📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპორგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.06.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58-59
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.101.016733
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2020
matsne.gov.ge 756 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ლოლ№ 91% 26.12.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.02.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ 1. დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „დაავადებათა სკრინინგი (კოდი: 06 01 02)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზეც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.   მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგი მომსახურებების (კომპონენტების) დაფინანსებას: ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ა.ა) ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც უძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი.); ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას (ექოსკოპიური კონტროლით). აღებული ბიოფსიური მასალის ან/და დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიურ კვლევას. ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ბ.ა) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, ცერვიკალური ნაცხის აღებას და პაპ-ტესტის (PAP-ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 25 წლიდან 30 წლამდე ასაკის ჩათვლით ქალებში; ბ.ბ) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, ცერვიკალური ნაცხის აღებას და HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში; ბ.გ) HPV ტესტით დადებითი შემთხვევების ტრიაჟს სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის (LBC) საფუძველზე; ბ.დ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას; ბ.ე) საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას; გ) პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას; გ.ა) სისხლში საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას; გ.ბ) საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებლის ე.წ. რუხზონაში (4-10 ng/ml) დაფიქსირების შემთხვევაში შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრას; დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს: დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტის ტესტებით) ჩატარებას; დ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას; დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას; ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა 25-70 წლის ასაკის ჩათვლით ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს: ე.ა) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას; ე.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას; ე.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას; ე.დ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ. 2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი. ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი). მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი). 2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტ(ებ)ის ფარგლებში მომსახურების მიწოდების სურვილს და წერილობით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებლის რეგისტრაციას ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს ფაქტობრივი მისამართის გათვალისწინებით. ამასთან: ა) მეორე მუხლის „ა.ა)“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს კონსენსუს კონფერენციით გათვალისწინებული მე-3 ლიდერი რადიოლოგის ჩართულობა განახორციელოს სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების მიმწოდებლისთვის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს, თუ მე-3 რადიოლოგის ჩართვის რესურსი თავად არ აქვს. ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა“, „ბ.ე“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში – ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციის უფლება გააჩნია მხოლოდ იმ ლიცენზირებულ ლაბორატორიებს, რომლებსაც წინა წლის განმავლობაში ჩატარებული აქვთ არანაკლებ 6 ათასი ციტოლოგიური კვლევა ან წარმოადგენს საუნივერსიტეტო ლაბორატორიას – როგორც ციტოპათოლოგიური მიმართულების სასწავლო ბაზა; ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა მიმწოდებელმა ციტოლოგიური კვლევები აუცილებლად უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ხოლო ჰისტომორფოლოგიური კვლევა შეუძლია განახორციელოს ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიის მეშვეობით; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციისთვის (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა) სამედიცინო დაწესებულებას, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა.“, „ბ.ე“ და „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად არის რეგისტრირებული ქვეპროგრამის განმახორციელებელთან ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელად); დ) ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლად (გარდა ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლისა) განისაზღვრება პირი, რომელიც ერთიანად გამოთქვამს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების მიმწოდებლად რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია რომელიმე კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან/და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს; ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრირებულ დაწესებულებას, რომელიც აკმაყოფილებს ამავე წესით დადგენილ მიმწოდებლად რეგისტრაციის პირობებს. ასევე, გამოთქვამს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების მიმწოდებლად რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია რომელიმე კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან/და დამატებითი სანებართვო პირობები, ან/და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს; ვ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული HPV ტესტირებისა და HPV ტესტით დადებითი შემთხვევების სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის (LBC) სერვისის მიმწოდებელია ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“. 3. პირის მიერ მიმწოდებლად ცნობა (რეგისტრაცია) წერილობითი შეტყობინებით ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 4. მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები: ა) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და 3 თვე ზედიზედ სამუშაოს შეუსრულებლობის, ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მონიტორინგის განყოფილების მიერ მონიტორინგის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში რეგისტრაცია; ბ) ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციის ამ წესით დადგენილი პირობების შეუსრულებლობით გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით. გ) ქვეპროგრამის   მიმწოდებლად   რეგიტრაციის   საკუთარი   სურვილით   გაუქმების   შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია, აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით; დ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მომსახურების მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში რეგისტრაცია. 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ (ს/კ 202442730) (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს თავის ბაზაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო პროგრამის (შემდგომში – საინფორმაციო პროგრამა) დანერგვას ქვეპროგრამის მიმწოდებლებთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღეში. მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება  არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულის ღირებულება განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის ცხრილი №1-ის შესაბამისად. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ბენეფიციარების მხრიდან არ ითვალისწინებს თანაგადახდას და გულისხმობს გათვალისწინებული მომსახურებების სრულად დაფინანსებას. მუხლი 5. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის ორგანიზებულად მოზიდვის/მოწვევის გზით. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ა) საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის კონსულტირება ექიმ-სპეციალისტების ან/და ოჯახის ექიმების მიერ; ბ) გამოსაკვლევი პირების პირველადი სკრინინგის ჩატარება ერთჯერადად; გ) მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებული პერიოდებით: გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი – ორ წელში ერთხელ; გ.ბ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი PAP ტესტით – სამ წელში ერთხელ; გ.გ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი HPV ტესტით – ხუთ წელში ერთხელ; გ.დ) პროსტატის კიბოს მართვა – წლის განმავლობაში ერთხელ; გ.ე) კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ორ წელში ერთხელ; გ.ვ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ხუთ წელში ერთხელ; დ) სკრინინგის ჩატარება განმეორებითად სამედიცინო საჭიროებისას, ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა, რომელიც არ ექვემდებარება განმეორებით სკრინინგს. მუხლი 6. ანგარიშგება 1. მიმწოდებელი ვალდებულია, ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების ფარგლებში შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ამასთან, თუ მომსახურების მიღებისას, ბენეფიციარისათვის დადგა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება, ბენეფიციარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომსახურება ჩაითვლება დასრულებულად ბოლო კვლევის ჩატარებიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, არაუგვიანეს თვის ბოლო რიცხვისა. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში, შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის სრულად გაწეული მომსახურების მოცულობა. ამასთან, თუ მომსახურების მიღებისას, ბენეფიციარისათვის დადგა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება, ბენეფიციარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომსახურება ჩაითვლება დასრულებულად ბოლო კვლევის ჩატარებიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, არაუგვიანეს თვის ბოლო რიცხვისა. 4. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება განახორციელოს მომდევნო თვის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად. 5. მიმწოდებლის მიერ თითოეული შემთხვევა უნდა იქნეს დარეგისტრირებული საინფორმაციო პროგრამაში. მუხლი 7. ქვეპროგრამის მიმდინარეობის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს ცენტრის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი ქვედანაყოფი ქვეპროგრამის განმახორციელებლის დებულების შესაბამისად. 2. ცენტრი უზრუნველყოფს ქვეპროგრამის მიმწოდებლის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას, გარდა ცენტრის/მისი ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით. ცენტრი ყოველთვიურად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შემოწმების შედეგებს. 3. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, რომლის დროსაც ხდება: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) საინფორმაციო პროგრამაში შემთხვევის რეგისტრაციის შემოწმება. 4. მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში, არაუგვიანეს თვის 10 რიცხვისა. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ წარმოდგენილი შესრულება ანაზღაურებას არ ექვემდებარება. 5. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად. 6. შემთხვევა არ დაექვემდებარება ანაზღაურებას, თუ საინფორმაციო პროგრამაში არ იქნება დარეგისტრირებული, ან საინფორმაციო პროგრამაში სრულყოფილად არ იქნება ასახული შესაბამისი მონაცემები. 7. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შედეგად მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ურთიერთშედარების აქტი. 8. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის დადებიდან 1 წლის განმავლობაში. ცხრილი №1 № მომსახურების დასახელება ერთეულის ღირებულება 1.1. ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა 34 1.2. ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა 12 1.3. ძუძუს კიბოს სკრინინგი-ძუძუს ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლით 10 1.4. ძუძუს კიბოს სკრინინგი: აღებული ბიოფსიური მასალის/ძუძუს დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიური კვლევა 13 2.1. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, პაპ- ტესტის ჩასატარებლად ნაცხის აღება 13 2.2. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – პაპ-ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 13 2.3 საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, HPV- ტესტის ჩასატარებლად ნაცხის აღება 13 2.4 საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – HPV-ტესტის ჩატარება 34 2.5. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია 25 2.6. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: კოლპოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებით 23 2.7. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: კოლპოსკოპიისას აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა 35 3. პროსტატის კიბოს მართვა – სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) გამოკვლევა,   საჭიროების   შემთხვევაში   შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრა 10 4.1. კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტით) ჩატარება 9 4.2. კოლორექტული კიბოს სკრინინგი – კოლონოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებით 65 4.3. კოლორექტული კიბოს სკრინინგი –კოლონოსკოპიის აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა 35 5.1. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა 11 5.2. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა 24 5.3. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა 41 5.4. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სრული მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა 65   მუხლი 8. დამატებითი პირობები 1. მომსახურების მიმწოდებელმა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ქვეპროგრამის მოსარგებლეებს შესაძლოა ასევე მიაწოდოს კონტრაქტორის ან/და საკუთარი ფილიალის მეშვეობით. ამასთან, ამ წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული მომსახურება შეუძლია მიაწოდოს, ასევე, მობილური გუნდის მეშვეობით. 2. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებელი/მიმწოდებლის კონტრაქტორი დაწესებულება/მიმწოდებლის ფილიალი/მობილური გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტაცია იმ მომსახურებებში, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილება ან მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია; ბ) გააჩნდეს შესაბამისი ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; გ) ჰყავდეს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობის განხორციელებისათვის უმაღლესი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალი, რომელიც სერტიფიცირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან; გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგის კომპონენტის მიმწოდებელმა დაწესებულებამ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ან/და მობილური გუნდის მეშვეობით, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  გათვალისწინებით; გ.ბ.) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მიმწოდებელმა: გ.ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ან/და მობილური გუნდის მეშვეობით; გ.ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს სამედიცინო პერსონალით, რომელსაც აქვს კოლპოსკოპისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაციით. ასევე, გავლილი აქვს დადგენილი წესით აკრედიტებული კოლპოსკოპიის შემსწავლელი კურსი (მაგ.: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა „კოლპოსკოპია“ (ერთთვიანი კურსი), ან/და უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი ტრენინგი „კოლპოსკოპია“ (ორკვირიანიკურსი)) ან/და კოლპოსკოპიის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის IFCPC-IARC ტრენინგ-კურსი ან/და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კლინიკურ ნაწილში აღნიშნული კურს(ებ)ის ფარგლებში ან/და აქვს პროფესიული საზოგადოების (მაგ.: საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოება, საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაცის) მიერ გაწეული რეკომენდაცია კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარებაზე; დ) ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: დ.ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელს, სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად წარუდგინოს დაწესებულების ოფიციალურ ბლანკზე ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში ჩატარებული ციტოლოგიური კვლევების რაოდენობის თაობაზე, შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ დაწესებულება ჰისტომორფოლოგიურ კვლევას ახორციელებს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ქვეკონტრაქტორი დაწესებულების შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; დ.ბ) რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამავე პროგრამის სხვა ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებული საკვლევი მასალების მინიმუმ 10%-ის გადამოწმების მიზნით; დ.გ) უზრუნველყოს საკვლევი მასალების შენახვა მინიმუმ 5 წლის მანძილზე; დ.დ) უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა. ე) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი/მისი კონტრაქტორი ვალდებულია „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტირებული ლაბორატორიის მეშვეობით. ასევე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ლაბორატორიულ კვლევებზე, აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტებული ლაბორატორიის მეშვეობით; ვ) ა(ა)იპ ,,ეროვნულმა სკრინინგცენტრმა“ უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა. 3. დაწესებულება ვალდებულია, მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებელს წერილობით წარუდგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის დასტური ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების ფარგლებში დაწესებულების/მისიკონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ აღნიშნული ქვეპროგრამითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა აქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე. დამატებითი დოკუმენტაციის სახით, წერილს თან უნდა ერთოდეს კომპონენტ(ებ)ის განხორციელებაში ჩართული კონტრაქტორების ხელშეკრულების ასლები. ამასთან, დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს კომპონენტ(ებ)ით გათვალისწინებული სერვისების მიწოდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მოთხოვნის შესაბამისად. 4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს ჯამურად არანაკლებ 50(ორმოცდაათი) მოსარგებლეს, იმ კომპონენტის ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს. 5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის ფარგლებში ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) მოსარგებლეს, გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულებისა. 6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი/მისი კონტრაქტორი ან/და ფილიალი ან/და მობილური გუნდი ვალდებულია მოიპოვოს „მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ფიზიკური პირის შესახებ პერსონალური მონაცემების გამოთხოვის/დამუშავების თაობაზე“ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა და ქვეპროგრამის განმახორციელებლის და/ან მე-7 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობისა და პირობების თაობაზე საინფორმაციო კამპანია მომსახურების მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წერილობითი შეთანხმებით. მუხლი 9. გარდამავალი დებულებები 1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 2. 2025 წელს რეგისტრირებული მიმწოდებელი დაწესებულებისათვის, აღნიშნული სტატუსი ავტომატურად გრძელდება 2026 წელს, გარდა მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევებისა. 89% 26.12.2025 ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 04.05.2020 მარნეულის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 23.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპორგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58-59 2020 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპორგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის № 51-104 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტის  შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპორგრამის განხორციელების წესი ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის  2 მარტის №4-14 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპორგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპორგრამის განხორციელების წესი  (შემდგომში წესი) განსაზღვრავს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა“ (კოდი: 06 02 28)   (შემდგომში – ქვეპროგრამა)  ფარგლებში დაფინანსების განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.    2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელზეც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის – ქვეპროგრამაში (კოდი 06 02 28) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. მუხლი 2🔗. წესის მიზანი წესის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და კულტურულ - შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა. მუხლი 3🔗.  ქვეპროგრამის  მოსარგებლეები ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაძლებელია იყოს : ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე - შშმ პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განცხადების წარდგენის მომენტისათვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ბ)შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები; გ)შშმ პირთა  სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციები. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების  მოცულობა  1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სახეებია: ა) შშმ პირებში კულტურულ - შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) შშმ  პირთა განათლების და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა; გ) შშმ პირების სხვა საჭიროებების უზრუნველყოფა. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი და  განცხადების განხილვის წესი  1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი). 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად აუცილებელია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა ქვეპროგრამით მოსარგებლე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს  განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება ამავე წესის მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირობებს;  გ) მომსახურების ხარჯების ინვოისი/ანგარიშფაქტურა; დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი , განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ,  განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობას. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამით გათვალისიწინებული დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი განცხადების ან საპროექტო განაცხადის საფუძველზე. შენიშვნების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მოსთხოვოს განმცხადებელს კორექტირებული  განცხადების/ საპროექტო განაცხადის  წარმოდგენა. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის მზადდება წერილი, ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. 3. განცხადების/საპროექტი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასმახურის მიერ გაიცემა არამატერიალიზებული ვაუჩერი ან ფორმდება ხელშეკრულება. მუხლი 7🔗. შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგი 1. შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგი ხდება  ქვეპროგრამის განმახორციელებლის  მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. 2. შემთხვევითი მონიტორინგი გულისხმობს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობის დადგენას. 3. შემთხვევის შერჩევითი მონიტორინგისას ხდება  ქვეპროგრამის მოსარგებლესთან სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, შშმ პირთან გასაუბრება. 4. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქვეპროგრამით მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას. მუხლი 8🔗. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 1. შესრულებულ სამუშაოზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. 2. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:  ა) მოსარგებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) პროგრამის დასახელება; გ) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება; დ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ე) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 3. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები  ამ დადგენილების მიღებამდე არსებული ურთიერთობების ფარგლებში, მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაო ანაზღაურდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, მოქმედი წესის მიხედვით.