„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №30/ნ |
|
2025 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. 114 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„114. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო, წოდებისთვის დადგენილი სარგო, საკლასო დანამატი და წელთა ნამსახურობის დანამატი.“.
2. 812 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„812. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური თანამდებობრივი სარგოს, წოდებისათვის დადგენილი სარგოს, საკლასო დანამატისა და წელთა ნამსახურობის დანამატის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.
3. 98 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„98. ამ მუხლის 812 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური თანამდებობრივი სარგოს, წოდებისათვის დადგენილი სარგოს, საკლასო დანამატისა და წელთა ნამსახურობის დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, წოდებისათვის დადგენილი სარგო, საკლასო დანამატი, წელთა ნამსახურობის დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.
|