საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2020 წლის 23 დეკემბერი დაბა ადიგენი |
საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ,,კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულიად გათავისუფლდნენ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის, თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისაგან.
მუხლი 2
ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახოთ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა მე-3 მუხლში ჩამოთვლილი პირებისა.
მუხლი 3
ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე, რომლის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართონ ა.ა.ი.პ. „ადიგენის დასუფთავების სამსახურის“ ადმინისტრაციას (ს/კ 422720611).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|