საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 02.06.2020
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.137.016493
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2020
matsne.gov.ge 240 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ძაძამია საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 23.12.2020 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 23.04.2020 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელისაგან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 03.12.2020 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 29.05.2020 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლისაგან განთავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2020 წლის 2 ივნისი დაბა ადიგენი საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების დასუფთავების  მოსაკრებლის გადასახადისგან. მუხლი 2🔗 საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან. მუხლი 3🔗 ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახოთ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი პირებისა. მუხლი 4🔗 ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე, რომლის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართონ ააიპ „ადიგენის დასუფთავების სამსახურის“ ადმინისტრაციას (ს/ნ 422720611). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამაზ ძაძამია