,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-73/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016770
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-73/ნ

2020 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში (სსმ, №113, 13/08/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესი):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა), ხელს აწერს მკურნალი ექიმი და დაწესებულების პასუხისმგებელი პირი (ხელმძღვანელი/მისი მოადგილე) და იგი უნდა დამოწმდეს დაწესებულების ბეჭდით. ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემულ ცნობას ხელს აწერს თვითონ ექიმი და ამოწმებს პირადი ბეჭდით. შესაძლებელია ცნობა გაიცეს ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და/ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მე-19 პუნქტის შესაბამის გრაფაში ხელს აწერს ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (ან მისი მოადგილე) ან მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი), ხოლო ელექტრონული  ცნობის გაცემის შემთხვევაში, დაისმის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და/ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;“;

ბ.ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ცნობაზე დაისმება სამედიცინო დაწესებულების ან ექიმი-სპეციალისტის პირადი ბეჭედი, ხოლო ელექტრონული ცნობის გაცემისას გამოიყენება ამ პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი.“.

2. №3 დანართის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაცემის პირობები) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

„მუხლი 2

სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, დაავადების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაიცემა მხოლოდ იმ დაავადებისათვის, რომლის გამოც მან მიმართა ცნობის გამცემ დაწესებულებას ან ექიმ-სპეციალისტს. ცნობის გაცემისას, გრაფაში ,,მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი)“ ხელს აწერს ექიმი, (ელექტრონული ცნობის გაცემისას დაისმის – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი), რომელიც მკურნალობდა პაციენტს კონკრეტული დაავადების გამო ან ორგანიზება გაუწია ცნობის გაცემას (სამედიცინო დაწესებულების სერტიფიცირებული ექიმი, მათ შორის ოჯახის/უბნის ექიმი ან სხვა ექიმი-სპეციალისტი, მათ შორის სოფლის ექიმი).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2020.
როდის იქნა მიღებული „,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-73/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016770.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №01-73/ნ, 30.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016770 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4900441/