უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არიან სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მთავარი სპეციალისტები, რომლებიც განყოფილების უფროსის ზედამხედველობით უზრუნველყოფენ სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული/განსაზღვრული სამუშაოთა აღწერილობებით დადგენილი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას შესაბამის ობიექტებზე. სააგენტოს ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილების შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფებიდან: ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის და სახელმწიფო ცერემონიების სასახლის მომსახურების ჯგუფი, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს აღნიშნული ობიექტების საინჟინრო სისტემებისა და დანადგარების ექსპლუატაციას, საპროექტო-ტექნიკური და საექსპლუატაციო მოთხოვნების, ტექნიკური ნორმატივების, წესების და ინსტრუქციების დაცვას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას; ბ) ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების შესაბამისი მიღების და გაცილების ორგანიზებას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას; გ) ქ. ბათუმის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების შესაბამისი მიღების და გაცილების ორგანიზებას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 2 ივლისიდან.
|
|