,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-42/ნ |
|
2013 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებაში (სსმ III, 13.08 2007წ., №113, მუხ. 1255) შეტანილ იქნეს ცვლილება და: |
1.
ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა) გაცემის პირობები (დანართი N3).“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დანართის N1-ის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესი): |
ა)
მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ბ)
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) მე–9 პუნქტში – ჩაიწერება დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ („ჯანმრთელი“, „პრაქტიკულად ჯანმრთელი“), ან სრული დიაგნოზი ძირითადი დაავადების, თანმხლები დაავადებისა და გართულებების ფორმულირებით და შესაბამისი კოდის მითითებით, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (შემდგომში - ICD–10) მიხედვით (მაგალითი: სტაციონარში მოთავსებულ იქნა პაციენტი ჰიპოგლიკემიური კომით, იგი დაავადებულია II ტიპის შაქრიანი დიაბეტით, აქვს ქრონიკული ტრაქეობრონქიტი, დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ანგიოპათია. ამ შემთხვევაში სრული დიაგნოზი ფორმდება შემდეგნაირად: ძირითადი დაავადება – ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (E11) , თანმხლები დაავადება – ქრონიკული ტრაქეობრონქიტი (J42), ძირითადი დაავადების გართულებები – ჰიპოგლიკემიური კომა (E11.0), დიაბეტური რეტინოპათია (H36.0), დიაბეტური ანგიოპათია (I79.2));“. |
3.
ბრძანებით დამტკიცებული დანართის N2-ის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ფორმა) მე-9 პუნქტის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) შესაბამისი ICD–10 კოდის მითითებით.“. |
4.
ბრძანებას დაემატოს დანართი N3 (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაცემის პირობები) თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №3
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაცემის პირობები
მუხლი 1 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაცემისას, ცნობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გარდა ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებებისა. მუხლი 2 სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, დაავადების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაიცემა მხოლოდ იმ დაავადებისათვის, რომლის გამოც მან მიმართა ცნობის გამცემ დაწესებულებას ან ექიმ-სპეციალისტს. ცნობის გაცემისას, გრაფაში ,,მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი)“ ხელს აწერს ექიმი, რომელიც მკურნალობდა პაციენტს კონკრეტული დაავადების გამო ან ორგანიზება გაუწია ცნობის გაცემას (სამედიცინო დაწესებულების სერტიფიცირებული ექიმი, მათ შორის ოჯახის/უბნის ექიმი ან სხვა ექიმი-სპეციალისტი, მათ შორის სოფლის ექიმი). მუხლი 3 1. დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებასთან და სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებულ, ასევე, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ იმ სპეციალობის ექიმთა დასკვნები, რომელთა კონსულტაციაც აუცილებელია ,,დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანებით განსაზღვრული უკუნაჩვენები დაავადებებისა და ფიზიკური ანომალიების დასადგენად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სხვა საქმიანობების შემთხვევაში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ,,დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანებით, სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისას, ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დამსაქმებლის ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობაში წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი სპეციალობის ექიმის დასკვნა. მუხლი 4 საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისას, ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მასპინძელი ქვეყნის სპეციფიკური მოთხოვნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნის შესაბამისი სპეციალობის ექიმის დასკვნა. |