„არაკონვენციური მცურავი საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.06.2020 ბოლო ცვლილება 28.04.2022
ნომერი
№09
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №09

2020 წლის 24 ივნისი

ქ. ბათუმი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „არაკონვენციური მცურავი საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები“ შემდეგი ფორმით:

ა) რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისათვის – დანართი №1;

ბ) სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის – დანართი №2;

გ) ხანძარსაწინააღმდეგო მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის – დანართი №3;

დ) სასწავლო წვრთნების მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის – დანართი №4;

ე) საზღვაო პუბლიკაციების და ჟურნალების მინიმალური მოთხოვნები შიდა ნაოსნობაში ჩართული გემებისთვის – დანართი №5.

 

მუხლი 2
1. „სამაშველო  ტივის  –   არქონის  შემთხვევაში  ცურვის რაიონი   შეიზღუდოს   6   საზღვაო   მილამდე   – არაკონვენციურ  გემებზე   სამაშველო   აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები - ამოქმედდეს ყველა გემის მიმართ, გარდა ტენდერების, სწრაფმავალი კატარღების, სასეირნო კატარღების, იახტებისა.

2. წინამდებარე ბრძანებით მოთხოვნილი სამაშველო აღჭურვილობები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამაშველო მოწყობილობების საერთაშორისო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. წინამდებარე ბრძანებით მოთხოვნილი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების საერთაშორისო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. შიდა ნაოსნობაში ჩართულ ყველა ტიპის გემებზე უნდა იყოს დადგენილი  გემის ოფიციალური საკომუნიკაციო და სამუშაო ენა (დროშის ოფიციალური ენა ან ინგლისური ენა), რომლის ჩანაწერი უნდა იყოს აღნიშნული გემის ჟურნალში.

5. სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემზე  სამაშველო ტივების შემოწმების ჩატარება განხორციელდეს  2 (ორი) წელიწადში ერთხელ.

6. შიდა ნაოსნობაში ჩართულ ყველა ტიპის გემებზე არსებული ყველა ტიპის ჟურნალის, ინსტრუქციების, პოსტერების, სავარჯიშოების საქმისწარმოება  უნდა განხორციელდეს გემზე დადგენილ სამუშაო ენაზე და შენახვის ვადა განისაზღვროს არანაკლებ სამი წლით.

7. წინამდებარე ბრძანების მე-3 დანართის შესაბამისად მოთხოვნილი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ტიპები და განლაგება განისაზღვროს აღიარებული ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად. აღიარებული ორგანიზაციის მოთხოვნები თანხმდება სააგენტოსთან.

8. წინამდებარე ბრძანების მე-4 დანართის შესაბამისად ჩატარებული სასწავლო წვთნების ჩანაწერები უნდა ფიქსირდებოდეს გემის ჟურნალში, ასევე გემის კაპიტანმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება.

 

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 17 მარტის  №01 ბრძანება „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“. 

 

მუხლი 4
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები,  მე-3, მე-4 და მე-5 დანართები  ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესები მოქმედებს ამ ბრძანების ამოქმედებამდე შემოწმებულ სამაშველო ტივებზე.

 


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი




დანართი №1

რადიოაღჭურვილობის  მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისათვის

რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისათვის

გემის ტიპი

 

ცურვის რაიონი/NAVIGATIONAL AREA

 

<=  6 მილი

          6 მილი <=  12 მილი

>12 მილი

ნავსადგურის დამხმარე ფლოტი: *

ყველა სხვა ტიპის გარდა, რომელიც მოყვანილია ქვემოთ, (დაკომპლექტებული ბარჟის ჩათვლით)

 

1)2ც  გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF) , მინიმუმი არხები: 16, 13, 06.  წყალგაუმტარი, ნაპერწკალმდგრადი, არაფეთქებადი და 2ც სათადარიგო ელემენტი. 

2) ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (VHF DSC) – 1ც

3)ავარიული რადიოტივტივა (EPIRB) – 1ც

4)უნივერსალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS)  – 1ც

5) ნავიგაციური უსაფრთხოების და მეტეოროლოგიურ შეტყობინების (NAVTEX) მიმღები – 1ც

1)2ც  გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF) , მინიმუმი არხები: 16, 13, 06.  წყალგაუმტარი ნაპერწკალ მდგრადი, არაფეთქებადი და 2ც სათადარიგო ელემენტი.

2) ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (VHF DSC)  – 1ც

3)ავარიული რადიოტივტივა (EPIRB) –  1ც

4)ძებნა-გადარჩენის რადილოკაციური მოპასუხე (SART) – 1ც 

5) უნივერსალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS) – 1ც,

6) ნავიგაციური უსაფრთხოების და

მეტეროლოგიური შეტყობინების (NAVTEX) მიმღები – 1 ც.

 

ამ ტიპის მცურავ საშუალებებზე GMDSS-ის მინიმალური მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში მისი დაკომპლექტება მოხდეს საკლასიფიკაციო საზოგადოების წესების მიხედვით.

 

 

VESSEL SHALL BE EQUIPPED ACCORDING TO THE CLASS SOCIETY RULES IF THIS TYPE OF VESSEL NOT COVERED GMDSS REQUIREMENTS.

ყველა ტიპის ტანკერი

1)2ც  გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF) , მინიმუმი არხები: 16, 13, 06.  წყალგაუმტარი, ნაპერწკალ მდგრადი, არაფეთქებადი და 2ც სათადარიგო ელემენტი. 

2) ფიქსირებული ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (FIXED VHF DSC)

3)ავარიული რადიოტივტივა (EPIRB)– 1ც

4)უნივერსალური  ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS)  –1ც

1)2ც  გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF), მინიმუმი არხები: 16, 13, 06.  წყალგაუმტარი ნაპერწკალ მდგრადი, არაფეთქებადი და 2ც სათადარიგო ელემენტი.

2) ფიქსირებული ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (FIXED VHF DSC)

3)ავარიული რადიოტივტივა (EPIRB)– 1ც

4)ძებნა-გადარჩენის რადილოკაციური მოპასუხე (SART) – 1ც     

5) უნივერსალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS) 1ც

ამ ტიპის მცურავ საშუალებებზე GMDSS-ის მინიმალური მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში მისი დაკომპლექტება მოხდეს საკლასიფიკაციო საზოგადოების წესების მიხედვით.

 

VESSEL SHALL BE EQUIPPED ACCORDING TO THE CLASS SOCIETY RULES IF THIS TYPE OF VESSEL NOT COVERED GMDSS REQUIREMENTS.

გემები 300 საერთო ტევადობაზე  მეტი ან სამგზავრო გემი

 

1)2ც გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი რადიოგადამცემი (VHF) მინიმუმ არხები: 16, 13, 06.  წყალგაუმტარი და 2ც სათადარიგო ელემენტი.

2) ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (VHF DSC)  –1ც

3)ავარიული რადიოტივტივა (EPIRB) – 1ც

4)უნივერსალური  ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS)  – 1ც

 

1)2ც გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი რადიოგადამცემი (VHF) მინიმუმ არხები: 16, 13, 06.  წყალგაუმტარი და 2ც სათადარიგო ელემენტი.

2) ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (VHF DSC)  –1ც

3)ავარიული რადიოტივტივა (EPIRB) – 1ც

4)ძებნა-გადარჩენის რადილოკაციური მოპასუხე (SART) –1ც    

5) უნივერსალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS)  –1ც     

ამ ტიპის მცურავ საშუალებებზე GMDSS-ის მინიმალური მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში მისი დაკომპლექტება მოხდეს საკლასიფიკაციო საზოგადოების წესების მიხედვით.

 

VESSEL SHALL BE EQUIPPED ACCORDING TO THE CLASS SOCIETY RULES IF THIS TYPE OF VESSEL NOT COVERED GMDSS REQUIREMENTS.

თევზსაჭერი  გემი

 

1)1ც   გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF)  მინიმუმ არხი: 16,   წყალგაუმტარი, და 1ც სათადარიგო ელემენტი.

2ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (FIXED VHF DSC) 1ც

3)ან  პირველი და მე-2 ქვეპუნქტის ნაცვლად  – 1ც გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (PORTABLE VHF DSC). 

მინიმუმ არხები: 16, 13, 06,   დამტკიცებული როგორც: წყალგაუმტარი, და 1ც სათადარიგო ელემენტი.

1)2ც  გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF) მინიმუმ არხები:16, 13, 06.  წყალგაუმტარი,  და 2ც სათადარიგო ელემენტი.

2ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (FIXED VHF DSC)  – 1ც

3)ავარიული რადიოტივტივა (EPIRB) – 1ც

 

 

 

ამ ტიპის მცურავ საშუალებებზე GMDSS-ის მინიმალური მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში მისი დაკომპლექტება მოხდეს საკლასიფიკაციო საზოგადოების წესების მიხედვით

 

VESSEL SHALL BE EQUIPPED ACCORDING TO THE CLASS SOCIETY RULES IF THIS TYPE OF VESSEL NOT COVERED GMDSS REQUIREMENTS.

ტენდერი, სწრაფმავალი კატარღა, სასეირნო 

კატარღა,  პატარა და  დიდი იახტები

 

1)1ც  გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF) 

მინიმუმ არხები: 16, 13, 06.  წყალგაუმტარი,  და 1ც სათადარიგო ელემენტი.  

2)  ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (FIXED VHF DSC) 1ც

3)ან პირველი და მე-2 ქვეპუნქტის ნაცვლად  – 1ც გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (PORTABLE VHF DSC)მინიმუმ არხები:16, 13, 06,   წყალგაუმტარი, და 1ც სათადარიგო ელემენტი.

 

ამ ტიპის მცურავ საშუალებებზე GMDSS-ის მინიმალური მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში მისი დაკომპლექტება მოხდეს საკლასიფიკაციო საზოგადოების წესების მიხედვით.

 

 

VESSEL SHALL BE EQUIPPED ACCORDING TO THE CLASS SOCIETY RULES IF THIS TYPE OF VESSEL NOT COVERED GMDSS REQUIREMENTS..

 

ნიჩბიანი ნავიმოტონავი

1)1ც  გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF) მინიმუმ არხი: 16,  წყალგაუმტარი, და 1ც სათადარიგო ელემენტი. 

 

ყველა სხვა ტიპის გემირომელიც

 არ არის ჩამოთვლილი

 ზემოთ და  

300 საერთო ტევადობა -ზე ნაკლები, გარდა ზომამცირე გემებისა და

სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო გამოყენებითი დანიშნულების გემებისა*

 

1) 2ც   გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი (VHF) 

მინიმუმ არხები: 16, 13, 06.  წყალგაუმტარი,  და 2ც სათადარიგო ელემენტი.

2) ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (FIXED VHF DSC) 1ც

3) ან  პირველი და მე-2 ქვეპუნქტის ნაცვლად  – 1ც გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება (PORTABLE VHF DSC) მინიმუმ არხები: 16, 13, 06,   წყალგაუმტარი  და 2ც სათადარიგო ელემენტი.

4) ავარიული რადიოტივტივა (EPIRB) – 1ც

ამ ტიპის მცურავ საშუალებებზე GMDSS-ის მინიმალური მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში მისი დაკომპლექტება მოხდეს საკლასიფიკაციო საზოგადოების წესების მიხედვით.

 

VESSEL SHALL BE EQUIPPED ACCORDING TO THE CLASS SOCIETY RULES IF THIS TYPE OF VESSEL NOT COVERED GMDSS REQUIREMENTS.

შენიშვნა: Note:

„*ნავსადგურის დამხმარე  ფლოტი“ – სანავსადგურო საქმიანობაში ჩართული მცურავი საშუალება.

*ჰიდროგრაფიული სამუშაოების,  სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო  მიზნებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე რადიოაღჭურვილობა განისაზღვროს    შემდეგნაირად: 2ც  – გადასატანი ულტრამოკლეტალღოვანი  რადიოგადამცემი VHF; 1ც – ფიქსირებული  ულტრამოკლეტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება FIXED VHF DSC მიუხედავად ცურვის რაიონისა. 1ც უნივერსალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS); 1ც – ნავიგაციური უსაფრთხოების და მეტეოროლოგიური შეტყობინების (NAVTEX) მიმღები.

 

დანართი №2

 

სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის

 

 სამაშველო აღჭურვილობა    

 

Life Saving Appliances

ნაოსნობის რაიონი

Navigation area

არაკონვენციური გემები საერთაშორისო 

ნაოსნობაში

Non Convention Vessels in international Navigation

6 საზღვაო მილი

Nautical Mile

12 საზღვაო მილი

 Nautical Mile

1. პიროტექნიკა

 Pyrotechnic

 

(გარდა ნიჩბიანი და მოტონავებისა)

 (Except for oar and motor boats)

 

ღამის ნავიგაციისათვის

1ც – პარაშუტიანი სასიგნალო მაშხალა

Rocket Parachute Flare

 

1ც – ხელის სასიგნალო მაშხალა

Hand Flare

2ც-პარაშუტიანი სასიგნალო მაშხალა

Rocket Parachute Flare

 

1ც – ხელის სასიგნალო მაშხალა

Hand Flare

 

1ც – მოტივტივე საკვამლე სიგნალი

Buoyant Smoke Signal

2ც – პარაშუტიანი სასიგნალო მაშხალა

Rocket Parachute Flare

 

2ც  – ხელის სასიგნალო მაშხალა

Hand Flare

 

2ც – მოტივტივე საკვამლე სიგნალი

Buoyant Smoke Signal

2. სამაშველო ჟილეტები სასტვენითა და განათებით

Lifejackets with Light and Whistle

(დღის ნაოსნობისათვის სამაშველო ჟილეტები მხოლოდ სასტვენით,

For Day Navigation Lifejackets with                                                                                      whistles only).

ა) ყველა გემისათვის, ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის  100%-თვის

For any Type of  Vessel  100% capacity of persons

ბ) სამგზავრო გემებზე  დამატებით:

-საბაშვო ჟილეტების რაოდენობა შეესაბამებოდეს გემზე მგზავრ ბავშვთა მაქსიმალურ რაოდენობას.

On passenger ships, number of children’s Life Jackets must be appropriate to quantity of the children

-ჟილეტების რაოდენობა უნდა შეადგენდეს,  გემზე ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის  10%-ს.

On passenger ships, number of extra life jackets must be  10% of  total quantity of persons on board.

გ)  დიდი ზომის სამაშველო ჟილეტის რაოდენობა უნდა შეადგენდეს,  გემზე ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის  10%-ს (სამგზავრო გემებზე), ხოლო სხვა დანარჩენ მცურავ საშუალებაზე  ძალიან დიდი ზომის სამაშველო ჟილეტი მხოლოდ მძიმე წონის   ეკიპაჟის წევრის  არსებობის შემთხვევაში.

3.სამაშველო რგოლი

Lifebuoy

18მ/m≤50მ/m – 2ც (1ც მანათობლით, 1 ც-30მ თოკით) / 2pcs(1pc with light, 1 pc with 30m line

 

50მ/m≤80მ/m – 4ც (2ც მანათობლით, 2 ც-30მ თოკით) / 4pcs (2pcs with light; 2 pcs with 30m  line;)

 

80მm≤100მ/m – 6ც (3ც მანათობელით, 3 ც-30მ თოკით) / 6pcs (3pcs with light; 3 pcs with 30m line;)

 

100მ/m≤150მ/m –10ც (4ც მანათობლით, 4ც-30მ თოკით, 2ც -კვამლის შუშხულა & მანათობლით)

 10pcs (4pcs with light, 4pcs with 30m line, 2pcs - with smoke & light)

4. სამაშველო ტივი

(ხისტი ან   გასაბერი)

Life raft (rigged or inflatable)

იხილეთ შენიშვნა/ See Note:  *1; *2;*3

 

 

არ მოეთხოვება

ადამიანთა მასქსიმალური რაოდენობის  100%-თვის,

თუ ≥5 ადამიანია.

 

100% capacity of persons if ≥5per

ადამიანთა მასქსიმალური რაოდენობის  100%- თვის

 

100% capacity of persons

5. სამაშველო ნავი

 Life boat

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

თუ სიგრძე ≥75 მეტრზე *4 

If length ≥75 mtr *4   

6. სამძებრო ნავი

Rescue boat

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

7. თერმული დამცავი საშუალება

Thermal Protective Aid

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

2ც

2pcs

8.ჰიდროკოსტუმი

Immersion Suit

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

2ც

2pcs

9. თოკსატყორცნი აპარატი

Line Throwing apparatus’’

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

1ც

1pc

10.ავარიული საევაკუაციო სასუნთქი აპარატი

EEBD

IMO ცირკ/Circ. –MSC/Circ.1081

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

 

1ც

1pc

 

შენიშვნები:

ბუქსირი, რომლის სიმძლავრე 750 კვ და მეტია დამატებით: 1ც – თერმული დამცავი /2ც – ჰიდროკოსტუმი /1ც თოკის სასროლი აპარატი

 

*1 – თუ გემზე არ არის  სამაშველო ტივი, ცურვის რაიონი შეიზღუდოს   6 საზღვაო მილამდე.

*2 – არ ეხება 12-მილიან ზონაში მცურავ ტენდერებს, სწრაფმავალ კატარღებს,  სასეირნო კატარღებს, იახტებს.

*3 – სამგზავრო  გემის  მიმართ – განუსაზღვრელად ცურვის რაიონისა, ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის  100%-თვის. სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემის მიმართ – რომელიც ნაოსნობს ხმელეთიდან 1 (ერთი) საზღვაო მილის ჩათვლით, მოეთხოვებათ სამაშველო ტივი ან კოლექტიური სამაშველო რგოლები (ადამიანთა მასქსიმალური რაოდენობის  100%-თვის) ან სამაშველო რგოლი (ადამიანთა მასქსიმალური რაოდენობის  100%- თვის)

*4 – ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის   100%-თვის  გემის ორივე მხარეს, ან  გემის ბორტზე ორივე მხრიდან ჩაშვების შესაძლებლობით.

აღნიშნული სამაშველო აღჭურვილობა არ ეხება იახტებს.

 

 

დანართი №3

ხანძარსაწინააღმდეგო მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციურ გემებზე[1]

 

N

აღჭურვილობა

გემის ტიპი

150 GT და ნაკლები

150 GT დან 500 GT მდე

21 მეტრი და ნაკლები

21 მეტრი და მეტი

1

ცეცხლმაქრი[2]

ყველა ტიპის გემზე[3]

2

4

6

2

სახანძრო ჰიდრანტი

ყველა ტიპის გემზე

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

1

3

სახანძრო ჰიდრანტიგადამყვანი

ყველა ტიპის გემზე

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

1

4

სახანძრო ტუმბო

ყველა ტიპის გემზე

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

1

5

სახანძრო შლანგები და ლულები

ყველა ტიპის გემზე

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

1

6

სამანქანო განყოფილების ლუქი[4]

ყველა ტიპის გემზე

კი

კი

კი

7

შიდა კომუნიკაციის სისტემა

ყველა ტიპის გემზე[5]

კი

კი

კი

8

ავარიული გასასვლელები[6]

ყველა ტიპის გემზე[7]

კი

კი

კი

9

ისტრუქციები[8]

ყველა ტიპის გემზე

კი

კი

კი

10

ხანძრის მართვის გეგმა

ყველა ტიპის გემზე

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

კი

11

სასუნთქი აპარატი სათადარიგო ბალონით

ყველა ტიპის გემზე

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

კი

12

სახანაძრო ეკიპირება

ყველა ტიპის გემზე

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

კი

13

ხანძრის ჩასაქრობი საბანი[9]

ყველა ტიპის გემზე

კი

კი

კი

14

სტაციონალურიცეცხლის საქრობი სისტემა

ყველა ტიპის გემზე

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

კი

 


[1] გარდა ზომამცირე გემებისა, მოტონავი, ნიჩბიანი ნავი, იახტები, ტენდერები, სწრაფმავალი კატარღა, არათვითმავალი ბარჟა.

[2]არსებული მინიმალური მოთხოვნებიდან გემზე უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი სათადარიგო ცეცხლმაქრი.

[3]სასეირნო კატარღას, რომელსაც გადაჰყავს მაქსიმუმ 12 მგზავრი,  მოეთხოვება 1 ც ცეცხლმაქრი.

[4]სამანქანო განყოფილებაში არსებულ ყველა მინას უნდა გააჩნდეს მეტალის დამცავი ან უნდა იყოს დალუქული.

[5]გარდა არსებული სამგზავრო გემებისა და არათვითმავალი ბარჟისა.

[6]მცურავ საშუალებაზე ავარიული გასასვლელები უნდა იყოს მარკირებული წითელი ფერით და მისი გაღება/დახურვა უნდა განხორციელდეს ორივე მხრიდან.

[7]იმ მცურავ საშუალებაზე, რომელზეც არსებობს ავარიული გასასვლელები.

[8]ინსტრუქციები უნდა ოყოს გამოკრული თვალსაჩინო ადგილას და სამუშაო ენაზე.

[9]მცურავ საშუალებაზე კამბუზის არსებობის შემთხვევაში.

 

დანართი №4

 

სასწავლო წვრთნების მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისთვის[1]

 

 

N

 

სასწავლო წვრთნის დასახელება

 

გემის ტიპი

 

ჩატარების სიხშირე

 

შენიშვნა

1

ხანძართან ბრძოლა

(firefighting )

ყველა ტიპის გემზე

თვეში ერთხელ

 

2

გემის მიტოვება

(Abandon ship)

ყველა ტიპის გემზე

სამ თვეში ერთხელ

 

3

ადმიანის ბორტს მიღმა

(Man overboard)

ყველა ტიპის გემზე

სამ თვეში ერთხელ

 

4

 

საჭის ავარიული მართვა

(Emergency Steering)

 

ყველა ტიპის გემზე[2]

სამ თვეში ერთხელ

 

5

 

დახურულ სივრცეებში შესვლა

Entry in enclosed Space

 

ყველა ტიპის გემზე[3]

ორ თვეში ერთხელ

 

6

 ზღვის დაბინძურება

Marine Pollution

ყველა ტიპის გემზე

სამ თვეში ერთხელ

150 GT და მეტი ნავთობმზიდ გემებზე და 400 GT და მეტი ყველა ტიპის გემზე

შენიშვნა:

1. ნავსადგურის დამხმარე ფლოტის მცურავ საშუალებებზე წვრთნების ჩატარება შესაძლებელია რამდენიმე გემზე ერთდროულად.

2. ხანძრის ინდეტიფიცირება, შესაძლებლობიდან გამომდინარე ლოკალიზება, განგაშის გამოცხადება, ავარიული ჯგუფის და საქრობი აღჭურვილობების მზადყოფნაში მოყვანა და სხვა საჭირო მოქმედებები.

 

[1] გარდა ზომამცირე გემებისა, მოტონავი, ნიჩბიანი ნავი, იახტები, სასეირნო კატარღები, ტენდერები, სწრაფმავალი კატარღა გარდა, არათვითმავალი ბარჟისა.

[2] გემზე არსებობის შემთხვევაში.

[3] გემზე არსებობის შემთხევაში.

დანართი №5

საზღვაო პუბლიკაციებისა და ჟურნალების მინიმალური მოთხოვნები შიდა ნაოსნობაში ჩართული გემებისთვის[1]

 

N

 

 

პუბლიკაციები

გემის ტიპი

გემის საერთო ტევადობა

500 და ნაკლები

500 და მეტი

1

SOLAS

ყველა ტიპის გემზე[2]

არა

კი

2

MARPOL

ყველა ტიპის გემზე

კი[3]

3

IMDG Code

ყველა ტიპის გემზე[4]

კი

4

COLREG

ყველა ტიპის გემზე[5]

კი

5

International Code of Signals[6]

ყველა ტიპის გემზე[7]

კი

6

ITU 4

ყველა ტიპის გემზე

კი[8]

7

ITU 5

ყველა ტიპის გემზე

8

ISM Code

ყველა ტიპის გემზე

არა

კი

9

LSA CODE

ყველა ტიპის გემზე

არა

კი

10

FSS CODE

ყველა ტიპის გემზე

არა

კი

11

IAMSAR Manual Volume 3[9]

ყველა ტიპის გემზე[10]

არა

კი

13

Maritime Code of Georgia

ყველა ტიპის გემზე[11]

კი

14

Nautical Charts 

ყველა ტიპის გემზე

კი

15

Nautical Publications

ყველა ტიპის გემზე

კი[12]

კი

16

Notice to Mariners

ყველა ტიპის გემზე[13]

კი

17

Garbage Record Book

ყველა ტიპის გემზე[14]

კი[15]

18

Garbage Placards

ყველა ტიპის გემზე

კი[16]

19

Garbage management plan

ყველა ტიპის გემზე[17]

კი[18]

20

Oil record Book (Part I)

ყველა ტიპის გემზე

კი[19]

21

Oil record Book (Part II)

ნავთობმზიდ გემზე

კი[20]

შენიშვნა:

1. ზემოთ აღნიშნული პუბლიკაციები გემზე შესაძლებელია იყოს ელექტრონული ან მატერიალური სახით.

2. ელექტრონული პუბლიკაციები  უნდა იყოს ლიცენზირებული და განახლებული (ბოლო) ვერსიები.

3. მცურავ საშუალებაზე ელექტრონულ კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ECDIS) არსებობის შემთხვევაში არ მოეთხოვებათ ამავე დანრთში მე-14 ცხრილში აღნიშნული სანავიგაციო რუკები (Nautical Charts).

 


[1] გარდა ზომამცირე გემებისა, მოტონავი, ნიჩბიანი ნავი, იახტები, სასეირნო კატარღები, ტენდერები, სწრაფმავალი კატარღა,  არათვითმავალი ბარჟისაა.

[2] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა და თევზსაჭერი გემებისა.

[3] ყველა ტიპის  400 GT და მეტი გემიბისთვის  და 150 GT და მეტი ნავთობმზიდი გემებისთვის.

[4] ყველა ტიპის გემისთვის, რომელსაც გადააქვს სახიფათო ტვირთები.

[5] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა.

[6] აღნიშნული პუბლიკაცია გემზე უნდა იყოს ბეჭდური ვერსია (hard copy).

[7] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა.

[8] მოეთხოვება მხოლოდ გემის ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობაში გადასვლის დროს.

[9] აღნიშნული პუბლიკაცია გემზე უნდა იყოს ბეჭდული ვერსია (hard copy).

[10] მოეთხოვება მხოლოდ გემის ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობაში გადასვლის დროს.

[11] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა.

[12] მოეთხოვება მხოლოდ გემის ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობაში გადასვლის დროს.

[13] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა.

[14] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა.

[15] ყველა ტიპის  400 GT და მეტი გემისთვის. ასევე იმ  გემზე, რომელსაც გადაჰყავს 15 და მეტი ადამიანი.

[16] ის მცურავი საშუალებები, რომელიც არის 12 მეტრი და მეტი.

[17] გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა.

[18] ყველა ტიპის  100 GT და მეტი გემისთვის. ასევე იმ  გემზე ,რომელსაც გადაჰყავს 15 და მეტი ადამიანი.

[19] 150 GT და მეტი ნავთობმზიდი გემისთვის და ყველა ტიპის 400 GT  და მეტი გემისთვის.

[20] 150 GT და მეტი ნავთობმზიდი გემებისთვის.