„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.017142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №37

2021 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2018, 140010000.22.034.016740) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მედიასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო:

ა.ა) პრესცენტრი (სამმართველო):

ა.ა.ა) მონიტორინგის და ანალიზის განყოფილება;

ა.ბ) რეგიონალური სამმართველო;

ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო:

ბ.ა) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1–ვ5“ ქვეპუნქტები:

„ვ1) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვა;

ვ2) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთან ურთიერთობის საკითხზე სამინისტროს მოსამსახურეებისთვის ინსტრუქციის შემუშავება, გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარის ორგანიზება;

ვ3) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

ვ4) საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასევე, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ვ5) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, მედიასემინარების, მედიატურებისა და სხვა აქტივობების განხორციელება;“;

გ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი;“;

დ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. რეგიონალური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) რეგიონში მიმდინარე აქტივობების ფოტო- და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის დამუშავება, აღრიცხვა და დაარქივება;

ბ) რეგიონში დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობის კოორდინაცია;

გ) თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება და გამართვა;

დ) ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფლებამოსილებაა:

ა) სამინისტროს სისტემის ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;

ბ) დეპარტამენტის მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

გ) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, აგრეთვე საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამინისტროს სისტემის დანაყოფების მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადება და აღნიშნულ ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება;

ე) შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიციირება;

ვ) სამინისტროს სისტემის დანაყოფებისგან დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიღება და საერთო კოორდინაცია;

ზ) სამოქალაქო სექტორთან, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

თ) ციფრული მედიისთვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულება;

ი) საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;

კ) ციფრულ მედიაში არსებული საკომუნიკაციო არხების მართვა;

ლ) მოქალაქეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;

მ) სოციალური მედიის მონიტორინგი, ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ნ) შიდასაკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და სისტემატიზაცია;

ო) სამინისტროს დანაყოფებში სპიკერის მოძიება და მათი გადამზადება;

პ) ოფიციალური გამოსვლის ტექსტების მომზადება;

ჟ) სამინისტროსთვის ვიზუალური ფოტო/ვიდეომასალების მომზადება;

რ) მიმდინარე ღონისძიებების ფოტო-და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 22 ივნისს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 140010000.22.034.017142.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №37, 22.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.017142 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5194389/