„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.017013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

2020 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140010000.22.034.016838) დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგამოძიებო მთავარი სამმართველო;

ბ) დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველო;

გ) არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის რაიონული დანაყოფებია:

ა) ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველო;

ბ) ძველი თბილისის მთავარი სამმართველო;

გ) ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო;

დ) დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო;

ე) გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) III სამმართველო.“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:“.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:“;

ა.ბ) „ა“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) III სამმართველო;

დ) IV სამმართველო;

ე) V სამმართველო;“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საგამოძიებო სამმართველო;

ბ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო.“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:“.

5. მე-13 მუხლის პირველი – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

„ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) პოლიციის V სამმართველო;

ვ) პოლიციის VI სამმართველო;

ზ) პოლიციის VII სამმართველო;

თ) საგამოძიებო სამმართველო;

ი) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

კ) საქმისწარმოების განყოფილება.

2. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) პოლიციის V სამმართველო;

ვ) პოლიციის VI სამმართველო;

ზ) პოლიციის VII სამმართველო;

თ) საგამოძიებო სამმართველო;

ი) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

კ) საქმისწარმოების განყოფილება.

3. ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) პოლიციის V სამმართველო;

ვ) პოლიციის VI სამმართველო;

ზ) პოლიციის VII სამმართველო;

თ) პოლიციის VIII სამმართველო;

ი) პოლიციის IX სამმართველო;

კ) პოლიციის X სამმართველო;

ლ) პოლიციის XI სამმართველო;

მ) საგამოძიებო სამმართველო;

ნ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

ო) საქმისწარმოების განყოფილება.

4. დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) საგამოძიებო სამმართველო;

ვ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

ზ) საქმისწარმოების განყოფილება.

5. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) პოლიციის V სამმართველო;

ვ) პოლიციის VI სამმართველო;

ზ) პოლიციის VII სამმართველო;

თ) პოლიციის VIII სამმართველო;

ი) პოლიციის IX სამმართველო;

კ) პოლიციის X სამმართველო;

ლ) საგამოძიებო სამმართველო;

მ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

ნ) საქმისწარმოების განყოფილება.“.

6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16

1. დეპარტამენტში შემავალ მთავარ სამმართველოს და სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს მთავარი სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №82. სარეგისტრაციო კოდი — 140010000.22.034.017013.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №82, 11.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.017013 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4893556/