„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7093
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №7093

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 140080000.42.047.016032; 08/07/2014) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საქართველოს სახელმწიფო  უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის:  
1. პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების სამსახური, რომლის შემადგენლობაში სააგენტოს საშტატო ნუსხის მიხედვით შედიან: ამავე სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მომსახურე პერსონალი,  ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურე პერსონალი და ქ. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი.“;

 

2. მე-5  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. სააგენტოს ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების სამსახური, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამთავრობო ღონისძიებების, საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის ვიზიტორების წარმომადგენლობით და საბანკეტო მომსახურებას სამთავრობო ან/და სხვა შესაბამის ობიექტებში. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა შემადგენლობის გარდა, აღნიშნული  სამსახურის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არიან უფროსი სპეციალისტები, რომლებიც სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში კოორდინაციას უწევენ შესაბამის ობიექტებზე მომსახურების სერვისის განხორციელებაში მონაწილე ამავე სამსახურის და განაწესებში მყოფ სააგენტოს სხვა მოსამსახურეებს. სააგენტოს ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების სამსახურის შემადგენლობიდან:

ა) სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მომსახურებაზე   მიმაგრებული მოსამსახურეები სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ობიექტის საინჟინრო სისტემებისა და დანადგარების ექსპლუატაციას, საპროექტო-ტექნიკური და საექსპლუატაციო მოთხოვნების, ტექნიკური ნორმატივების, წესების და ინსტრუქციების დაცვას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას;
ბ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობების მიხედვით, ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურებაზე მიმაგრებული მოსამსახურეები სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ ობიექტზე საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების შესაბამისი მიღების და გაცილების ორგანიზებას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას;
გ) ქ. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების შესაბამისი მიღების და გაცილების ორგანიზებას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას.“.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ ამ ბრძანებით განსაზღვრული ცვლილებების და ვადების გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე